მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნონა ხიდეშელი - აქ ბავშვზე ყველგან ძალადობენ, სახლში, ეზოში, სკოლაში და ამას ეძახიან აღზრდას - 25 აგვისტო 2020

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი ფეისბუქის გვერდზე წერს:

- დიახ, ეს  სახეა ამ საზოგადოების. ყველას  განმსჯელებსა  და  განმკითხველებს, სინამდვილეში  სულ ფეხზე კიდიათ  მტერი თუ  მოყვარე,  არავის არავინ  აღელვებს  რეალურად;  ბავშვზე  ძალადობა აქ  დიახაც  ნორმაა,  რა გაიგეთ  ახალი,  აქ ბავშვზე ყველგან  ძალადობენ, სახლში, ეზოში, სკოლაში და ამას  ეძახიან  აღზრდას...

ფსიქოლოგიური  ძალადობა  არავის  უკვირს. ასეთ საზოგადოებაში  სუსტი  მუდამ  დაჩაგრულია, გათელილი,  აქ  სხვისი  ამბავი  იმდენად აღელვებთ, რამდენადაც  საქილიკო  და  სასეირო  ამბები  სჭირდებათ.

შეუძლებელია  ასეთი  ცნობიერებით თავი პირუტყვზე  მაღლა ასწიო, ეს  ერთადერთი  რეალობაა  და ამ რეალობას  ჩვენ ვქმნით.

P.S. დარწმუნებული  ვარ სახლი  ყველას სავსე  ექნება ხატებითა  და სანთლებით, - ამბობს  ნონა ხიდეშელი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია