მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კაცი, რომელიც მეომარს გალანძღავს, ჩემს თვალში კარგი კაცი არ არის და ვერც იქნება - ზაალ ლატარია - 13 ნოემბერი 2020

 

ამათი 22 ლარი ამოვიდა ყელში, ვეტერანები ყოველთვის უპატრონო ვიყავით, დღესაც ასეა

ufleba.ge

ორიოდე დღის წინ, ,,ufleba. ge” ომის ვეტერან დავით ახრახაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიციის აქციებს ბოევიკები შემოურთდებიან. მისივე თქმით, პირადად მას ერთ-ერთი მათგანი, სამხედრო, ვინმე ზაალ ლატარია კიევიდან დაუკავშირდა და დაემუქრა.

,,რაც შეეხება ბოევიკებს, დიახ, ისინი აპირებენ ჩამოსვლას. აგერ, ჩემი მაგალითი ავიღოთ: ვინმე ლატარია, ყოფილი ძალოვანი, სამხედრო, დამიკავშირდა კიევიდან და დამემუქრა. პირდაპირ მითხრა, ჩვენ მოვდივართ და ვერავ გიშველისო. დიახ, მითხრა - მოგკლავთო. კვირას საქართველოში ვიქნებითო. ვიმეორებ, ჩვენ ამ რადიკალური ძალისგან ყველაფერ ცუდს მოველით, ესენი სისხლისღვრაზე მიდიან”, -  განაცხადა ჩვენთან საუბრისას დავით ახრახაძემ.

ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, ჩვენ თავად ზაალ ლატარია დაგვიკავშირდა, რომელმაც სურვილი გამოთქვა ამ ბრალდებებისთვის ეპასუხა. ,, ufleba. ge”-იმ მას ტრიბუნა დაუთმო. ჩვენ ომის ვეტერან, ვიცე-პოლკოვნიკ ზაალ ლატარიას რამდენიმე კითხვითაც მივმართეთ, პასუხებს უცვლელად გთავაზობთ.

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ 5 წელია (უკრინის ომის შემდეგ), რაც საქართველოში ვიმყოფები. მე, დასამალი არავისთან არაფერი მაქვს. ამ ქვეყნის პატრიოტი ვარ და ჩემს ცხოვრებაში არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვყოფილვარ. პოლიტიკურ პარტიებს კი არა, სამშობლოს ვემსახურები. დიახ, 15 წლიდან ჩემს სამშობლოს ვემსახურები, რომელსაც თავი შევწირე.

თუ დავით ახრახაძეს ფეხი არ აქვს, მე ფილტვი არ მაქვს, პირდაპირ გულში მაქვს ტყვია მოხვედრილი. ვიმეორებ, მე ქვეყანას ვემსახურები. ზვიადის დროიდან მოვდივარ. და როცა ვხედავ, რომ ვიღაც არასწორად იქცევა და თავზე წიხლს მაბიჯებს, მაქვს ადეკვატური რეაქცია, ვინც არ უნდა იყოს ის, თუნდაც ვეტერანი. ასეთ დროს ის ჩემი მტერია.

დიახ, მე დავურეკე დავით ახრახაძეს, ამას არც უარვყოფ. ეგ ადამიანი ჩემი და ჩემი მეგობრების, სამხედროების გაშავებაზე მუშაობს. ბოლო სამი წელია, ჩვენ მის ფეისბუსტატუსებს ვკითხულობთ და მის განცხადებებს ვისმენთ. რაც უნდა ის აკეთოს, მისი ნებაა, მე მასთან არაფერი მინდა. უბრალოდ, დავურეკე და კაცურად ვუთხარი, თუ ვეტერანი ხარ, მაშინ ვეტერანებს ნუ აშავებ-მეთქი. ეს არ არის მეომრის საქმე, ეს ჩვენს პრინციპებში არ ჯდება-მეთქი. იცით, ასეთი კაცი მაგალითად ჩეჩნებში შეიძლება დასაჯონ, და მოკლან კიდეც.

- მან გაავრცელა ჩანაწერი, რაც საზოგადოებამ მოისმინა, თქვენ მას დაემუქრეთ

- ვიმეორებ, მე მისთვის მოგლავ-მეთქი, არ მითქვამს. შეიძლება ვინმეს რამე გადაუტრიალდეს თავში და მოგკლას ბიძაჩემო-მეთქი. ასე რომ, არ გინდა ასეთი საუბარი- მეთქი, ვუთხარი. შენ თუ ვიღაცას, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ემხრობი, შენი საქმეა, შენი ნებაა, მაგრამ როცა წითელ ხაზებს გადახვალ და ჩვენ შეგვეხები, ეს უკვე სხვა საქმეა-მეთქი, ვუთხარი.

იკითხა საერთოდ მე რატომ ვარ განაწყენებული ამ მთავრობის მიმართ? იცის ეს საერთოდ? რა სისულელეებს წერს ჩვნზეგადახედეთ მის გვერდს და ნახავთ. კაცი, რომელიც მეომარს გალანძღავს, ჩემს თვალში კარგი კაცი არ არის და ვერც იქნება. რა ვქნათ ახლა? მართლა, ვესროლოთ? თუ სროლაზეა საქმე, უკან დამხევი არ ვარ, მაგრამ ღმერთმა დამაფაროს ქართველ კაცს ვესროლო.

ის კი ,,სუს-სს და ხელისუფლებას ეხვეწება დაიჭირეთო.  .. ჩვენ ომი და ქართველების დახოცვა გვინდა? კარგით, დავუშვათ მე დამიჭირეს, რამდენს დაიჭერენ?  მეორეს, მესამეს, მეოთხეს რა პასუხს გასცემს ახრახაძე? მერე მართლა მოკლავს ვინმეეს უნდა თუ რა უნდა, ვერ ვიგებთ.

მე აფხაზეთის ომში ვიყავი, ისეთი ისტორია მაქვს, ბევრს რომ არ აქვს, მაგრამ ყოველთვის პატიოსნი კაცი ვიყავი და არასდროს არც ერთ პარტიას არ მივწეპებივარ. მ სისხლის ფასად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას და ქართველზე თითი არ მაქვს დანაკარები. და ვინც ჩემს ავტორიტეტს, კაცობას, პირადს, ჩემს ოჯახს და ჩემს სამშობლოსადმი სიყვარულ შეეხება, ამას არავის ვაპატიებ.

შეიძლება ვინმ ეგონოს, რომ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ არაა ასე, ჩვენ ყვლაზე ყველაფერი ვიცით და ყველას კაცობა ნანახი გვაქვს გინდა ომში და გინდა სხვაგან. გადასარევად ვიცით, ვინ ვიზე მუშაობს, ვის რას და რამდენს უხდიან, ვინ ვისი აგენტია. მე ვარ ქვეყნის პატრიოტი, მებრძოლი, წერტილი. 

რადგან 2015 წელს უკრაინაში ვომობდი, ამიტომ მიშისტი ვარ? იცით თქვენ, მაშინ ჩამოვედი თუ არა შეთითხნული ბრალდებით დამაკავეს და პატიმარი კი არა, ტყვე ვიყავი. ბევრი რამ არ იცის ახრახაძემ, ურჩევნია მორჩეს ამ საუბარს.

მე ახლა თქვენი მეშვეობით გავეცი მის ბრალდებებს პასუხი. და მინდა იგივე თქვენი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით მთელმა  საქართველომ გაიგოს რას ვფიქრობ მასზე  - დავით ახრახაძე არ არის კარგი ადამიანი. პირდაპირ გეუბნებით და ასე დაწერეთ - ის არის ,,სუს-ის აგენტი, რომელსაც დავალება აქვს პატრიოტი მეომრები, მგელი ნაომარი ხალხი გააშავოს. თუ მან ერთი ომი იომა, ჩვენ მთელი ცხოვრებაა ვომობთ. ის ჩვენი ოჯახებს გინებაზე მუშაობს, რასაც არავის ვაპატიებთ. რასაც ახრახაძე იძახის არის ტყუილი. და გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ეს.  დიახ, ჩვენ, ბიჭები ვდგავართ აქციაზე, მაგრამ არაკანონიერს არაფერს ვაკეთებთ, არც არასდროს გავაკეთებთ. და არც არავის დაკრულზე დავდივართ. ჩვენ, არ ვართ ის ხალხი, რომ სისხლი დავღვაროთ. ჩვენ საქართველოს პატიოტები ვართ და გვაქვს უფლება ჩვენი ხმა დავიცვათ და გავაპროტესტოთ ის უკანონობა, რაც ხდება.

- იდევ ვინ ჩამოვიდა თქვენთან ერთად?

- მეც ჩამოვედი და სხვებიც. და არ გვაქვს ამის უფლება? ჩვენ ქართველები ვართ, უკანონოს არაფერს ვაკეთებთ. ვიმერებ, ჩვენ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. ჩვენ ხმის ვიცავთ, რისი წართმევის უფლებაც არავის აქვს. ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ. ამ აქციას არ ეხება ჩემი ჩამოსვლა. მე ისედაც აქ უნდა ვიყო.

იცით თქვენ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემაზე დამაპატიმრეს... ეს თემა კი დღის წესრიგიდან მოხსნილი ჯერ კიდევ არ არის. კაცმა არ იცის სასამართლოები როდის განახლდება. არა უშავს, მოვა ლომების დრო საქართველოში, შორს არ არის ეს დღე. ჩვენ ვართ თურმე ქვეყნის ამრევი, ეგ ხომ ადამიანი არ არის.

- არის საუბრები, რომ ნაცმოძრაობა (ოპოზიცია) რევოლუციურ სცენარზე მიდის, თქვენ თვლით, რომ არჩევნები გაყალბდა ?

- დიახ, არაერთი ვეტერანი და გულანთებული სამხედრო ვდგავართ ამ აქციაზე. ვიცავთ ჩვენს ხმას. ჩვენ ბევრნი ვართ და კიდევ ბევრი მოვა. ვიმეორებ, ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ. დიდება ყველა ვეტერანს, ყველა გმირია ჩემს თვალში. მე ყველა ომის მონაწილე ვარ, დიახ, უკრაინაშიც ვიბრძოდი. გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. მე ვარ ოკუპაიის წინააღმდეგ მებრძოლი კავკასიასა და უკრაინაში და არა პოლიტიკოსი ან რომელიმე პარტიის წევრი და ყველამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს ეს.

გარდა ამისა, მინდა პოლიტიკური პარტია შევქმნა და  სუფთა ბიჭები დავიყენო გვერდით. იქ არავინ იქნება ლიდერი, ყველა თანასწორი იქნება. მინდა ჩვენი წარმომადგენელი გვყავდეს პარლამენტში. ვაჟკაცი და მებრძოლი ბიჭები, ვინც მართლა მიხედავს ვეტერანებს.

ბოლო-ბოლო ამათი 22 ლარი ამოვიდა ყელში რა. ჩვენ ვეტერანები ყოველთვის უპატრონო ვიყავით, დღესაც ასეა. ვეტერანებმა თავად თუ არ მივხედეთ თავს, არავინ მოგვხედავს, კაცი არ არის ჩვენი პატრონი. ამიტომ საჭიროა ჩვენი ერთობა. ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, უნდა  გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. აი, ეს არის.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ - არავინაა მოწოდებული, რომ ქვეყანა აირიოს, რასაც ახრახაძე აცხადებს ტყუილია! ის არის „სუს-ის“ „ნასედკა“ და უნდა ჩვენი მებრძოლების დაკავება, რაც მას არ შერჩება. თუ ასე მოხდა, პირადად ვაცხადებ, მას პასუხისგება მოუწევს.

ქეთი ხომერიკი

 

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია