მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„თბილისის მიკროავტობუსი“ – მგზავრი, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალებას დატოვებს - 02 სექტემბერი 2020

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლს ექნება უფლება, მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.

„თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ მსოფლიოში „კოვიდ -19“-ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე, კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას.  ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დღის განმავლობაში დედაქალაქში მოძრაობს, ყოველდღიურად გადის დეზინფექციას.

„თბილისის მიკროავტობუსი“ კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ქვეყანაში 38 ახალი ინფიცირებული გვყავს, ამიტომ შესაბამის სამსახურებს მინდა დავავალო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად გაკონტროლდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერიის შენობაში და ყველა სხვა დაწესებულებაში აუცილებელია პირბადეებით გადაადგილება.

ამასთან, კალაძემ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად მოხდეს ადამიანების დისტანციურ რეჟიმში მუშაობა.

„მერიის შესაბამის სამსახურებს მოვუწოდებ, შეძლებისდაგვარად მოხდეს ადამიანების დისტანციურ რეჟიმში მუშაობა. ეს ყველაფერი დავტოვოთ ძალაში, აუცილებელია მერიასა და ყველა სხვა დაწესებულებაში პირბადეებით გადაადგილება.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მინდა შესაბამის სამსახურებს დავავალო, ეს რეკომენდაციები, რაც არის მიღებული, გაკონტროლდეს. მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით მოხდეს. მაქსიმალურად დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია