მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დასაქმების ხელშეწყობის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა - 14 იანვარი 2021

საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამა, რომლის განმახორციელებელი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა.

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას: შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (worknet.gov.ge) განვითარება; შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; საშუამავლო მომსახურების გაწევა/ განვითარება; პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირება და მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება; დასაქმების ფორუმების მოწყობა; შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისობრივი კვლევის განხორციელება და მონიტორინგი; მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების (ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები) ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგ/სემინარების ორგანიზება; დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა.

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 770 000 ლარით. სააგენტო პერიოდულად უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირებას აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია