მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია - 22 ნოემბერი 2020

„აი კი ვიცი ყველაფერი, მაგრამ მაინც, მართლა მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს.

აი ვარ ადამიანი, ჩამწერეს სიაში, ვიღვიძებ დილით, გავიგე დაიჭირეს უდანაშაულო ხალხი იმისთვის, რომ მაგ სიით შევიდე პარლამენტში, მოვიჭირო ანუ გალსტუკი, რავიცი ხელფასი ავიღო თუ რა არის მანდ კიდე, როცა ეგრე ხარ მოხვედრილი.

ხოდა გავიგე დაიჭირეს ტიპები ტყუილა იმისთვის, რომ მე იქ შევიდე და რაღაც როლი შევასრულო.

არ მჯერა, რომ ივერი მელაშვილის გამოსვლას ყველა უემოციოდ უყურებდა, თავის თავში მაინც ხომ დარჩებოდა ეგ ემოცია.

კაი მერე გავიღვიძე ვნახე გლდანში პისტოლეტიანი ტიპი დარბის.

მანამდე გავიგე ია კერზაიას ამბავი, ვუყურებ ყოველ დღე მის შვილს, ისევ მკიდია? ანუ გარდაიცვალა, აღარ არის, რამე პოლიტიკური თამაში კი არაა, ადამიანი აღარ არის.

მერე მაჩალიკაშვილს ვუყურებ. კაი სუსს დაუჯერე, მერე უყურებ სუსმაც არაფერი, უბრალოდ შვილი აღარ ყავს. არ არის შვილი. კაი ეგეც დავიკიდე.

მერე მაკოს ვუყურებ გომურს (აღარ წავალ დეტალებში). 

ნუ შეშა რომ საშიშია ამას ვიჯერებ? რანაირად?

აი გიორგი მჟავანაძეს რომ იჭერენ როგორც წარმოგიდგენია რომ ესებუა შეიძლება დაეჭირათ? ეგეც არაუშავს.

კაი ეს ყველაფერი ვნახე. მერე ზუსტად იცი რომ მარტო დარჩი, აღარ გყავს კონკურენტი მოიგე ანუ შენი გაგებით. ვსიო გალსტუკს მოიჭერ აუცილებლად რომელიღაც ორშაბათს დილით.

გავიგე, მაგრამ აი სიმღერის თავი თუ ცეკვის როგორღა გაქვს, ეგ მართლა ვერ გავიგე...“, - წერს ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) „ფეისბუქის“ გვერდზე.

დავით ზურაბიშვილი, ანალიტიკოსი:

„ძალიან მარტივად ხდება ეგ.

არ აკავშირებენ საკუთარ გადეპუტატებას ვინმეს პატიმრობასთან, სიკვდილთან და უბედურებასთან.

დეპუტატობა ამ ხალხისთვის არის ჯილდო, კარგხელფასიანი და პაეზდკებიანი სამსახური, რომელიც მათ ბ-ნმა ბიძინამ აჩუქა და თავიანთ მოვალეობად მიაჩნიათ იყონ მისი მადლიერი, რაც გამოიხატება იმაში, რომ რასაც დაავალებს უფროსი, უნდა შეასრულონ, სულ ეგაა. ამის იქით არც იყურებიან.

ასეთი ტიპის დეპუტატები სააკაშვილის დროსაც იყვნენ პარლმენტში, შევარდნაძის დროსაც და საბჭოთა კავშირის დროს ხომ სულ ესეთები იყვნენ“, - წერს დავით ზურაბიშვილი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია