მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი გახარია - ჩვენ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას გავზრდით - 20 აგვისტო 2020

ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად და ჩვენ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობას გავზრდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა – ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ონკოდაავადებათა მკურნალობის მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსიმვნის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახადა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამის რვა ათასი ლარით გაზრდის შესახებ. თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

„ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და, რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები, ონკოლოგიური პაციენტები დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველასთვის  ხელმისაწვდომი, რომელსაც ეს საჭიროება უდგას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში ფიქსირდება 38 ათასზე მეტი ონკოპაციენტი, რომელიც ებრძვის ამ საშინელ სენს.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ტვირთი არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს არის ტვირთი, როგორც ფიზიკური, მორალური, ასევე ფინანსური. აქედან გამომდინარე, 2019 წლის ნოემბერში ჩვენ შევქმენით გაფართოებული ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებდა როგორც ადგილობრივი, საერთაშორისო ექსპერტები, ასევე პაციენტთა ჯგუფები, სადაც ჩვენ შევინარჩუნეთ სწორედ ის ცვლილება, რაც გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ცვლილება ეხება მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე მიდგომებით და ძალიან ეფექტური გამოსავლებით, სწორედ მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის.

დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და უწევდათ ჯიბიდან გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდში დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, რვა ათასი ლარი არის ის თანხა, რომელიც საჭიროა პროგრამის სრულად შესრულებისთვის.

„სწორედ აქედან გამომდინარე, პროგრამაში თითოეულ პაციენტზე დამატებით ანაზღაურება გამოვყავით რვა ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა მინისტრმა.

წყარო: პირველი არხი 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია