მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამერიკას ამ დროსა და მოცემულობაში საქართველო სჭირდება - ხათუნა ლაგაზიძე - 12 ნოემბერი 2020

„პომპეოს თავისი ვადის მიწურულს აქვს ძალიან სიმბოლური ვიზიტები:

ახლო აღმოსავლეთში, სადაც ტრამპის პრეზიდენტობის საგარეო პოლიტიკური მიღწევები უნდა გაამყაროს - ისრაელი-არაბული ქვეყნებს შორის მიღწეული მოპარაკებების განმტკიცება-გადამოწმების გზით;

საფრანგეთი, რომელიც თავისი როლის გაფართოების, ახალი ხედვების თუ იდეების მოთელვას ახდენს ხოლმე პერიოდულად, აგერ ახლაც, უკან მიდევნებული ლამპარივით ყარაბაღის სტატუსის დადგენის მოთხოვნით გამოდის;

თურქეთი, რომელიც განსაკუთრებით ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ზედმეტად ამბიციური და შესაბამისად, უხერხული პარტნიორი გახდა აშშ-სთვის და ბოლოს, საქართველო/კავკასიის რეგიონი, რომელთა ლიდერებმა სულ მოკლე ხანში - ერთწლიან პერიოდში - ორჯერ "გადააგდეს" თვით ამერიკის სახელმწიფო მდივანი:

ჯერ საქართველომ, რომელმაც არც ანაკლიის პორტის მშენებლობის პირობა შეუსრულა და არც რუსეთთან კავშირების სახიფათოობაზე გაფრთხილება იღო ყურთ და სულ ახლახანს:

სომხეთ-აზერბაიჯანმა, რომლებმაც პომპეოსთვის მიცემული - ცეცხლის შეწყვეტის პირობა, თითქმის მეორე დღესვე დაარღვიეს, ამერიკის საშუამავლო როლს ისევ რუსეთის არჩიეს და რეგიონში დამატებითი რუსული და სავარაუდოდ - თურქული სამხედრო კონტინგეტი შეიყვანეს.

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კავკასიაში ამერიკას სახე აახიეს, ნუ უფრო მარტივად, ცივი შხაპი მიაღებინეს.

ჰოდა, ფაქტია, რომ ამ ვითარებაში ამერიკის სახელმწიფო მდივანს საქართველოში ჩამოსვლა დასჭირდა!

ეს არის ის, რაც დანამდვილებით ვიცით ამ ვიზიტზე და რაც თავისთავად უკვე კარგია: ამერიკას ამ დროსა და მოცემულობაში საქართველო სჭირდება.

ჰოდა, მარტო იმას კი არ უნდა ველოდოთ მეორეხარისხოვანი, პლებეი ერის კომპლექსით შეპყრობილები: რა უნდა ამერიკას, რა მესიჯით მოდის პომპეო, არამედ, ჩვენ რა გვინდა, ჩვენ სად ვხედავთ ჩვენს როლს და ფუნქციას ამ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, სად გვეხსნება შესაძლებლობების ფანჯარა და როგორ მოვიყვანოთ ეს როლი და ფუნქცია ამერიკის ინტერესებთან თანხვედრაში! ამაზე ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ, კიდევ სანამ დროა.

თლათ ნუ გადავრევთ იმ პატიოსან კაცს, ძლივს ფეხი ჩამოცდენია. ნუ, არჩევნები თავისთავად“, - წერს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია