მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება - 15 მაისი 2020

ufleba.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს უქმდება.

გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით მთავრობა პრეზიდენტს აღარ მიმართავს.

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების, გაგრძელების მიზნით.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში გამოცხადდა 21 მარტს, შემდეგ ერთხელ გადავადდა. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით საქართველოს მთავრობა პარლამენტს აღარ მიმართავს. აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად მოიხსნება. ეპიდემიოლოგების აზრით, შეზღუდვების ნაწილი აუცილებელად უნდა დარჩეს, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რათა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულარული სტატიები
ერთი დღე „სინათლისა და ბედნიერების ქოხში“
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
სოციალური პასუხისმგებლობა გადაგვარჩენს

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია