მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იუსტიციის სახლებში სააღსრულებო სერვისები დღეიდან ისევ ხელმისაწვდომია - 18 მაისი 2020

ufleba.ge

აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იუსტიციის სახლებში 18 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, – ინფორმაციას აღსრულების ეროვნული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გაგზავნის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, განცხადებები და დოკუმენტები იუსტიციის სახლში მატერიალური ფორმით წარადგინონ.

„მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს სერვისის მიღება მხოლოდ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაშია შესაძლებელი“, – აღნიშნავენ აღსრულების ბიუროში.

სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge:

• უნდა აირჩიოს იუსტიციის სახლში ვიზიტის დაჯავშნა;

• საკონტაქტო ინფორმაციის შევსების შემდეგ, მომსახურების ტიპში უნდა მიუთითოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება;

• კალენდარში მონიშნოს იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურების მიღებამდე უნდა წარადგინოს.

როგორც აღსრულების ბიუროში აცხადებენ, იუსტიციის სახლში ვიზიტისთვის აუცილებელია, რომ მომხმარებელს ეკეთოს პირბადე; ფილიალებში არ დაიშვებიან ბავშვები და მომხმარებლის თანხმლები პირები.

„ამავდროულად, აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ განაგრძობს სერვისების გაცემასა და სააღსრულებო წარმოების დაწყებას ელექტრონული ფორმით მიღებული დოკუმენტაციის საშუალებით. დოკუმენტაციის ასლების რეგისტრაცია ხდება ელექტრონული ფოსტის – info@nbe.gov.ge ან მოქალაქეთა პორტალის – my.gov.ge საშუალებით. დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის შემთხვევაში, კრედიტორი ვალდებულია, დოკუმენტაციის დედნები წარმოადგინოს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 749 649“, – აღნიშნულია აღსრულების ბიუროს ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
მე და სამოქალაქო ორგანიზაციები - ეს ქვეყანა ჩვენი მოსავლელია
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
კორპორატიული პასუხისმგებლობა - პირბადე არ გვაქვს და არც გვექნება?

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია