მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხალხი მაღალ მატერიებზე არ საუბრობს, შიმშილია ქალაქში, წერტილი - ­ალექსანდრე კობაიძე - 14 ოქტომბერი 2020

Ufleba.ge-მ წარმატებულ ადვოკატს, პარტია „პროგრესული საქართველოს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ალექსანდრე კობაიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა.

- ბატონო ალექსანდრე, საპარლამენტო არჩევნები კარსაა მომდგარი; როგორ აფასებთ წინასაარჩევნო გარემოს, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის ზეწოლა ამომრჩეველზე, თქვენზე, პოლიტიკურ პარტიაზე?

- წინასაარჩევნო გარემო გახლავთ დაძაბული. რაც შეეხება ზეწოლებს, პოლიტიკური ნიშნით დედაჩემი გამოუშვეს სამსახურიდან და ამაზე მეტი ზეწოლა რაღა გვინდა?

- გამარჯვების რა შანსები გაქვთ და  ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?

- სახელისუფლებო და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები.

წინა, საპრეზიდენტ არჩევნებზე იმდენად დაბალი შედეგი აჩვენა პირველ ტურში ,,ქართულმა ოცნებ”, რომ ეალურად კენჭისყრა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო.

დღესაც ისეთი არაკონკურენტუნარიანი მეტოქე მყავს ,,ქართული ოცნებიდან“, სჯობს ,,ქართული ოცნებისმხარდამჭერებმა მე მომცენ ხმა; ისე ვერ დაამარცხებენ ,,ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს.

- თქვენ რას ჰპირდებით ამომრჩეველს და რა არის რუსთავის მოსახლეობის მთავარი გასაჭირი?

- ხალხს შია, აქ დავსვამ წერტილს! სხვა მაღალ მატერიებზე ხალხი არ საუბრობს. შიმშილია ქალაქში.

ვპირდები მათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისეთ საკანონმდებლო აქტებს მივიღებთ, რომ განუხრელად გავზრდით დასაქმების მაჩვენებელს, შევამცირებთ ეკოლოგიურ პრობლემებს და ეკონომიკურ სიდუხჭირეს.   

- დაბოლოს, შეუძლებელია არ შევეხო .. კარტოგრაფების საქმეს, დაკავება უშუალოდ არჩევნების წინ... თქვენ, როგორც იურისტი, რას იტყოდით ამ თეაზე?

- ყველა, ვინც საქართველოს მიწით ვაჭრობს დასაჭერია. თან როგორც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პირებისათვის სასჯელია გასამკაცრებელი.

ისე, მეტი დამაჯერებლობისთვის არჩევნებამდე გაეხსნათ ეს შემზარავი შესაძლო დანაშაულის ფაქტი. ახლა გინდა არ გინდა სხვაგვარი შეფასება გამოიწვია.

ქეთი ხომერიკი  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია