„თუ ოპოზიცია დღევანდელ კვერცხს არ დახარბდა და პარლამენტში არ შევიდა, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს კატასტროფულად წააგებს, მცირე პარტიები კი შედეგს მინიმუმ გაიორმაგებენ.
მგონი, კარგი ინვესტიციაა... მაღალ მატერიებს თავი რომ დავანებოთ და თუნდაც ბიზნესურად შევხედოთ.
* * *
ბიძინას მთავარი პრობლემა ამპარტავნებაა.
მან დაიჯერა, რომ ღმერთია და ყველა მოკვდავი ან მისი მრევლია, ან ერეტიკოსი.
არ დაიტოვა გვერდზე ცოცხალი ადამიანი, ვინც ამ მითოლოგიიდან მიწაზე დააბრუნებდა.
ახლა, რომც გაიფორმოს ძალაუფლება, მისი რელიგია უკვე გაკოტრებულია, ის კი ერთი ჩვეულებრივი, არც თუ გამორჩეული, წვრილმანი, მიწიერი ვნებებით დამძიმებული მოკვდავია“, - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ლელა ჯეჯელავა, პოლიტოლოგი:
„კაცობრიობამ დიდი ხნის წინ გაიარა მონებით ვაჭრობის ეტაპი, ახლა მონები ვაჭრობენ თავისუფალი ადამიანებით!“ - წერს ლელა ჯეჯელავა „ფეისბუქის“ გვერდზე.