„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.
ნიკა მელიამ თანაპარტიელებს მადლობა გადაუხადა და მათ სიტყვით მიმართა.
„სხვადასხვა დროს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს, მაგრამ, ბუნებრივია, იბადება კითხვა – როგორ ხდება, რომ ბევრი მიდის, წასულან დიდებიც, წასულან ბევრნიც, ცოტაც, მაგრამ ეს მოძრაობა კიარ სუსტდება, არამედ პირიქით ძლიერდება და გაძლიერებულა, რა არის ამის მიზეზი?
ამას აქვს მარტივი ახსნა, „ნაციონალური მოძრაობა“არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება, ეს არ არის პერსონების მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა“არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ამიტომაც ვერ ერჩის, ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს, ვერ ამარცხებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მეტი, ვიდრე პარტია.
ის, რაც 2012 წელს შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვგულისხმობ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას, არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახანს არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს, როგორც შეცდომებს ისე გამოასწორებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა მელიამ.
წყარო: პირველი არხი