მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"თუ ხელისუფლებამ 40%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მეორე ტურების წინ კიტრი გაძვირდება" - 07 სექტემბერი 2020

- სავარაუდოდ უმრავლეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურები იქნება. შესაბამისად, თუ ხელისუფლებამ პროპორციულ ნაწილში 40%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მეორე ტურების წინ კიტრი გაძვირდება... - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე მოქმედი საარჩევნო სისტემის გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას:

- აჰა, დავდექით ახალი რეალობის პირისპირ. მთლად პროპორციულ სისტემაზე ვერ გადავედით, მაგრამ აქეთკენ ნაბიჯი გადაიდგა.

მე არ ვიყავი ამ ეტაპზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრე, რადგან ეს სისტემა გაცილებით მაღალ ხარისხს გულისხმობს დემოკრატიის და, ამავე დროს, ძლიერი პარტიების არსებობას, რაც ჩვენს სინამდვილეში ასევე გამორიცხულია.

ისევ ის 50/50-ზე სჯობდა და ბევრ ოლქს ბიზნესმენი-ფეოდალები რომ იგებდნენ გამუდმებით, ამის დაძლევა რეალური იყო უმარტივესი მეთოდებითა და საშუალებებით.

რახან გადავედით ახალ სისტემაზე, ახლა ახალი საფრთხის წინაშე ვართ - ვერც ერთი პარტია, „ქართული ოცნების“ ჩათვლით შესაძლოა, ვერ დააკომპლექტებს მთავრობას; მმართველი ძალა კოალიციის შექმნასაც ვერ მოახერხებს, თუ 50%-ზე ნაკლები მოაგროვა, რადგან არცერთი 5%-ზე მეტ რეიტინგიანი პარტია მასთან კოალიციის შექმნას არ აპირებს.

და მაშინ გვექნება უმთავრობობის ხანა, რაც ტერიტორიებდაკარგული და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის საარსებო საფრთხის შემცველი იქნება, - აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია