მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძე - 11,5 კმ გზაზე ორას მილიონ ლარამდე ნასესხები ფული დაიხარჯა და საკმაოდ ბევრიც მოტეხეს - 24 აგვისტო 2020

ხაშურის შემოვლითი გზის გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი (ნაციონალური მოძრაობა) რომან გოცირიძე ფეისბუქის გვერდზე წერს:

- ამ ესემესებშიაც რომ ბიუჯეტის ფულს ფლანგავენ!

მთავრობამ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგვახარა, ხაშურის შემოვლითი გზა გავხსენითო. გზის ეს მონაკვეთი (ბოლომდე არცაა დასრულებული) კარგა ხნით ადრე უნდა ყოფილიყო დამთავრებული. მათივე გეგმით, 2020 წლის ბოლომდე მთლიანად უნდა ყოფილიყო ასევე დამთავრებული რიკოთის გზა (მხოლოდ ახლა დაიწყეს და 4-5 წელიწადი მოუნდება ამათი ტემპით), ასევე მიმდინარე წლის ბოლოს უნდა შემოსულიყო ანაკლიაში პირველი გემი.

ამ  11,5 ( ცამეტიდან) კილომეტრი გზის გახსნით, რომელზეც ორას მილიონ ლარამდე  ნასესხები ფული დაიხარჯა და საკმაოდ ბევრიც მოტეხეს, წინასაარჩევნოდ იწონებენ თავს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რვა წელიწადში გზებში 9 მილიარდ ლარს ხარჯავს. ეტყობა კი ეს გზებს? - აღნიშნავს რომან გოცირიძე.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება. შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია