მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია - ილჰამ ალიევი - 10 ნოემბერი 2020

თუ ინფორმაციები დადასტურდა, დაანონსებულ შეთანხმებას ხელი მოეწერა და ყარაბაღში რუსეთის გვერდით თურქეთის სამშვიდობო მისიაც გაჩნდა, ეს ნიშნავს თურქეთის მულტილატერალური საგარეო პოლიტიკის უპირობო გამარჯვებას.

აზერბაიჯანისთვის რუსი არ არის მტერი, რომლის ზურგითაც მოახდინა სომხეთმა ყარაბაღის დაპყრობა თავის დროზე? რა თქმა უნდა, არის. მაგრამ მისგან დღეს მაქსიმუმი მიიღო, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. თან ისე, რომ ტერიტორიებიც დაიბრუნა და ძალთა ბალანსიც რეგიონში თურქეთის სასარგებლოდ შეცვალა.

ჩვენსავით ბაიყუშივით რომ მჯდარიყო და ეცადა, როდის მოიცლიდა ყარაბაღისთვის თავად პარტნიორებში და ღირებულებებში დაბნეული დასავლეთი, დღესაც უშედეგოდ იჯდებოდა.

ჩვენ კიდევ ვიაზროვნოთ მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში და ვერ დავინახოთ, რომ წარმატება მხოლოდ მულტილატერალიზმშია და არა მხოლოდ სხვისი წყალობის მოლოდინში. ამ არჩევნებზე დასავლეთის გამოხმაურებამაც ხომ დაადასტურა ეს!

* * *

სომხეთის ნაცვლად საქართველო ხდება ჩიხი: საშუალოვადიან პერსპექტივაში სატრანზიტო ფუნქცია შეგვისუსტდება; თურქეთი შემოდის რეგიონში სამშვიდობო ფუნქციით - ჩვენ დავრჩეთ ორ ნაწილად გაყოფილი და ერთმანეთი დავჭამოთ, სხვა მაინც არაფერი გვექნება საჭმელი“, - წერს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

სომხური მედია მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმების ტექსტს აქვეყნებს, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწერენ ხელს.

ჩვენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

ვაცხადებთ შემდეგს:

1. 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან ცეცხლის სრულად შეწყვეტას და საბრძოლო მოქმედებების დასრულებას მთიანი ყარაბაღის ზონაში. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომშიმხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან.

2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა ხუთი წლით განისაზღვრება, ავტომატური განახლებით შემდეგი ხუთი წლის პერიოდისთვის, თუკი არც ერთი მხარე არ გამოაცხადებს ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე საკუთარი მიზნების შესახებ, შეწყვიტოს ეს მოცემულობა.

5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.

6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას კელბაჯარსკის რაიონს დაუბრუნებს, პირველ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას.

მხარეების შეთანხმების მიხედვით, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს.

7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მიმდებარე ტერიტორიები გაერო- ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ მოექცევა.

8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება.

9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ.

მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, – ნათქვამია შეთანხმების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ სომხეთის პრემიერი, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.

სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა.

განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“.

ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთის მხრიდან ფაქტობრივ სამხედრო კაპიტულაციას ნიშნავს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ამ განცხადებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. უნდა აღვნიშნო, რომ ეს განცხადება ვიდეოკონფერენციის ფორმატში იყო ხელმოწერილი. პირველ ეტაპზე, სამი ქვეყნის ხელმძღვანელებს ხელი უნდა მოეწერათ შეთანხმებაზე. თუმცა, ბოლო მომენტში ნიკოლ ფაშინიანმა უარი განაცხადა ამის გაკეთებაზე.

ეს შეიძლება, აღქმული იყოს, როგორც სომხეთის ფაქტობრივი სამხედრო კაპიტულაცია. ამიტომაც, რუსეთის პრეზიდენტმა და მე ამ შეთანხმებას ხელი ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოვაწერეთ. შეთანხმება რუსულ ენაზეა შედგენილი. აქ არის ჩემი ხელმოწერა, რომელიც ხელმოწერის შემდგომ გადაეცა რუსეთის ელჩს. რუსეთის პირველი პირი და სომხეთი ხელს მოაწერენ ამ დოკუმენტს.

კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ამ ქცევის გაგება შეიძლება. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს. ყველა ადამიანმა მისთვის და მისი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც საკუთარ თავს პატივი უნდა სცეს. ფაშინიანი ამის გარეშეც მოაწერს ხელს. ჩვენ ის ვაიძულეთ. ის შეშინებული, რომელიღაც დაკეტილ ადგილზე, კამერებისგან შორს მოაწერს ხელს. ის ხელს საკუთარი ნებით არ მოაწერს. მას ხელის მოწერა რკინის მუშტის ქვეშ მოუწევს“, – განაცხადა ალიევმა.

ცეცხლის შეწყვეტას არმია ითხოვდა, რადგან ყველა რესურსი ამოიწურა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სამხედრო რესურსები სრულად ეფექტური არ იყო, რადგან ჯარისკაცების ნაწილს ფრონტის ხაზზე მთელი თვის განმავლობაში არ დაუსვენიათ.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, მთიან ყარაბაღში გარკვეული სახის შეტაკებები ჯერ ისევ გრძელდება, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეწყდება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია.

კავკასიაში ახალი ერა იწყებაამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელტვიტერშიმთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დაწერა.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს.

კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. სამძიმარს გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება, ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე, ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს, -ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არის აღნიშნული.

საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის. ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას.

დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია