მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხატია დეკანოიძე - სუს-ი, როგორც რეპრესიული ინსტიტუტი, უნდა გაუქმდეს - 30 აგვისტო 2020

სხვადასხვა პილიტიკურმა პარტიამ, მათ შორის კონკურენტებმა სხვადასხვა ოლქში შევძელით ერთ პლატფორმაზე გვესაუბრა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ბორჯომში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა იმაზე, რომ სუს- უნდა გაუქმდეს, მის ბაზაზე კი ანტიკორუფციული ბიურო და კონტრდაზვერვა შეიქმნას.

ყველაზე მნიშვნელივანი იყო, რომ სხვადასხვა პილიტიკურმა პარტიამ, მათ შორის კონკურენტებმა სხვადასხვა ოლქში შევძელით ერთ პლატფორმაზე გვესაუბრა, უმნიშვნელოვანეს პრინციპებე სახელმწიფო მოწყობისა და განვითარების.

ყველა პოლიტიკური პარტია, პრაქტიკულად, შეთანხმდა იმაზე, რომ სუს-, როგორც რეპრესიული ინსტიტუტი, უნდა გაუქმდეს, მის ბაზაზე უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული ბიურო და კონტრდაზვერვა.

შსს აღარ უნდა იყოს რეპრესიული ინსტიტუტი და მინსტრს უნდა ჩამოერთვას ოპერატიული სამძებრო ფუნქციების განხორციელება, აღარ უნდა ერეოდეს ის სამხრეებიანი პოლიციელი ოფიცრების გადაწყვეტილებაში.

შევთანხმდით იმაზე, რომ პროკურატურის რეფორმირება უნდა განხორციელდეს და აღარ უნდა აიყოს სხელმწიფო ბრალდება, როგორც რეპრესიული ინსტიტუტი.

ძალიან პრინციპული იყო ასევე შერიფების არჩევის შემოღება და მიხარია, რომ ამ ნაწილში, „ნაციონალური მოძრაობისბევრი ინიციატივა იქნა გათვალისწინებული. მრავალფეროვანი სპექტრი მთავარ პრიციპებზე ვთანხმდებით.

ჩვენ ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ სექტემბერში. რამდენიმეპარტიამ ითხოვა, რომ შიდა კონსულტაციები გაიაროს, მათ შორისლელომ“, თუმცა იმედი გვაქვს, შემოგვიერთდებიან, რადგან პრინციპული თანხმობა არაებობს. ეს არის სწორედ ის დრო, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ პარლამენტში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული მართლმსაჯულების საკითხზეშევთანხმდით, რა უნდა ვუყოთ სუს-, შსს-, პროკურატურას, რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს, – ამის შესახებგირჩისლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბორჯომში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმება ასევე შედგა იმაზე, რომ კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები სახელმწიფო რეგულირებისგან გათავისუფლდებიან.

ამ შეხვედრების მიზანი არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მოხდეს შეთანხმება პრინციპულ საკითხებზე, იდეებზე, ხედვებზე, რომელთა გატარებაც ჩვენ გვინდა არჩევნების შემდეგ ოპოზიციის გამარჯვების შედეგად.

დღევანდელ შეხვედრაზე პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული მართლმსაჯულების საკითხზეშევთანხმდით, რა უნდა ვუყოთ სუს-, შსს-, პროკურატურას, რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს.

გარდა ამისა, პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული ფუნდამენტურ ეკონომიკურ საკითხებზე. ორ ძირითად რეფორმაზე შევთანხმდით.

ერთი ესაა სახელმწიფოს ხელშია ბოლშევიკების დროს წართმეული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება, ესაა ტყეები, მიწები, უძრავი ქონება.

შევთანხმდით ასევე მთავრობის ზომის და ბიუროკრატიის შემცირებაზე, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 20 პროცენტამდე შემცირებაზე.

შეთანხმება ასევე შედგა იმაზე, რომ კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები გათავისუფლდებიან სახელმწიფო რეგულირებისგან. ამ საკითხებზე პრინციპული შეთანხმება არის.

პარტიების ნაწილი, „გირჩისჩათვლით, მზად იყო დღესვე გაეფორმებინა ამ თემებზე ხელმოწერები, თუმცა პარტიების ნაწილს სჭირდება შიდა კონსულტაციები, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება. უკვე მალე ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერთ ალბათ, ალბათ თბილისში“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პოლიტიკური ორგანიზაციაგირჩისინიციატივით დაენდიაისორგანიზებით ბორჯომში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრები იმართება, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია