მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მეუფე შიო - ახალი კომისია უფრო პრინციპულია, აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება - 04 ივნისი 2020

ufleba.ge

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და ამასთან ერთად, სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ დავით გარეჯში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯი არის უმნიშვნელოვანესი მონასტერი, რომელსაც საქართველოს ათონს უწოდებდნენ, ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.

„მისი უწმინდესობის ღვაწლის ერთ-ერთი დიდი შედეგია ჩვენი სამონასტრო ცხოვრების გაცოცხლება საქართველოში და მათ შორის, დავით გარეჯში. ჩვენ ვულოცავთ მთელ საქართველოს ამ დღეს და რა თქმა უნდა, ვფიქრობთ იმ ორ მონასტერზე, რომლებიც იმყოფება დავით გარეჯის მახლობლად. ეს არის უდაბნო და ჩიჩხიტური. ეს ორი სავანეა, რომლებიც ისტორიულად არის ქართული ძეგლები და ქართული სავანეები, ღირსი დავით გარეჯელის დროინდელია, მისი თანამედროვეა და მისი თანამედროვეების დაარსებულია. სამწუხაროდ დღეს ჩვენ იქ ვერ ავდივართ, ვერ ვლოცულობთ და ვერ ვწირავთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ დავით გარეჯის საკითხზე სიმართლე დადგინდება.

„დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. თქვენ იცით, რომ მუშაობს ორმხრივი კომისია, ახალი კომისია. როგორც ვიცით და იმედი გვაქვს, ეს კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო ეს, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ დადგინდება ეს სიმართლე და სულ ცოტა ხანში შევძლებთ იქ წირვა-ლოცვის ჩატარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანთან და ამასთან ერთად, ეს სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მღვდელთმთავარმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ორმხრივი კომისიის მუშაობა უახლოეს მომავალში განახლდება.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია