მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში - 01 ოქტომბერი 2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის პირველ გიმნაზიასა და ახალაშენებულ 220-ე საჯარო სკოლას ეწვია, მინისტრმა  მოსწავლეებს საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება პირადად მიულოცა.

მინდა, მთელი გულით მივულოცო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დღეს დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში და სკოლის გარემოში გააგრძელეს სწავლის პროცესი. სასწავლო პროცესისთვის სასკოლო გარემო არის ბუნებრივი გარემო. ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში. ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები, რათა ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მთელი აჭარის ტერიტორიაზე გრძელდება.

შრომის ინსპექტირების სამსახურმა 3 000-მდე სკოლა შეამოწმა და მათი 99 პროცენტი პირველი შემოწმებისთანავე მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სკოლებში ეპიდემიური ხარისხის კონტროლი მაღალია.

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს განსაკუთრებით სჭირდებათ საკლასო ოთახში განათლება და სწორედ ამიტომ ბავშვის ყველაზე საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, ეპიდემიური რისკების შეფასებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დავუშვათ საკლასო სწავლება.

ზოგადად, სკოლების მზაობა მაღალია, შრომის ინსპექტირების სამსახურმა ადგილზე შეამოწმა 3 000-მდე სკოლა და მათი 99 პროცენტი პირველი შემოწმებისთანავე მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევაში მათ დამატებითი რეკომენდაციები მიეცათ. ამდენად, ეპიდემიური ხარისხის კონტროლი სკოლებში მაღალია.

აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყებისთვის დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე.

შემთხვევების რაოდენობის ზრდას დავაკვირდებით და შემდეგ შეგვიძლია, თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახში სწავლის განახლებაზე. მაღალ კალსებში სასკოლო სწავლების განახლება დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სურათზე. უნდა დავაკვირდეთ, ეპიდემიოლოგიური კუთხით რა ეფექტი ექნება მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლის განახლებას სკოლებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია