მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამირან გამყრელიძე - ახალი შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად 200-დან 500-ის ფარგლებში იქნება, მთავარია იყოს მართვადი - 28 სექტემბერი 2020

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი, ხოლო ვირუსისგან 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება.

კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთ კი თბილისში გარდაიცვალა. სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 054-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 31 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობის ფონზე საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აჭარაში.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად 200-დან 500-ის ფარგლებში იქნება, თუმცა მთავარია, იყოს მართვადი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება სრულად მართვადია და პაციენტებს შესაბამისი დახმარება ეწევათ.

„სამწუხაროდ, გვაქვს 31 გარდაცვალება. ქვეყანაში სიკვდილიანობის მთლიანი პროცენტი არის 0.56, ერთ-ერთი ყევალზე დაბალი მაჩვენებლი გვაქვს ევროპაში.

მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა, შესაბამისად მოიმატებდა საშუალო და მძიმე, მათ შორის კრიტიკული შემთხვევები, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, მედიცინაში ეს ხდება, თუმცა შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროცენტი. ჯერჯერობით აჭარა რჩება ყველაზე ცხელ წერტილად. ანუ, ხდება კონცენტრირება ინფექციის დიდი ნაწილის, ეს მერყეობს 60-დან 75 პროცენტამდე სხვადასხვა დღეს.

დღეისთვის აჭარაში სტანციონარებში არის 502, კოვიდ-სასტუმროებში 998, ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშ 600-მდე ინფიცირებული. პროგნოზირებადი იყო, რომ ჩვენ შემოდგომაზე, ზაფხულის სეზონის შემდეგ გვექნებოდა ზრდა და რომ ეს ყველაფერი დაიწყებოდა აჭარიდან.

ამავე დროს, უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველო გადავიდა იმ მოდელზე, როცა აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა, ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სახლში მკურნალობა.

„იმ ოჯახებში, სადაც არის მრავალი წევრი და იზოლირება ვერ ხორციელდება, ამ ადამიანებისთვის ჩავრთეთ ე.წ. შუალედური რგოლი, კოვიდ-სასტუმროები, სადაც უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები გადიან ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობას“, – განაცხადა გამყრელიძემ (წყარო - პირველი არხი).

2020 წლის 23 მარტი. მარნეულში ერთ ადამიანს კორონავირუსი გამოუვლინდა. მას შეხება ჰქონდა სხვებთან. მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა.

2020 წლის 28 სექტემბერი. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამოვლინდა ინფიცირებულთა სარეკორდო რაოდენა. ვირუსი ერთბაშ  298 კაცს დაუდგინდა.

საქართველოს ხელისუფლება ამბობს, გაგებით მოვეკიდოთ, საგანგაშო არაფერი ხდებაო.

ამოცანა გვეკითხება: როდის იყო ხელისუფლება მართალი, მაშინ თუ ახლა?“, - წერს პარლამენტარი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია