მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით მესხიშვილი - საქართველოში მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა ხდება სატვირთო და არა სამგზავრო მიკროავტუბუსებით - 25 აგვისტო 2020

შატილის გზაზე ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, ფეისბუქის გვერდზე მორიგ დამაფიქრებელ პოზიციას აქვეყნებს:

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი!

მიკროავტობუსი ინსპექტირებაზე გამოცხადდა 2020 წლის 13 იანვარს, ინსპექტირების გავლა უწევდა 13 ივლისს  და როგორც უკვე იცით არ გამოცხადდა. 13 იანვრის ფოტოზე თქვენ ხედავთ ავტოკატასტროფაში მონაწილე მიკროავტობუსის სავარძლების რაოდენობას ინსპექტირების დროს, რომლის ქარხნული სტანდარტია 15+1 დასაჯდომი ადგილი. აქ ჩანს 13 ადგილი, ამას ემატება წინა 3 სამი ადგილიც, სულ 16. ანუ ინსპექტირებისას ყველაფერი ნორმაშია! ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?

გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, მიკროავტობუსები ინსპექტირების გავლის მიზნით, ხსნიან მანამდე კუსტარულად დამონტაჟებულ დამატებით სავარძლებს და ინსპექტირების გავლის შემდეგ ისევ ამატებენ სკამებს, რითაც საფრთხეს უქმნიან მგზავრების სიცოცხლეს! ამას აკეთებს მიკროავტობუსების მძღოლების უმრავლესობა! სად არის ამ დროს სახელმწიფო?

ეს იცის ყველამ! პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებმა. ეს კარგად მოეხსენებათ მათ, ვინც კანონებს წერს და ვისი პასუხისმგებლობაცაა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა. ეს იციან პოლიციაშიც! ეს იციან მათაც, ვისი კომპეტენციაცაა ევროდირექტივების დანერგვა! ეს იციან ავტოსადგურებმა და მათმა ზედამხედველმა სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროდან. აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ 21- საუკუნის საქართველოში მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა ხდება სატვირთო და არა სამგზავრო მიკროავტუბუსებით! - აღნიშნავს მესხიშვილი.

საქართველოში გლოვის დღეა. 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი გუშინ მოაწერა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია