მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით მესხიშვილი - გვყავს საზოგადოება, რომელიც შეეგუა და მიიჩნევს, რომ „ავარიაში გარდაიცვალა“ ეს ცხოვრების ნორმაა - 24 აგვისტო 2020

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, ფეისბუქის გვერდზე წერს:

- შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ავტოკატასტროფის შედეგად 17 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას, არ არსებობს სიტყვები რითაც შეიძლება ამ ტრაგედიის შემსუბუქება.

დიდი ხანია ამ ქვეყანაში მოშლილია საგზაო უსაფრთხოება. მასზე პასუხისმგებელი უწყებაც კი არ არსებობს და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა განესაზღვრათ ასეთი სტრუქტურა, ყურიც კი არავის შეუბერტყია. არ ინერგება ევროდირექტივები, არ არსებობს მონიტორინგის სისტემა, არ ხდება "შავი წერტილების" აღმოფხვრა, კანონის აღსრულება უსუსტესია და ..

და რა გვაქვს შედეგად? ყოველწლიურად 500 გარდაცვლილი და 10 000-მდე დასახიჩრებული ადამიანი! დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს! მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება 30 წლის განმავლობაში ყველა სტიქიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას.

იღუპებიან ბავშვები, ქალები, ჯანღონით სავსე ახალგაზრდები და როგორ რეაგირებს სახელმწიფო ტრაგედიებზე?!

გვაქვს უფუნქციო სახელმწიფო სტრუქტურები თავისი თანამდებობის პირებით, რომლებიც ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ ყოველ წელს 500 დაღუპულზე და ათასობით დასახიჩრებულ ადამიანზე. და ბოლოს, გვყავს საზოგადოება, რომელიც შეეგუა და მიიჩნევს, რომ "ავარიაში გარდაიცვალა" ეს ცხოვრების ნორმაა, უბრალოდ უბედური შემთხვევაა და ყოველთვის შეიძლება მოხდეს. ზუსტად ამ დამოკიდებულების გამო გვაქვს კატასტროფული სურათი! - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია