მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 29 აგვისტო 2020

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1462 შემთხვევაა დადასტურებული.

არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და კვლავ 1196- შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.

როგორც ამირან გამყრელიძემ პირველ არხს განუცხადა, როდესაც იქნება დამტკიცებული ვაქცინა, პირველ ეტაპზე, მოსახლეობის 10-დან 20 პროცენტამდე რაოდენობისთვის საჭირო ვაქცინის მიღებაზე კეთდება განაცხადი.

დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები და მიმდინარეობს შესაბამისი განაცხადის გაკეთება. არსებობს ასეთივაქცინების გლობალური ალიანსი, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. არის ერთიანი პლატფორმა, რომლითაც ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ვაქცინა, როცა მას ევროპული თუ ამერიკული მარეგულირებელი დაამტკიცებს.

საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დავალებები მისცა უწყებებს. უკვე განაცხადი კეთდება საქართველოს მიერ და დიდი იმედი გვაქვს, როდესაც გახდება ხელმისაწვდომი, საქართველოს ექნება ვაქცინა. ლაპარაკია პირველ ეტაპზე მოსახლეობის 10-დან 20 პროცენტის მოცვაზე. ეს არის დაახლოებით 400 000-დან 700 000-მდე ადამიანი. განაცხადი კეთდება დაახლოებით ასეთ მოცულობაზე“, – განცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის არსებობაში ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, თავშეკავებულად მოვუწოდებდი, მეტად გაეცნონ ლიტერატურას, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ.

მისი თქმით, დიდი ალბათობით ვაქცინა წლის ბოლომდე ვერ იქნება დამტკიცებული.

მოგეხსენებათ, 25 მილიონს მიუახლოვდა ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ 800 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა უკვე ამ ინფექციას და ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს შემთხვევათა მატება. დღესაც სადღაც 270 000-მდე იყო ახალი შემთხვევების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ შემსუბუქდა დაავადების სიმძიმე და ჭარბობს ბევრად მსუბუქი შემთხვევები მძიმეს და კრიტიკულს, რაოდენობა არ იკლებს.

ვაქცინა წლის ბოლომდე დიდი ალბათობით ვერ იქნება დამტკიცებული, ამიტომ ისევ და ისევ რჩება ეს შემზღუდავი ღონისძიებები და დისტანცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შემსუბუქების პოლიტიკის პერიოდში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ შემთხვევების ზრდა იყოს, თუმცა მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება მართვადია.

არ მგონია, რომ ეს იყოს დრამატული, რადგან ჩვენთან ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია მართვადია სრულად და კონტროლს ექვემდებარება. როგორც ხედავთ ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს უმრავლესად ერთნიშნა რიცხვები, დღესაც გვაქვს რვა ახალი შემთხვევა, მაქსიმუმ არის 20-მდე შემთხვევა, ეს პროგნოზირებადი იყო და მოსალოდნელი, რომ იქნებოდა.

სერიოზული გამოწვევაა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყება. ამიტომ, იქ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შემუშავებულია, დაცული უნდა იყოს. ეს არის პირველ რიგში ნიღბის ტარება, იქ, სადაც აუცილებელია, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა, საკლასო ოთახების დამუშავება , მოსწავლეების პირადი ჰიგიენა და დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ დაცვა ის წესები, რაც დადგენილია, ისიცსასწავლო ოთახში რამდენი ბავშვი უნდა იყოს.

ზოგადად შემოდგომაზე, სექტემბერში ნაკლებად, თუმცა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია გაციების პერიოდი და რესპირაციული ინფექციების თანდართვა. შესაბამისად, ის პროფილაქტიკური ღონისძიებები, რა კორონავირუსზე ვრცელდება, ყველა რესპირაციულ ინფექციაზეცაა და ეს მოსახლეობამ უნდა დაიცვას.

ვატყობთ, რომ მოეშვა გარკვეულად მოსახლეობა, ჰგონიათ, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია. არ დაგვიმარცხებია, კორონა ჩვენთან არის, როგორც ხედავთ, ყოველდღიური შემთხვევები არის და ვუყურებთ, რომ ევროპაში შემთხვევების სერიოზული ზრდა ფიქსირდება. გახსნილია საზღვარი გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბალტიისპირეთთან, მიმოსვლა გაზრდილია, მობილობა მეტია.

ამიტომ, მეტი სიფრთხილე გვმართებს და რეგულაციების მეტად დაცვა. აქედან ყველაზე მთავარი დამცავი საშუალება მაინც გახლავთ პირბადე, ასევე, ნებისმიერი ტემპერატურის მომატებისას ან სიმპტომების არსებობისას პირდაპირ მიმართვა 112-ში და ექიმთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობა გრიპის სეზონს აცრილი დახვდეს.

სახელმწიფოს აქვს ნაყიდი დაახლოებით 135 000 დოზა გრიპის ვაქცინა, რომელიც ჩვენთან ოქტომბრის პირველ ნახევარში შემოვა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ გავზარდოთ თუ არის შესაძლებელი, რადგან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა გრიპის ვაქცინაზე. ასევე, კერძო სექტორი შემოიტანს და სახელმწიფო აცრის რისკჯგუფებს. ამიტომ, ეს ორგანიზებულად დაიწყება ოქტომბერში“, – განცხადა „პირველ არხს“ გამყრელიძემ.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია