მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი ღარიბაშვილი - დღევანდელი ჯარი ათი წლის წინანდელი მომზადების დონისგან ​რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია - 12 ივნისი 2020

ufleba.ge

საქართველოს დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს 10-წლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც იქნება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სტრატეგიული გზამკვლევი გრძელვადიან პერსპექტივაში.

„დღეს შემიძლია, თამამად გითხრათ, ძვირფასო დეპუტატებო, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია. თუმცა ჩვენი თავდაცვის ძალებიდან მისი შესაძლებლობების უფრო ეფექტური და თანმიმდევრული გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს 10-წლიანი ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შემუშავება. ეს იქნება თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ამ დოკუმენტით მოხდება ჩვენი ქვეყნის მთლიანი რესურსის მობილიზაციის გზების, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა სამთავრობო უწყებების როლის განსაზღვრა მთავრობის ერთიანი და კოორდინირებული ძალისხმევის ფარგლებში.

შესაბამისად, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია იქნება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სტრატეგიული გზამკვლევი გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია