მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„მე მიყვარდა ბავშვები“ - 15 სექტემბერი 2020

ფეისბუქმომხმარებელი თამუნა ნადირაშვილი ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

ერთხელ, ერთიერთი ამერიკული კოლეჯის პროფესორმა სოციოლოგიის ჯგუფის სტუდენტებს შესთავაზა მოენახულებინათ ქალაქის ღატაკთა თავშესაფრები და შეეგროვებინათ ინფორმაცია ბავშვებზე, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ. მან სთხოვა სტუდენტებს, შეეფასებინათ თითოეული მათგანის სამომავლო შანსები. საერთო ჯამში ინფორმაცია შეგროვდა სხვადასხვა ასაკის 200 ბავშვზე. ყოველი მათგანის ცხოვრების პირობების შესწავლის შემდეგ სტუდენტები ამბობდნენ თითქმის ერთი და იგივეს: მას არა აქვს არანაირი შანსი.

25 წლის შემდეგ იმავე კოლეჯის სხვა პროფესორმა შემთხვევით აღმოაჩინა ამ გამოკვლევის შედეგები და გადაწყვიტა, გაეგრძელებინა ეს პროექტი. მან დაავალა სტუდენტებს, მოეკვლიათ ცნობები ამ 200 ბავშვის შესახებ.

სტუდენტებმა შეძლეს ინფორმაციის მოძიება 180 ბავშვზე (დანარჩენი 20-დან ზოგი გარდაიცვალა, ზოგმა კი ადრევე დატოვა თავშესაფარი და მათი კვალი დაიკარგა).

აღმოჩნდა, რომ ამ 180 ბავშვიდან 176 წარმატებული ადამიანი გახდა. ისინი იყვნენ წარმატებულნი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: იურისპრუდენცია, მედიცინა, ბიზნესი, პოლიტიკა და ..

პროფესორი გააოგნა ასეთმა შედეგმა. მან გადაწყვიტა გამოეკვლია ასეთი საოცარი შედეგების მიზეზები. ის სათითაოდ დაუკავშირდა თითოეულ მათგანს და დაუსვა შეკითხვა:

რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?

პასუხებმა პროფესორი კიდევ უფრო გააოცა.

ეს ჩემი მასწავლებლის დამსახურებააამბობდნენ ისინი და ყველა ერთი და იმავე მასწავლებელს ასახელებდა.

პროფესორმა გადაწყვიტა მოენახულებინა ეს მასწავლებელი. ის უკვე ხანში შესული, მაგრამ მაინც საკმაოდ ენერგიული და სიმპათიური ქალი აღმოჩნდა.

პროფესორმა აუხსნა თავისი მოსვლის მიზეზი და ჰკითხა:

მითხარით თუ შეიძლება, რა მაგიური ფორმულა გქონდათ ასეთი, როგორ შეძელით ამ საშინელ პირობებში მცხოვრებ ბავშვებზე ისეთი კეთილისმყოფელი გავლენა მოგეხდინათ, რომ გამოგეყვანათ ისინი ღარიბთა თავშესაფრებიდან და გექციათ წარმატებულ ადამიანებად?

მასწავლებელს სახე ღიმილმა გაუნათა:

  ძალზე მარტივად, – უპასუხა მან, – მე მიყვარდა ეს ბავშვები!”

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია