მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა - 15 დეკემბერი 2020

„ღია საზოგადოების ფონდი“ ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში, უსახლკარო პირების საცხოვრისების დემონტაჟის შესახებ.

მიგვაჩნია, იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მთელს ქვეყანაში, პანდემიის ფონზე შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევად ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს გამოსახლებულ პირებს.

აღნიშნული, განსაკუთრებით მწვავეა დამძიმებული პანდემიური მდგომარეობის ფონზე. იმ პირობებში, როცა, შინ დარჩენის მოწოდების მიუხედავად, ათასობით ადამიანს არ გააჩნია თავშესაფარი პანდემიისგან მათი ოჯახების, მცირეწლოვანი ბავშვებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაცავად, თბილისის მერია, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს და ყოველგვარი გარანტიების გარეშე, ქუჩაში ტოვებს ათობით ოჯახს, ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის წინაშე.

მოვუწოდებთ . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში, თვითდახმარების მიზნით აგებული შენობების ნგრევის პროცესი, არ დაარღვიოს ამ შენობებში მაცხოვრებელთა  საცხოვრისის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და უზრუნველყოს  ამ ადამიანების ღირსეული საცხოვრისის გარანტიები“, - აღნიშნულია ღია საზოგადოების ფონდი განცხადებაში.

ზამთრის ყინვაში და გაქანებულ პანდემიაში გაჭირვებული ადამიანების სახლების ნგრევასა და მათ ქუჩაში გამოყრაზე უარესი სადისტობა, სპეციალურად რომ დაჯდე და იფიქრო, ალბათ მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ გამოყრილი ხალხი ჯერ იქვე აწამო და მერე დახვრიტო“, - წერს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი:

თქვე უსისხლოებო, რა ყველაფერი საშინელება უნდა გადმოიღოთ წინამორბედებისგან! ნეტა ვის უნდა აჩუქოთ ეს მიწის ნაკვეთი?!

ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო“:

თაბორის მთაზე ბიძინას 5 წუთში ყველაფერი რომ მისცეს ის კანონიერი იყო, იმიტომ რომ შეიკრიბენ მონები, მისცეს ხმა და დამთავრდა. ქაღალდზე წერია და მორჩა. აფრიკაში რომ უნგრევენ ეგ მოსულა, ქაღალდზე არ წერია.

აი მთავარი უბედურება, ქაღალდზე დაწერილი იქცა კანონად. არალეგიტიმური, უკონტროლო მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა ესაა.

* * *

რაც ხლა აფრიკის დასახლებაში ხდება, ეს არის ერთპარტიულბის და არადემოკრატიულობის კარგი მაგალითი. აბა არჩევნების წინ ექნათ ან რამე კონტროლი მუშაობდეს ხელისუფლების და ექნათ. მოშიშვლებულ მიწაზე, რომელიც მერიამ აიყვანა თავის ბალანსზე, ეშმაკმა უწყის რატო, სახლდაკარგულმა და გაჭირვებულმა ხალხმა ააშენა სახლები. ასეთ ხალხს თითქმის ყოველ დღე ვხვდები. ხელისუფლებისგან მიტოვებულები, უფლებებდარღვეულები, სამსახურდაკარგულები, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებით და ასე შემდეგ. აშენების დროს ზედამხედველობას ხელი არ შეუშლია, ხშირად ხება ასე. ყველაფერთან ერთად დაავადების სიმპტომია ეს ყველაფერი, თბილისის თავკომბალობის, თითმმართველობის არარსებობის, ხალხის კიდევ უფრო გაღატაკების, საკუთრების მიმართ დამახინჯებული დამოკიდებულების და ა.შ.

მოკლედ ხლა მიადგნენ და ანგრევენ, ათრევენ ხალხს და რასაც უნდათ იმას შვებიან. ხლა ყველაფერი გაგვივა რა პრობლემაა, ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება არჩევნებისკენ მობრუნდებაო.

საბოლოო ჯამში გათავხედებული ხელისუფლება, რომელიც გუშინ აქტივისტს უკანონოდ ექცევა, ბოლოს ყველასთან მივა.

ვეცდები მაქსიმალურად ამოვდგე ყველას გვერდში, სამართლებრივად და ფიზიკურად“.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია