მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იაგო კაჭკაჭიშვილი - თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავიდა, ის უბრალოდ დაიშლება, რადგან ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა - 24 სექტემბერი 2020

მაქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს პოლიტიკა, პოლიტიკური საქმიანობა მისი საყვარელი საქმიანობების მიღმაა, – განაცხადა სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

ეს მას თავადაც უთქვამს, რომ პოლიტიკაში ყოფნა დისკომფორტს უქმნის და მართლაც, როცა ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდა, დარწმუნებული ვარ, ეს მისი გულწრფელი გადაწყვეტილება იყო. იმიტომ, რომ არ არის ეს ის საქმიანობა, რომელიც მას ხიბლავს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ წარმოუდგენია.

არავითარ შემთხვევაში. თუ მოხდა ისე, რომქართული ოცნებაოპოზიციაში წავიდა, ვფიქრობ, ის უბრალოდ, დაიშლება. იმიტომ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

შეკითხვაზე, ვის აწყობს საპარლამენტო არჩევნების გადადება, სოციოლოგმა განაცხადა, რომ არჩევნების გადადებაქართულ ოცნებასარავითარ შემთხვევაში არ აწყობს და უფრო მეტად, ოპოზიციას აწყობს.

იმიტომ, რომქართული ოცნებასიტუაციას ვერ გააკონტროლებს და ის კიდევ უფრო მეტად გაექცევა, როგორც ეკონომიკური, ისე პანდემიასთან ბრძოლის წარმატებაც გაქრება და ეს ყველაფერი მასზე ცუდად იმუშავებს. ასე რომ, „ქართულ ოცნებასარჩევნების გადადება არ აწყობს“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილინაციონალური მოძრაობისბორბალში ჯოხის ფუნქციას ასრულებს.

ეს ნამდვილად ასეა. არ ვფიქრობ, რომ მისი ექსცენტრულობა ამ ეტაპზე, ახლა ამომრჩეველს უზრდის. პირიქით, ვფიქრობ, ის ამომრჩეველს კარგავს. ცხადია, ძალიან ორთოდოქს ამომრჩეველს ვერ დაკარგავს. იმიტომ, რომ ასეთი ორთოდოქსი ამომრჩევლისთვის მიშა ცალკე ღირებულებაა, რომელსაც არაფერი გადასინჯავს და მისი რევიზია არასოდეს მოხდება, მაგრამ ყველა პოლიტიკური პარტია და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობაცდილობს, ამომრჩეველი რაღაც გარკვეული პროცენტით გაიმრავლოს და ახლა, მიხეილ სააკაშვილის საქციელინაციონალური მოძრაობისრეიტინგს სულ მცირე, აღმასვლაში არაფრით დაეხმარება“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებსქართული ოცნებისადანაციონალური მოძრაობისსტრატეგიას, როცა ორივე პარტია აცხადებს, რომ არჩევნებზე დიდ მხარდაჭერას მოიპოვებენ და მომავალ პარლამენტში მთავრობას დამოუკიდებლად შექმნიან, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ეს მათი პიარული სვლაა, რომელიც ახლა, ამ ეტაპზე სრულიად წამგებიანია.

პიარი, საზოგადოების წინაშე ნებისმიერი თავის მოწონება, ან რეპრეზენტაცია ყოველთვის შეიცავს ასე ვთქვათ, სიცრუის გარკვეულ დოზას, მაგრამ ამ დოზასაც ხომ გააჩნია?! როდესაც ამ პიარში ჩადებ ისეთ ელემენტს, რომელიც ობიექტურ რეალობას პრინციპულად არის აცდენილი, ასეთი მერე არ მუშაობს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნეგატიურად მუშაობს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომნაციონალური მოძრაობახელისუფლებაში უმრავლესობით მოვა, პრაქტიკულად, ყველა კვლევას არის აცდენილი და ეს მიხეილ სააკაშვილს დანაციონალურ მოძრაობასბუმერანგივით უბრუნდება.

ყველა კვლევა ცხადყოფს, რომნაციონალური მოძრაობისრეიტინგი 10-დან 16%-ის ფარგლებში მერყეობს და როდესაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომნაციონალური მოძრაობახელისუფლებაში აუცილებლად უმრავლესობით მოვა, ეს კვლევებს არაფრით შეესაბამება. ეს ისეთი პიარული სვლაა, ისეთი სიცრუით გაჯერებული, რომ ის სააკაშვილს დანაციონალურ მოძრაობასბუმერანგივით უბრუნდება“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

როგორც სოციოლოგმა აღნიშნა, იგივეს თქმა შეიძლებაქართულ ოცნებაზე“.

ქართული ოცნებასნაცვლად იმისა, თავი მოჰქონდეს იმით, რომ ის მაინც ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ველზე ყველაზე დაწინაურებული პარტიაა, ისიც ასევე 55, 60 ან 60-ზე მეტი პროცენტით აპელირებს. აქაც, სიცრუის დოზა დასაშვებზე მეტია და ესეც არ მუშაობსქართული ოცნებისთვისსასარგებლოდ“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამომრჩეველი შეიძლება მდორედ, მაგრამ მაინც აკვირდება პოლიტიკური პარტიების ტრაექტორიას, მათ ლიდერთა რიტორიკას და თუ დიდ გადამლაშებას აქვს ადგილი, რაც სახეზეა, ის ამ პოლიტიკურ ძალებს და ლიდერებს სჯის.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია