მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი „ოქსფორდის“ უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ ერთობლივი ვაქცინაა - თენგიზ ცერცვაძე - 21 დეკემბერი 2020

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი „ოქსფრდის“ უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“ ერთობლივი წარმოების ვაქცინაა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობაა, რომ საქართველო დიდი ქვეყნების შემდეგ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს.

პფაიზერიდამოდერნაარის პირველი და მეორე, რომელმაც სხვებს დაასწრეს და დადეს მაღალი ხარისხის ვაქცინა მსოფლიო ბაზარზე. მესამე ვაქცინა, რომელიც მოდის რიგით, ეს არის ინგლისისოქსფრდისუნივერსიტეტის და ფირმაასტრაზენეკასერთობლივი წარმოების ვაქცინა. არ ვიცი, რომელი ვაქცინის შემოტანა მოხერხდება, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი სწირედ ეს მესამეა. თავისი ხარისხით არ ჩამორჩება იმ ორს, 90-95 პროცენტი აქვს ეფექტი და არ საჭიროებს 80 გრადსზე და 20 გრადუსზე შენახვას.

საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი მაცივრები, რომელიც 80 გრადუსს იძლევა, განსაკუთრებით რაიონებში. ყველა შემთხვევაში, საქართველო მიიღებს კარგ ვაქცინას. აქ არის ძალიან სერიოზული განსხვავება. ეს არის ინდოეთის, ჩინეთის და მსგავსი ქვეყნების თვითშემოქმედება, რომელიც ნაკლებად სანდოა, ჩინეთი კი არის სანდო, კორონავირუსი იქედან წამოვიდა და ძალიან დიდი ცოდნა აქვთ, ინდოეთი ნაკლებად, და არ გაუვლია ის სტანდარტები, კონტროლი და კვლევა, რაც გაიარაპფაიზერმადამოდერნამ“, თუ ეს არის ლიცენზირებული ვაქცინა.

მაგალითად, იგივე, „პფაიზერს“ „მოდერნას“, „ასტრაზენეკასშეუძლიათ, მისცენ ლიცენზია ინდოეთს, ანუ ის იქნება კოპიო იმ ამერიკული, გერმანული და ინგლისური ვაქცინისა, ოღონდ წარმოებული იქნება ინდოეთის ქარხანაში, როგორც ძალიან ბევრი პროდუქტი: მაცივრები, ავტომანქანები, ტელევიზორები. თუ ასეთი ვაქცინაა ლიცენზირებული, მაშინ ეფექტი იქნება იგივე, მაგრამ თუ ეს არ არის ლიცენზირებული და თვითშემოქმედებით არის შექმნილი, არ გაუვლია ის კონტროლი, მაშინ სანდო არ არის და იმას არ შემოიტანენ.

არის დიდი ალბათობა იმისა, რომ დიდი ქვეყნების შემდეგ, საქართველო გახდეს ერთ-ერთი პორველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ვაქცინას, ეს იქნება დაახლოებით თებერვალ-მარტში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პანდემიის შესაჩერებლად ცალსახად სჯობს, რომ ლოკდაუნი გაგრძელდეს და გამკაცრდეს.

თუმცა, მისივე განმარტებით, ხალხისთვის შეზღუდვების შერბილება და მოხსნაა უმჯობესი.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აკრძალვების მთლიანად მოხსნის არა, თუმცა შერბილების მომხრეა. მისივე განმარტებით, პარალელურად, დარჩენილ შეზღუდვებზე კონტროლიც უნდა გამკაცრდეს.

პანდემიის შეჩერებისთვის ცალსახად სჯობს, რომ ლოკდაუნი გაგრძელდეს და გამკაცრდეს, მაგრამ ხალხისთვის შერბილება და მოხსნა სჯობს. საზოგადოების დაკვეთა ასეთია. ადამიანებს არ უნდათ, დაკარგონ ახალი წლის და შობით გამოწვეული სიხარული, განსაკუთრებით, ბავშვებს. საახალწლოდ რაღაც ეკონომიკური მოძრაობა თუ იქნება, ეს ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს გაუუმჯობესებს ყოფით პირობებს.

მე მთლიანად არ მოვხსნიდი, მაგრამ შევარბილებდი ამ აკრძალვებს, თუმცა, პარალელურად, გავამკაცრებდი კონტროლს იმ შეზღუდვებზე, რომელიც დარჩება. გავხსნიდი ვთქვათ, მაღაზიებს და მოლებს, მაგრამ გავამკაცრებდი კონტროლს პირბადეებზე და სოციალურ დისტანცირებაზე. ახლა რომ პირბადეს 65 პროცენტი ატარებსმ, გავაკმაცრებდი კონტროლს, რომ 100-მა პროცენტმა ატაროს. სასურსათო მაღაზიებში, რომელიც ღიაა, არ იცავენ სოციალურ დისტანცირებას. ტანსაცმლის და სუვენირების მაღაზიებს გავხსნიდი, მაგრამ იქ მკაცრად დავიცავდი დისტანცირებას“, –  განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 227 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 209 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 184 668 გამოჯანმრთელდა, 2 140 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 489 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 627, ხოლოკოვიდ“-სასტუმროში – 1 824.

ამასთან, 20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 599 პაციენტი, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია