მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვინც ხვალ ქვეყანას უნდა მიხედოს, ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეუძლიათ, პრეზიდენტი კი დუმს - თინათინ ხიდაშელი - 24 ნოემბერი 2020

 

„საქართველოს 49-ე მუხლი ამბობს, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არის ... ქვეყნის ერთიანობის გარანტი“.

პოლიტიკური კრიზისის დროს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც პრეზიდენტი მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან ეძახის და კრიზისის დასრულებაზე ზრუნავს.

2018 წლის არჩევნების ტრაგედია სწორედ ეს იყო. პრეზიდენტი, რომელსაც თავშივე ნათელი იყო, ნულოვანი უნარი და რესურსი აქვს იყოს ქვეყნის ერთიანობის გარანტი.

ამიტომ დავდივართ საელჩო საელჩო. არადა, რა სირცხვილია, კარგად თუ დაუკვირდებით.

საერთაშორისო არბიტრები ომის და სამხედრო ამბოხის დროს დგებიან შუაში, მხარეები რომ დააშორიშორონ და ომი და სისხლისღვრა აირიდონ თავიდან.

რა მნიშვნელობა აქვს ვინ შევა და არ შევა პარლამენტში, როდესაც იმათ, ვინც ხვალ ქვეყანას უნდა მიხედონ, ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეუძლიათ.

პარლამენტში მრავალპარტიულობა და პლურალიზმი იმიტომ არის საჭირო, რომ დისკუსიებში საუკეთესო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ჩვენ კი უმრავლესობაში პარტია გვყავს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები... პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ბოიკოტის უფლება არ მისცეს პოლიტიკურ ოპოზიციას.

პრეზიდენტი კი, ქვეყნის ერთიანობის გარანტი დუმს ან უკეთეს შემთხვევაში ცუდი ხარისხის სურათებით გვართობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან“, - წერს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია