„კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა მხოლოდ ერთ დღეში და თითქოს არაფერი მომხდარა. შევეგუეთ.
რომელი ჭჯუადამჯდარი ადამიანი დაიჯერებდა ხელისუფლების პროპაგანდას, რომ ღატაკი, უმართავი (ანუ არაფორმალურად მართული) ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე წარმატებით უმკლავდებოდა პანდემიას. ბოლო კვირების სტატისტიკით მსოფლიო ლიდერები ვართ სხვა ორიოდე ქვეყანასთან ერთად ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მხრივ.
როცა გვესმის, რომ საავადმყოფოში ადგილი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ”გაგებით მოვეკიდოთ” ასეულობით ადამიანის დაღუპვას.
რატომ არ იხსნება საველე ჰოსპიტლები, რატომ არ იყენებენ სპორტის სასახლეს ან სხვა დიდ სივრცეებს ავადმყოფების მისაღებად. ხომ გვინახავს მსგავსი რამ სხვა ქვეყნებში?
შევთანხმდით, რომ ეფექტიანი მთავრობა არა გვყავს. ჩვენ მაინც მივხედოთ ჩვენს თავს, როგორც შეგვიძლია. რა ქორწილი და ძეობები, ქელეხები და წირვები. ნიღაბი მაინც გავიკეთოთ ისე, რომ ცხვირს მაინც ფარავდეს.
მივინდომეთ შვედური მოდელი“, - წერს რომან გოცირიძე (ენმ) „ფეისბუქის“ გვერდზე.
საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 778-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 638 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.