მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყველაფრის გადაფარვა სისულელით, რასაც სამი წლის ბავშვი არ დაიჯერებს - მიხეილ სააკაშვილი - 08 ოქტომბერი 2020

ის, რასაც ახლა უკეთებენ ივერი მელაშვილს და სხვა ადამიანებს, არის მცდელობა გადაფარონ ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში.

სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, ქვეყნის ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა - ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც სამი წლის ბავშვი არ დაიჯერებს.

მე მინდა ვუთხრა ჩვენს ღვაწლმოსილ მუშაკს, ბატონ ივერის და მთლიანად საქართველოს - სულ ცოტა კიდევ გაძელით.

ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება და საქართველოში ყველაფერი შეიცვლება.

საქართველო ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყებს წინ მოძრაობას და ვერავინ შეძლებას შექმნას ქაოსი და არეულობა ვერც ქვეყნის შიგნით, და ვერც ჩვენს მეზობლებთან.

საქართველში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა დემოკრატიული გზით და ამას წინ არ დაუდგება არანაირი სიცრუე და მანიპულაცია“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საკთხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებასთან დაკავშირებით.

გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში:

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი.

წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, - წერს გიგი გიგიაძე.

მთავარმა პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეო: 

მიხეილ სააკაშვილი ივერი მელაშვილს: სულ ცოტა კიდევ გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია