მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა უნდა გაუმჯობესდეს „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ საქმიანობაში - 12 თებერვალი 2021

სააგენტოს საქმიანობა უნდა გაძლიერდეს არასათანოდოდ გამოცხადებული და კორუფციის რისკების შემცველი ტენდერების მონიტორინგის და პრევენციის კუთხით“

ufleba.ge

განმარტებით დავიწყოთ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც საქართველოში კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონი და მის შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სააგენტოს მიზნებია: სახელმწიფო საჭიროებისთვის აუცილებელი საქონლის  წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი  კონკურენციის განვითარება; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების  მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

სააგენტოს ფუნქციებია: სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების  პოლიტიკის განსაზღვრა; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის  კოორდინაცია და მონიტორინგი; სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული  მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, ანალიზი და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების  წარდგენა.

თუ როგორ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციებსა და მიზნებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ამაზე მის პარტნიორ სამოქალაქო ორგანიზაციებს ვკითხეთ. ანუ მათ, ვინც სააგენტოს საქმიანობის მონიტორინგს აწარმოებენ და პერიოდულად დასკვნებსაც აქვეყნებენ. „მოყვარეს პირს უძრახესპრინციპით, ხშირად კრიტიკულ რეკომენდაციებსაც არ იშურებენ.

მაგალითისთვის, „ufleba.ge-“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსმოსათელად ჰკითხა, თუ როგორ აფასებს პარტნიორისახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსსაქმიანობას:

ვაფასებთ საშუალო დონეზე. განვითარებადი ორგანიზაციაა და კანონმდებლობაც იხვეწება, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ დიდი გზაა“, - პირველი პასუხიც შესაბამისია. 

ჩვენ  საუბარს კიდევ უფრო ვართულებთ - „ufleba.ge“:

- თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა პრობლემებს (სუბიექტურს თუ ობიექტურს) გამოყოფთსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსმუშაობაში?

- სააგენტოს მონაცემები არ ქვეყნდება დამუშავებად ფორმატში. შეჩერდა ძალიან კარგი პროექტი, რომელმაც მონაცემების გამოქვეყნების ალტერნატიული პლატფორმა შექმნა.

დადებითი ცვლილება იყო რამდენიმე წლის წინ გამარტივებულ შესყიდვებზე სააგენტოსგან ნებართვის ამუშავება, თუმცა ეს მექანიზმი მეტად შემზღუდავი უნდა გახდეს.

სუსტია მონიტორინგის სისტემა, რომელმაც .. „მორგებულიელექტრონული ტენდერები უნდა აღმოაჩინოს.

- მაშინ რამდენად კარგად უზრუნველყოფსსააგენტოსახელმწიფო საჭიროებისთვის აუცილებელი საქონლის  წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი  კონკურენციის განვითარებას; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების  მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას; სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფას; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებას?

- ჯანსაღ კონკურენციას სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით ეს უზრუნველყოფილია, პრაქტიკაში კონკურენცია შეზღუდულია, რაზეც სააგენტოს და საგამოძიებო უწყებების რეაგირება სუსტია.

შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა უზრუნველყოფილია, თუმცა შემსყიდველი ზოგ შემთხვევაში ისე ატარებს ტენდერს, რომ რეალურად კოკურენციას ზღუდავს.

შესყიდვების საჯაროობა მაღალ დონეზეა, თუმცა არის გარკვეული შემსყიდველი ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირი შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ ელექტრონულ სისტემაში.

ერთიანი ელექტრონული სისტემა გამართულად მუშაობს და მასში გამოქვეყნებული ინფორამციის მიმართ საზოგადოებას ნდობა აქვს.

- რა მიმართულებით და როგორ უნდა გაუმჯობესდეს, უფრო წარმატებული გახდესსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსსაქმიანობა?

- სააგენტოს საქმიანობა უნდა გაძლიერდეს არასათანოდოდ გამოცხადებული და კორუფციის რისკების შემცველი ტენდერების მონიტორინგის და პრევენციის კუთხით.

ზოგიერთი შემსყიდველი არ აქვეყნებს ინფორმაციას გამარტივებული შესყიდვებზე, რაზეც სააგენტომ აქტიურად უნდა იმუშაოს.

მეტი სიმკაცრით უნდა მოეკიდოს გამარტივებული შესყიდვის გამოყენებაზე ნებართვის მიცემას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსსაქმიანობის შეფასებაში არ დაგვზარდა არასამთავრობო ორგანიზაციაინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიც (IDFI)“:

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას დადებითად ვაფასებთ. IDFI სააგენტოსთან 2011 წლიდან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება და პროექტი განგვიხორციელებია, რაც დაკავშირებული იყო როგორც უშუალოდ სააგენტოს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდასთან, ასევე სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზის და არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებასთან.

ჩვენი თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიური გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებების ნაწილში, როგორც ვალდებულებების შემუშავების, ასევე მათი განხორციელების კუთხით.

აღნიშნული განსაკუთრებით უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვებთან სისტემის დახვეწას და ინფორმაციის  ღია ფორმატში გამოქვეყნებას. მოცემული მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა 2019 წლის განმავლობაში.

კერძოდ, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ შექმნა ღია მონაცემებზე დაფუძნებული ახალი ვებ-გვერდი - opendata.spa.ge. თუმცა, ვებ-გვერდი მოიცავს ინფორმაციას მხოლოდ 2019 წლის მე-2 კვარტალამდე პერიოდისთვის. ამასთან, ის არ არის ავტომატურად განახლებადი.

სააგენტოს სრულად აქვს გააზრებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის ღია, დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნების ვალდებულება და გამოხატავს მზადყოფნას იმუშაოს მოცემული მიმართულებით, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების დროული გადადგმა შემდგომი დაყოვნების გარეშე.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სააგენტოში შექმნილია დავების განხილვის საბჭო. საბჭოს მიზანია ელექტრონული ტენდერის, კონკურსის ან შერჩევის პროცესის ჩატარებისას წარმოშობილი დავის სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა.

საბჭოს შემადგელობაში შედიან ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რაც მოცემული პროცესის მონიტორინგისა და მასზე სამოქალაქო ზედამხედველობის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს.

ჩვენი თანამშრომლობა სააგენტოსთან მოიცავდა დავების განხილვის საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობასაც, რადგან IDFI- 1 წლის განმავლობაში ჰყავდა წარმომადგენელი საბჭოში.

სააგენტოსთან თანამშრომლობით IDFI აქტიურად ეწეოდა საქართველოში არსებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემის, როგორც კარგი პრაქტიკის, გაზიარებას საერთაშორისო დონეზე, რაც მოიცავდა, მათ შორის, უცხოური დელეგაციების მასპინძლობას და მათთვის ტრენინგების ჩატარებას.

IDFI და სააგენტო ასევე აქტიურად თანამშრომლობენ გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების საერთაშორისო რეიტინგის (TPPR) ფარგლებშიც.

მედია ხომმოდარაჯე ნაგაზივართ და ამიტომ გვაინტერესებს კონკრეტული პრობლემები, რომელიც სამსახურის საქმიანობაში თავს იჩენს. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსაცდამატებით ვკითხეთ, სამუშაო პრაქტიკიდან გამომდინარე, რა პრობლემებს გამოყოფენსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსმუშაობაში:

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის საქმიანების ანგარიშის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში შესყიდვების 18% გამარტივებული შესყიდვის გზით, კონკურენტული პროცესის გარეშე ჩატარდა.

ამასთან, გამოცხადებული ტენდერების 29% არ შედგა.

კვალავაც დაბალია შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტების რაოდენობა. კერძოდ, საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში პრეტენდენტების საშუალო რაოდენობა შესაბამისად 1,93 და 1,76- წარმოადგენს, სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში კი 2.61-.

2020 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდა გამარტივებული შესყიდვების მიმართულებით არსებული პრობლემები.

კერძოდ, პანდემიით განპირობებული გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებლი გახდა, შესყიდვების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარება და, შესაბამისად, გაიზარდა გამარტივებული შესყიდვების რაოდენობა.

სწორედ, მოცემულ პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი პრობლემები. კერძოდ, არაერთი ხელშეკრულება დაიდო ისეთ კომპანიასთან (იურიდიულ პირთან), რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებასთან ან რომლის მესაკუთრეებიც წარმოადგენენქართული ოცნებისშემომწირველებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების ცალკე მოდულის/საფუძვლის არარსებობა იწვევს ასეთი შესყიდვების სისტემაში გაფანტვას; შესაბამისად, მათი შეგროვება და კოვიდ-შესყიდვად იდენტიფიცირება, ხშირ შემთხვევაში, ძნელად განსახორციელებელია.

ამასთან, მონაცემების არარსებობა ღია, დამუშავებად ფორმატში კიდევ უფრო რთულს ხდის  მოცემული პროცესის მონიტორინგს.

ზოგიერთი უწყების მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა კი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრეროგატივას წარმოადგენს, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ის ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ადმინისტრირებას.

- ამ ფონზე, რამდენად კარგად უზრუნველყოფსსააგენტოდაკისრებული ამოცანა-მიზნების ხორცშესხმას?

- მართალია, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კონკურენციის ხელშეწყობა წარმოადგენს, თუმცა პრაქტიკაში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები.

კერძოდ, როგორც ვთქვით, შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტთა რაოდენობა არის დაბალი. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემატურია ადგილობრივ დონეზე. კონკურენციის დაბალი ხარისხი პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს მიღებული საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ხარისხზე.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შესყიდვების პროცესის საჯაროობას, თუმცა გამოწვევად რჩება კვლავ მონაცემების ხელმისაწვდომობა ღია, დამუშავებად ფორმატში.

ამასთან,  გამარტივებული შესყიდვების დროს, არსებობს რისკი იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები  კონცენტრირდეს მმართველი პარტიის შემომწირველ ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან.

პრობლემურია ისიც, რომ არ არის ხელმისაწვდომი დეტალური დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ შეირჩა კონკრეტული კომპანია და რა უპირატესობა გააჩნდა მას სხვა კომპანიებთან შედარებით.

გამარტივებული შესყიდვებისას არ ხდება არც შესასყიდი პროდუქტის ზუსტი სპეციფიკაციების სისტემაში ატვირთვა, ისევე როგორც მიმწოდებლის მხრიდან შეთავაზებული პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც აძნელებს მიწოდებული პროდუქციის ხარისხის შეფასებას.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, როგორც სახელმწიფო შესყიდვების მაკონტროლებელ და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ადმინისტრირების ფუნქციის მქონე უწყებას, შეუძლია კანონქვემდებარე საკანონმდებლო აქტებში მცირე შესწორებების ინიცირებით და მათ საფუძველზე, ვებ-გვერდზე ტექნიკური ცვლილებების იმპლემენტაციის გზით, ხელი შეუწყოს უკეთესი პრაქტიკის დანერგვას სახელმწიფო შესყიდვების გასაუმჯობესებლად.

განსაკუთრებით, ეს ეხება გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის ზემოთ მითითებული სახით გამოქვეყნებას.

- იქნებ თქვენც გვითხრათ, რა მიმართულებით უნდა გაუმჯობესდეს, უფრო წარმატებული გახდესსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსსაქმიანობა?

- აუცილებელია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების ღია, დამუშავებად ფორმატში განთავსება და მისი პროაქტიული/სისტემატური განახლება.

აუცილებელია გამარტივებული შესყიდვების წილის შემცირება და მოცემული პროცესის გამჭვირვალობის გაზრდა. კერძოდ, შესასყიდი პროდუქტის ზუსტი სპეციფიკაციების სისტემაში ატვირთვა, ისევე როგორც, მიმწოდებლის მხრიდან შეთავაზებული პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოდგენა.

გამარტივებული შესყიდვების დროს, მნიშვნელოვანია, რომ უკლებლივ ყველა შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ  რატომ შეირჩა კონკრეტული კომპანია და რა უპირატესობა გააჩნდა მას სხვა კომპანიებთან შედარებით.

შესყიდვების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს Covid-19-თან დაკავშირებული შესყიდვების ცალკე საფუძვლად გამოყოფა ან მსგავსი შესყიდვების შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავებად ფორმატში გამოქვეყნება.

სტატიის ბოლოში ვფიქრობდი, რა დამეწერა ისეთი შემაჯამებელი დასკვნის სახით, რომ ტრაფარეტული არ გამოსულიყო და საქმესაც რეალურად წადგომოდა. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციების, ასევე ჩვენი, მედიის სურვილიაშესყიდვების სააგენტოსსაქმიანობის გაუმჯობესება და არა ყბადაღებულიკრიტიკა კრიტიკისთვის“. ეტყობა ჩვენ გულში ისხდნენ, შევედი სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სულ თავში ასეთი შინაარსის განცხადებას ვაწყდები:

შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებს, სახელმწიფო შესყიდვების გეგმაზომიერად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზრუნველყონ სახელმწიფო შესყიდვების პროცესისათვის თადარიგის დროული დაჭერა, მისი გონივრული დაგეგმარება, რათა სატენდერო პროცედურების გამოყენებით განახორციელონ სახელმწიფო შესყიდვები.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთისა და პრევენციისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს, სატენდერო პროცედურების გარეშე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კრიტიკულად აუცილებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შესყიდვები.

შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ზემოაღნიშნულის იგნორირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად თანხმობის მიღების მიზნით მომართვისას, სააგენტოს მიერ არ იქნება გაცემული თანხმობა გამარტივებული შესყიდვების განხორციელებაზე, ხოლო, პასუხისმგებლობა დამდგარ შედეგზე მთლიანად დაეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

წარმატება ვუსურვოთსააგენტოსთავის საქმიანობაში. უწყების წარმატება, უპირველესად, შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში, ისევ და ისევ სამართლიან გადანაწილებაზე მოდის. ხოლო კანონიერება და სამართლიანობა არის ის ღირებულებები, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყველაზე მეტად გვჭირდება. 

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია