მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვირუსი შეკავებულია, შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს - პაატა იმნაძე - 10 დეკემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ შეინიშნება.

როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა, ინფიცირების მაჩვენებელი არ იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი შეკავებულია.

ამასთან, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა დიდ რაოდენობას სისტემამ გაუძლო.

„შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ვნახეთ, რომ ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. სწორედ ამის გამო, რომ პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს. ეს არის მთავარი შედეგი“, – განაცხადა იმნაძემ.

გავაკეთეთ რეზიუმე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად მოხდება ეპიდსიტუაციის, ტესტირების, სამკურნალო ქსელში არსებული მდგომარეობის კუთხით კვირის შეფასება და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გვქონდა შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოს წევრების და ასევე, საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი თანამემამულეების ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც ჩვენი თანამემამულეები მოღვაწეობენ. გავაკეთეთ რეზიუმე შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები, თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით ხუთი-ექვსი დღეა, უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გუშინ, 24 საათში დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით ინფიცირების რიცხვი ისევ მერყეობს, შაბათ-კვირას დაახლოებით 3 500-ის ფარგლებში, დღეს და გუშინ გვაქვს 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში.

ასევე, ერთ-ერთი პოზიტიური ტენდენცია ჩანს, რომ ოდნავ დაკლების ტენდენცია აქვს დადებითობის მაჩვენებელს, მაგრამ ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის შედეგია და ამას ჯერჯერობით ვერ შევაფასებთ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე. ამიტომ, ყველა ჩამოვყალიბდით დაახლოებით და შევთანხმდით, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყოველკვირეულად უნდა ვაკეთოთ კვირის შეფასება – ეპიდსიტუაცია, ტესტირება, მდგომარეობა სამკურნალო ქსელში“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო მაგალითებს.

მაგალითები იყო მოყვანილი იგივე ნორვეგიის, ფინეთის, შვეიცარიის, გერმანიის, სადაც სერიოზულად მკაცრდება შემზღუდველი ღონისძიებები წინასაახალწლო პერიოდში.

ერთიანი აზრია, რომ ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ვაფასოთ სიტუაცია მუდმივ რეჟიმში და გადაწყვეტილებები მივიღოთ ერთად, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ სამკვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ. იგივე, როგორც გვქონდა, მოგეხსენებათ, დიდი თავყრილობები, მაგალითად, „შავი პარასკევირომ იყო რამდენიმე კვირის წინ, ის შედეგს იძლევა ორი კვირის შემდეგ, იგივე გახშირებული და მომატებული ახალი შემთხვევების ხარჯზე.

აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ სიტუაცია, რომელიც გვექნება მომავალი ორი კვირის განმავლობაში, ყოველკვირეული შეფასებები, ხაზს ვუსვამ, რომ საახალწლოდ უფრო არ გაგვიუარესდეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია