მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
განჯის სარაკეტო დაბომბვებს 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია - აზერბაიჯანული მხარე - 17 ოქტომბერი 2020

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, ქალაქ განჯის სარაკეტო დაბომბვებს 13 ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის დაბომბვის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ომის დანაშაულში სდებს ბრალს.

ბაქოში ამბობენ, რომ განჯა ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით, „სკადითდაიბომბა. სარაკეტო იერიშმა 20-ზე მეტი სახლი გაანადგურა.

მედიის ცნობით, დაბომბვის ადგილებზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ქვეყნის არმიამ ყარაბაღში ქალაქი ფიზული გაათავისუფლა.

ქვეყნის მოსახლეობისადმი მიმართვისას, ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ასევე კონტროლი დაამყარეს ფიზულის რაიონის შვიდ სოფელზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქალაქ განჯაზე სარაკეტო თავდასხმებს ომის დანაშაული უწოდა და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს ბრძოლის ველზე დასჯის, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია