მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ჩივილების შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარება გამოძახებაზე - მინისტრის ბრძანება - 16 ნოემბერი 2020

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გადის, როდესაც პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი და რომელიღაც, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი – ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა. ასევე, პაციენტი რომელიღაც რისკჯგუფს თუ განეკუთვნება, – ამის შესახებ „კოვიდ-19“-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციისა და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამის დანართშია აღნიშნული.

დანართის თანახმად, რისკჯგუფებში შედიან პაციენტები შემდეგი მონაცემებით: 65 წელი და ზემოთ; ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, ორი კვირა; თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის წინ დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი. ასევე, თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი: მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი); დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია); ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე); კრუნჩხვა. თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში; თუ პაციენტი არის უცხოენოვანი; თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.

გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები, მიუხედავად შემდეგი სიმპტომებიდან ერთ-ერთის არსებობისა: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა, ასევე მიუხედავად რისკ-ფაქტორებისა.

დანართში აღნიშნულია, რომ ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.

პირს, რომელსაც რესპირაციული ან სხვა სიმპტომები აქვს და არ იცის ოჯახის ექიმის, ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, შეუძლია დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505), ან საკუთარი პირადი ნომრის მითითებით ინფორმაცია მოიძიოს პორტალზე – ambulatoria.moh.gov.ge, – ამის შესახებკოვიდ-19“-ის საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციის და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების შესაბამის დანართშია (COVID-19–ის საეჭვო შემთხვევების ბინაზე მართვის ინსტრუქცია) აღნიშნული.

დანართის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი უნდა დაუკავშირდეს საკუთარ ოჯახის ექიმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიის მიმწოდებელ დაწესებულებას, სადაზღვევო სქემაში ჩართული პირი კი უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას ან კომპანიის ოჯახის ექიმს.

ის პირი კი, რომელიც არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზს (1505); ამასთან, აღნიშნულ ხაზზე მას გადაამისამართებენ 112-ში ზარის განხორციელების შემთხვევაში.

1505- უნდა დაუკავშირდნენ ის პირებიც, რომლებიც არ არიან არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარები და არც კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართულები. აღნიშნულ ნომერზე მათ ასევე გადაამისამართებენ 112-ზე დარეკვის შემთხვევაში.

დანართის თანახმად, კლინიკა უზრუნველყოფს სიმპტომიანი პაციენტების მართვას ყოველდღიურ რეჟიმში, 18 საათამდე; არასამუშაო საათებში პაციენტის მიერ განხორციელებულ ზარს უპასუხებს მორიგე ოპერატორი, ან ჩაიწერს ავტომოპასუხე, ხოლო ექიმის მიერ მეთვალყურეობა განხორციელდება მეორე დღეს.

თუ სატელეფონო კომუნიკაციის შეთხვევაში გამოიკვეთება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობის საჭიროება, ექიმმა სატელეფონო ზარის საშუალებით უნდა შეატყობინოს 112-ის ოპერატორს პაციენტის სახელი, გვარი, მისამართი და ასევე, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის საჭიროების მიზეზი, რომლის საფუძველზე 112 უზრუნველყოფს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობას.

თუ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტს ესაჭიროებაკოვიდ-19“-ზე სპეციფიკური ტესტირება, ნაცხის ამღები ონლაინ კონსულტაციებში ჩართული დაწესებულება/ექიმი გეგმავს ტესტირების ჩატარებას, მართავს რიგს. სხვა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების (მათ შორის, სადაზღვევო კომპანიის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებები) და ცენტრალური ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმები ტესტირებისთვის პაციენტებს აგზავნიან საკვლევი მასალის ამღებ სამედიცინო დაწესებულებებში.

დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია მყისიერი კომუნიკაცია ნაცხის ამღებ სამედიცინო დაწესებულებასთან და პაციენტის ტესტირების ჩატარება.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია