მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს - ამირან გამყრელიძე - 10 იანვარი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, ინფექცია საქართველოში კვლავ სერიოზულად ცირკულირებს.

„ჩვენ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ პიკი და ამის შემდეგ სტაბილურად, თანდათან ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუმცა, ის რაც არის და იგივე დღევანდელი შემთხვევები, 1 143, საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციისკენ არის სიტუაცია, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ინფექცია მაინც სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის მხოლოდ ერთი შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეალურად, მხოლოდ ერთია.

„დადასტურდა ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს. ახალი შტამის დადასტურება არ არის მარტივი, მას სჭირდება რამდენიმე დღიანი გენეტიკური კვლევა. მოგეხსენებათ, რომ სამ შემთხვევაში გვქონდა ეჭვი, მაგრამ სამიდან ორ შემთხვევაში არ დადასტურდა, ერთში დადასტურდა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე გაანალიზდება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ასევე ის პროგრესი, რაც შემზღუდველი ღონისძიებების შედეგია და შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ამის საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

გამყრელიძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რომელიც 16 იანვრის შემდეგ გეგმის მიხედვით მოლების გახსნასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას შეეხებოდა.

„ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ასევე ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ შემზღუდველი ღონისძიებებით ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დეკემბრის 24-მდე, შემდეგ გავაანალიზებთ, რა შედეგები მოგვცა 24-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკამ და ამის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილბებები“, – განაცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

გამყრელიძის თქმით, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 1 143 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, გუშინ გვქონდა ორიათასი, შემთხვევების ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. არა  – ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 617 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 155 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 758, „პისიარ“ ტესტით – 4 397.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 239 229 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 225 335 გამოჯანმრთელდა, 2 773კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 452 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 894, კლინიკურ სასტუმროში – 746.

ამასთან, 9 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია