მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოპოზიცია რევოლუციურ სცენარზე წავიდა - დავით ზურაბიშვილი - 04 ნოემბერი 2020

რაღაც კრიტიკულს რომ იტყვი და კრიტიკა ადვილია, ალტერნატივად რას გვთავაზობო, რომ შემოგიბრუნებენ. იმ ამბავში:

შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციას ჩემი აზრით უნდა ემოქმედა შემდეგნაირად:

) უნდა მოეთხოვათ ბიულეტენების გადათვლა, რამდენადაც ძალიან მალე გამოვლინდა ბევრი შეუსაბამობები ოქმებში. თავიდან კი ვამბობდი ადრეც იყო ასე თქო, მაგრამ ამდენს არ ველოდი ნაღდად. ამდენი შეუსაბამობა 2008 წლის მერე აღარ მახსოვს. დიდის ალბათობით ამ მოთხოვნას მხარს დაუჭერდნენ უცხოელებიც.

) ამ მოთხოვნით მოეწყოთ აქციები, რომლის დროსაც გაჟღერდებოდა, რომ თუ გადათვლა არ მოხდება, ოპოზიციამ შესაძლოა უარი თქვას მანდატებზე. ეს ცოტა შეაფუცხუნებდა უცხოელებსაც და ხელისუფლებასაც.

) მაქსიმალურად გამოყენებული ყოფილიყო გასაჩივრების და ოქმების კორექტირების ყველა შესაძლებლობა.

და) მოეხდინათ მაქსიმალური კონცენტრაცია მაჟორიტარულის მეორე ტურებზე

) იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ოპოზიციის და დასავლეთის ერთობლივი ზეწოლით დათანხმდებოდა გადათვლას და ეს მოხდებოდა ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ოპოზიცია უნდა შესულიყო პარლამენტში.

) თუ ხელისუფლება არ დათანხმდებოდა გადათვლას, მაგრამ დააკმაყოფილებდა ბევრ საჩივარს და მოახდენდა ბევრი არასწორი ოქმის კორექტირებას, ოპოზიცია მაინც უნდა შესულიყო პარლამენტში.

) თუ ხელისუფლება არც გადათვლაზე დათანხმდებოდა, არც საჩივრებს არ დააკმაყოფილებდა და საერთოდ არაფერს არ შეცვლიდა, მაშინ პარლამენტის ბოიკოტირების და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა შეიძლებოდა დამდგარიყო დღის წესრიგში, ოღონდ ცესკოს გამოცვლის და თამარ ჟვანიას მოხსნის აბსურდული მოთხოვნის გარეშე. თუმცა ეს ვარიანტი ყველაზე ნაკლებად სავარაუდო მგონია. რაღაც დათმობებზე ხელისუფლება აუცილებლად წავიდოდა ოპოზიციის და დასავლეთის ერთობლივი ზეწოლით.

ამის ნაცვლად ოპოზიციამ შედეგების გამოცხადებისთანავე განაცხადა, რომ არ შედის პარლამენტში და მოითხოვა არჩევნების ხელახლა ჩატარება მისთვის სასურველი ცესკოს ხელით. ანუ წავიდა ღია კონფრონტაციაზე და ფაქტობრივად რევოლუციურ სცენარზე. აბა ბიძინა რომ ცესკოს არცერთ ვარიანტში არ გამოცვლის და არც არჩევნებს არ დანიშნავს ასე ოპოზიციის ბრძანებით, ეს იმთავითვე ცხადი უნდა ყოფილიყო ყველასთვის.

ახლა, როცა მთელმა ოპოზიციამ ლამის ფიცი დადო, რომ პარლამენტში არ შევა, ამ ოქმების გადაკეთებაზე საჩივრებს რა აზრი აქვს, კარგად არ მესმის. თუ ამით უნდათ უცხოელებს ათქმევინონ არალეგიტიმური იყო არჩევნებიო, ეს გამორიცხულია.

მოკლედ, დასანანია რომ შეიძლებოდა ყველაფერი გამოსულიყო ბევრად უკეთ, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვის.

ესაა ჩემი კომენტარი.

* * *

პატარა განცხადებასავით.

ძალიან აღშფოთებული ვარ პოლიტიკური ოპოზიციის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით არ შევიდნენ პარლამენტში. განსაკუთრებით არანაცური წარმომავლობის პარტიებს ეხებათ ეს. ნაცების მიმართ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს. მეტი რომ არ შეიძლება ისე აღშფოთებული ვარ.

ბუნებრივია ჩემს ამ პოზიციას არ ვმალავ და თუ მასმედიას აინტერესებს ჩემი აზრი და ჩემი შეფასების მოსმენა, უარს არ ვეუბნები. ზოგადად არც იმის მომხრე ვარ, რომ ამისთვის ადამიანმა არ გამოიყენოს პროსახელისუფლო მედიასაშუალებები.

მაგრამ არის ორი ტელევიზია, კერძოდ "იმედი" და "პოსტვ", რომლებიც უბრალოდ პროსახელისუფლებ ან სახელისუფლებ მედიასაშუალებები კი არ არიან, არამედ ორი უდანაშაულო მეცნიერის უსამართლო პატიმრობის აქტიური გამპრავებლები, რაც მიმაჩნია ისეთი დონის ამორალობად და სიბინძურედ, რომ მათთან მე არანაირი შეხება არ მსურს მქონდეს და არც მექნება.

ამიტომ თუ შემთხვევით მოინდომებთ ჩემთან დაკავშირებას, აქაოდა ოპოზიციას აკრიტიკებსო, თავს ტყუილად ნუ შეიწუხებთ.

ასავალდასავლებს, საქინფორმებს, მარშალპრესებს და სხვა ეგეთ ფაშისტურ თრეშებს, ბუნებრივია საერთოდ არც ვაგდებ სათვალავში.

სულ ესაა.

გმადლობთ ყურადღებისთვის“ - წერს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია