მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლელო - სუს-ის მიერ მაჟორიტარი კანდიდატების თვალთვალი და დევნა ჩვეული მოვლენა გახდა - 16 სექტემბერი 2020

 

ლელოს მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც წინასაარჩევნოდ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს.

ლელოს ლიდერების თქმით, „ქართულ ოცნებასოპოზიციური პარტიის გაძლიერება აშინებს და მიმართავს თვალთვალის, დაშინებისა და შანტაჟის გზებს.

პარტიაში ხმამაღლა საუბრობენ და ფაქტებს ასაჯაროებენ იმ ავტომობილებზე, რომლებიცლელოსწევრებს ბოლო დროის განმავლობაში უთვალთვალებენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აცხადებს, „ლელოსსამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის შტაბმა დააფიქსირა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - II252HH. ხოლო უშუალოდ ბუაძეზე თვალთვალს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - AA055EE ახორციელებს.

ლელოსმთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დღეს უკვე ცხადად ჩანს, თუ როგორ ეშინია ქართულ ოცნებასლელოსგაძლიერების, ეშინია ჩვენი მაჟორიტარების, ეშინია ჩვენი საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარების.

ხელისუფლების მხრიდან ლელოს საარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლის ფაქტები და სუს-ის მიერ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების რეგულარული თვალთვალი და დევნა - მათი შეხვედრებისას და გადაადგილებისას გახდა ჩვეული მოვლენა.

მინდა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას და ყველა ჩვენს თანამებრძოლს ბოლომდე დავიცავთ ყველა სამართლებრივი გზით! საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის, "ლელო საქართველოსთვის" აწარმოებს მასშტაბურ საარჩევნო კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიის ლიდერები ყოველდღიურად ხვდებიან ამომრჩეველს სხვადასხვა ფორმატში და იმყოფებიან ველზე, რათა ლელოსმარშალის გეგმა“ - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა მიიტანონ თითოეულ ამომრჩევლამდე.

ცხადია, ეს ყველაფერი უკიდურესად აშინებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და მათი მთელი ყურადღება არის მომართული ჩვენთვის ხელის შეშლაზე. ტროლების ფაბრიკისა და ადმინისტრაციული რესურსის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებამ უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია,“-აცხადებს საბა ბუაძე.

მისივე განმარტებით, მისასალმებელია, როდესაც ოპოზიციის მიერ გამართულ ღონისძიებასა და შეხვედრებზე  პატრულის ფორმიანი თანამშრომლები იცავდნენ წესრიგს, მაგრამ ყოვლად ვგმობთ ამ თვალთვალს, რომელსაც ეწევიან უფორმო შავებში გამოწყობილი ადამიანები.

საბა ბუაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, ლაშა გვასალიას მიერ სოციალური ქსელის საშუალებით პარტიის წევრ ქალ  მხარდამჭერებზე ზეწოლასა და ბულინგსაც შეეხო, როდესაცლელოსწევრს გვასალია პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა. ბუაძემ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ დაგმო.

აგრეთვე აქტიურად ხორციელდება ზეწოლა კერძო ბიზნესის გამოყენებით ბოლნისის ოლქში, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი და თანამებრძოლი, ალახვერდი ფოლადოვი, რომელიც მუშაობდა სოფელ ფარიზში, ვაშლის ბაღში დაცვის თანამშრომლად, გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან მისმა დამსაქმებელმა მოსთხოვა, რომ დაეტოვებინა ლელო და გადასულიყო "ქართულ ოცნებაში", წინააღმდეგ შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან.

ასეთი ფაქტები კიდევ არის უამრავი და სამწუხაროდ, საათობრივად მოგვდის ინფორმაცია კიდევ ახალ და ახალ ზეწოლისა და დაშინების ფაქტების შესახებ. ეს სამწუხარო ფაქტები ნათლად ასახავენ იმ რეალობას, რაც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა და იმ არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს, რომელშიც ვიმყოფებით. 

უნდა ითქვას, რომლელოერთ-ერთი მთავარი სამიზნეა სახელისუფლებო შეტევის. ამას ალბათ ჩვენი წარმატებული კამპანია განაპირობებს. მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, თქვენი უსაქციელობა მხოლოდ თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ჩვენი მხარდამჭერები და თანამებრძოლები კი არ გატყდებიან, რადგან მათ ბოლომდე დავიცავთ,“- განაცხადა საბა ბუაძემ.

ბრიფინგის მსვლელობისას საზოგადოებასლელოსერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმაც მიმართა. მისი თქმითქართული ოცნებისმთავარი ამოცანალელოსშანტაჟი და თვალთვალია, რადგან მათ არჩევნებამდე სხვა გზა არ დარჩათ.

მინდა მივმართოქართულ ოცნებასრომ ეს არის მათი ბოლო ცდა, რომ მოეპოტინოს ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან 31 ოქტომბერს მოსახლეობა ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ მმართველობას დაასრულებს,“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

პარტია "ლელოს" ბრალდებას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პასუხობს. ის ამბობს, რომ "ლელო" ასეთი "არარსებული საკითხებით ცდილობს აქტუალიზაციას", რადგან მათ საზოგადოების ყურადღება და მხარდაჭერა არ აქვთ.

"ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოებისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, საკუთარ თვითაქტუალიზაციას, რაღაც ამბების მოგონებითა და დადგმით ცდილობენ. ამასთან, ისინი ფიქრობენ რომ თუ საუბარს ასეთ საკითხებზე გადავიტანთ ისინი ამით აქტუალიზაციას შეძლებენ. იმდენად უინტერესო საარჩევნო კამპანია აქვთ, რომ ამით ცდილობენ ისინი ტელეეკრანებთან გამოჩნდნენ," - აღნიშნავს „რუსთავი 2-თან“ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია