მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოპოზიციონერ დეპუტატებს ამ ფულით შეუძლიათ შექმნან ფონდი და დაეხმარონ ადამიანებს - გია ხუხაშვილი - 25 დეკემბერი 2020

საქართველოს პარლამენტის აპარატი ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გაცნობებთ, რომ პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების საკითხს არეგულირებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს კანონისაქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებდა საქართველოს კანონისაჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“.

ასევე, გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც. პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არ წარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განახორციელოს ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია.

რაც შეეხება პარლამენტის იმ წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასის ჩარიცხვა მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით მოხდა.

ინფორმაციისთვის, ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც ხელისუფლება ჯიუტად უხდის ხელფასს, ამ ფულით შეუძლიათ შექმნან ფონდი და დაეხმარონ ადამიანებს, რომელთა პრობლემებზე ხშირად საუბრობენ.

მაგალითადაფრიკაშიდაზარალებულებს, ექიმებს და ..“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია