მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი - 09 სექტემბერი 2020

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდი stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 773 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 325-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

საკმაოდ დაძაბულია ვითარება ევროპის რეგიონში, დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა. მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია უკან არ იხევს. უმრავლეს ქვეყნებში, ადგილი აქვს ყოველდღიურ შემთხვევათა ზრდას, რომელიც მერყეობს 200-დან 250 ათასამდე. ზოგიერთ დღეს ყოველდღიური შემთხვევები 300 ათასამდე ავიდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა „კოვიდ-19“-ის სტატისტიკაზე გლობალურად, რეგიონში და საქართველოში.

„საკმაოდ დაძაბულია ვითარება ევროპის რეგიონში. დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა, განსაკუთრებით ესპანეთში, საფრანგეთში და იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც.

სერიოზული ზრდა გახლავთ უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე ჩვენს უშუალო მეზობლებში.

რა თქმა უნდა, მათთან შედარებით, ამ ეტაპზე, საქართველო რჩება, ისევ და ისევ, ოაზისად, რამეთუ ჩვენთან საერთო შემთხვევათა რაოდენობა შედარებით მცირე გახლავთ.

მაგრამ ძალიან საყურადღებოა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მოეშვა. ჩვენ გარკვეულად შევიქმენით ილუზია, რადგან ყველაზე უკეთესად გამოვიყურებით რეგიონში, რომ საქართველოში თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ამაზე ვპასუხობთ, რომ არა.

ცალკეულ, ერთ აღებულ ქვეყანაში, არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის დამარცხება, ეს გახლავთ გლობალური პრობლემა და ამას, მთელი სამყარო, ერთიანად გადაწყვეტს და ამას დაჭირდება სულ მცირე ერთი წელი, წელიწად ნახევარი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია