მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უვადო პატიმრებში კორონავირუსმა შეაღწია, ვითხოვთ ამნისტიის გამოცხადებას - სვეტლანა ჩხეტიანი - 29 ნოემბერი 2020

ufleba.ge-ს უვადო პატიმრის, ნიაზ ჩხვიმიანის დედა, ქალბატონი სვეტლანა ჩხეტიანი დაუკავშირდა.

„უვადო პატიმრებში, სადაც ყველაფერი გამკაცრებულია, კორონავირუსმა შეაღწია. მესამე კორპუსის 66-ე საკანში პატიმარი ოთხი დღე და ღამე ცუდად იყო, ექიმის შესვლას და ტესტის გაკეთებას ითხოვდნენ. მხოლოდ ოთხი დღის მერე გუშინ ტესტი გაუკეთეს და კოვიდი დაუდასტურდა, იქიდან გადაიყვანეს.  

ამავე საკანშია კიდევ ოთხი კაცი, მათაც გაუკეთეს ტესტი და პასუხებს ელოდებიან. იქვე არის ჩემი ნიაზ ჩხვიმიანიც. მოლოდინში ვარ, ალბათ მალე დარეკავს და პასუხს მეტყვის.

მოგეხსენებათ, მთელ საქართველოში კოვიდი გამძვინვარებულია. ამიტომ მშობლები ვითხოვთ ჩვენს პატიმრებს ამნისტია შეახონ და გამოუშვან. საქართველოს გარდა ლამის ყველა ქვეყანამ გამოაცხადა ამნისტია, აქ ეს პროცესი 9 წელია არ განხორციელებულა.

დედებს არ გვინდა ჩვენი შვილები საკნებში ახლა ამ კოვიდის გამო ჩაიხოცონ. ამასთან, ნიაზი სრულიად უდანაშაულოდ მიზის ციხეში უკვე მეთექვსმეტე წელია, დამიბრუნონ, თუ არადა ისეთ აქციებს მოვუწყობთ...

ვიმეორებ, ყველა ქვეყანამ არსებული მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა და ამნისტია გამოაცხადა, ერთადერთი საქართველოა გამონაკლისი. კანონის დარღვევა არ არის, როცა 9 წელია ამნისტია არ მომხდარა? ეს ხომ დანაშაულია.

პროდუქტების შეტანა და ნახვები რომ შეზღუდეს, ეგ კი არა, კორონავირუსის შეტანა უნდა შეეზღუდა სახელმწიფოს. ამ დროს, შეუმოწმებელად თვითონვე შეიტანეს, ეს როგორ უნდა დაეშვათ“, - წერს სვეტლანა ჩხეტიანი.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია