მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„კოლექტიური დეპრესია“ საქართველოში - 25 ივნისი 2012

[foreignpress.ge]

სტეფანია სამერმატერი

საქართველოს დიდხანს მიიჩნევდნენ დემოკრატიის მოდელად კავკასიის რესპუბლიკებს შორის. მაგრამ რუსეთთან კონფრონტაციის, ეთნიკური დაძაბულობის და კორუფციის ზრდის გამო ქვეყნის ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა კვლავ კრიზისშია.

2003 წლის ნოემბერში ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად; ისინი ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდნენ. ამას „ვარდების რევოლუცია“ და ხელისუფლებაში სახელმწიფოს მეთაურად ქარიზმატული ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მოსვლა მოჰყვა.

ამ ახალგაზრდა იურისტის ხელისუფლებაში მოსვლა გარდამტეხი მომენტი იყო გარდამავალ პერიოდში მყოფი ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის.

„სააკაშვილი უკეთესი მომავლის იმედს და დასავლეთთან დაახლოების სიმბოლოს წარმოადგენდა“, ამბობს ჟურნალისტი ერიკ ჰესლი, რომელიც რეგიონს განსაკუთრებით კარგად იცნობს. „რეჟიმის პირველ წლებში, მან კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ომი გამოაცხადა, განახორციელა რა მნიშვნელოვანი რეფორმები ბიუროკრატიის კუთხით და ქვეყნის უსაფრთხოების ძალებში. კავკასიაში საქართველო დემოკრატიის მოდელად განიხილებოდა“.

ახლა კი გარდამავალი პროცესი, რომელსაც შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და სხვადასხვა შვეიცარული არასამთავრობო ორგანიზაცია დაეხმარა, როგორც ჩანს, ჩავარდა. კონფლიქტმა, სეპარატისტულ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკებთან, რომლებსაც მოსკოვი უჭერს მხარს, და აქედან გამომდინარე დიპლომატიური ურთიერთობების კოლაფსმა რუსეთთან, სიტუაცია მხოლოდ გააუარესა.

ჰოსლი აცხადებს, რომ მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, კანონის უზენაესობამ იკლო და მოსახლეობაში რეჟიმით უკმაყოფილება გაიზარდა. „კორუფციამ ფეხი მოიკიდა უმაღლეს საფეხურებზე, მათ შორის იუსტიციის სისტემაშიც კი და სიტუაცია, როგორც ჩანს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო გაუარესდება“, დასძენს ჟურნალისტი.

სოფლის მეურნეობა – საარსებო აუცილებლობა

საბჭოთა ეპოქაში საქართველო აყავავებულ რეგიონად იყო მიჩნეული, მაგრამ 1991 წლის შემდეგ მისი ეკონომიკა შეირყა და წარმოება ოთხჯერ შემცირდა.

„ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ღარიბია, და ყველაზე მეტად ის ერთგვარი კოლექტიური დეპრესიის მსხვერპლია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოულოდნელი კოლაფსის და განმეორებითი კონფლიქტების გამო“, გვიხსნის სტეფანი ჯადი, World Vision Switzerland-ის პროგრამების მენეჯერი.

ეს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში და აფხაზეთში მუშაობს და ეხმარება ჯანდაცვის და განათლების სფეროს, და ზოგადად ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობას ცდილობს.

„სოფლებში ადამიანები თავს ირჩენენ იმით, რასაც აწარმოებენ უძველესი მეთოდებით. ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდებს ის უნარები შევასწავლოთ, რაც მათ სოფლის მეურნეობაში მუშაობისთვის სჭირდებათ“, აღნიშნავს ჯადი.

„ფერმერის ცხოვრებამ მიმზიდველობა დაკარგა, ახალგაზრდები სხვაგვარ მომავალზე ოცნებობენ და ხშირად ემიგრაციაში მიდიან. ბევრ სოფელში, მხოლოდ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან მხრცოვანი ადამიანები ცხოვრებენ, და მუშახელის დეფიციტია“.

მეზობელი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველო რესურსებით მდიდარი არ არის, მისი შიდა ეკონომიკა დიდწილად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. SDC-ის ცნობით, 2006-2010 წლებში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 47% იყო, და მისი განმტკიცება სიღარიბის დაძლევისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

2006 წლამდე, საქართველო მინერალური წყლის და ღვინის სერიოზულ ექსპორტს ახორციელებდა რუსეთში, მაგრამ კრემლის ემბარგოს გამო ღვინის წარმოება უმალ 80 პროცენტით შემცირდა. თბილისი იძულებული გახდა ახალი პარტნიორები მოეძია, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია.

რუსეთი – ასე ახლოს და ჯერ კიდევ ასე შორს

სააკაშვილმა, მისი არჩევის შემდეგ უპირატესობა დასავლეთს, კერძოდ ევროპას და ნატოს მიანიჭა, რითაც რუსეთთან ურთიერთობების გაუარესება დაიწყო.

„სააკაშვილი თავის ლეგიტიმაციას კრემლთან პოლიტიკურ ოპონირებაზე აფუძნებს, თამაშობს რა პატრიოტულ გრძნობებზე“, ამბობს ჰესლი. „თუმცა ეკონომიკა სერიოზული დამოკიდებულების სფეროა. რუსეთი არ არის საქართველოს მხოლოდ მთავარი მიმწოდებელი და კლიენტი, არამედ იქ ცხოვრობს მისი დიასპორის დიდი ნაწილი, რაც სერიოზული ფინანსური რესურსია“.

საქართველოს აქტიური მოსახლეობის მეოთხედი ქვეყნის გარეთ ცხოვრობს – დიდწილად ყოფილ საბჭოთა კავშირში და განსაკუთრებით რუსეთში.

ეს პარადოქსულ სიტუაციას ქმნის, ამბობს ჰესლი. „საქართველო ვერ უნდა აძლევდეს თავს უფლებას იყოს საომარ მდგომარეობაში ქვეყანასთან რომელზეც დამოკიდებულია. ეს იგივეა, რომ შვეიცარიამ ურთიერთობა გაწყვიტოს გერმანიასთან“. „გასაგებია, რომ საბჭოთა დომინირების წლების შემდეგ, საქართველოს სურს საკუთარი გზით წავიდეს, მაგრამ, დასაწყისიდანვე სააკაშვილმა გააზრებულად აგრესიული პოლიტიკა არჩია, და პუტინს არცერთხელ არ უპასუხია მოწყალებით“.

შვეიცარიის ჩართულობის წყალობით, რომელიც 2009 წლიდან დიმპლომატიური შუამავლის როლშია, სიტუაციაში ერთგვარი „ტექნიკური გაუმჯობესება“ შეიმჩნევა, განაცხადა ჰესლიმ.

„შვეიცარელმა დიპლომატებმა გამჭრიახობა და ორიგინალობა გამოიჩინეს და გვერდი აუარეს ამ ორი ქვეყანის პოზიციებს შორის სხვაობებს, განსაკუთრებით, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხში“.

თუმცა ჰესლის აზრით, ფუნდამენტურ პრობლემას თავად სააკაშვილი წარმოადგენს, რომელსაც კრემლი სახიფათო და არასანდო პერსონად მიიჩნევს, ადამიანად რომელთანაც საქმის დაჭერა არ შეიძლება. ის სავარაუდოდ პუტინის შავ სიაშია და თუ კი მას ხელახლა აირჩევენ 2013 წელს, საეჭვოა, რომ ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესდება.

არარსებული საზღვარი, რომელიც ძალიან რეალურია

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი, სააკაშვილის ორი დიდი პრობლემა, კვლავ გადაუჭრელია. ამ სტრატეგიულ რეგიონებს, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, დე-ფაქტო რუსეთი აკონტროლებს.

მაგრამ, მოსკოვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის მიუხედავად, მაგალითად აფხაზეთი ბრძოლას განაგრძობს.

„ეს გაურკვევლობის ზონაა“, ამბობს ჯადი, რომლის World Vision-ი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციიაა, რომელსაც გაეროს ორგანიზაციებთან ერთად მთელ ამ რეგიონში პროექტები აქვს. „ბევრი სოფელი მიტოვებულია; ომის დროს დანგრეული შენობები არასდროს აღდგენილა და საბაზისო მომსახურების დეფიციტია“.

შეხვედრის გასამართად აფხაზურ და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მეზობელ სომხეთში ან აზერბაიჯანში მიემგზავრებიან. მათი შეხვედრების თემა არა ჩვეულებრივ არა კონკრეტული, არამედ ზოგადია და სამშვიდობო საკითხებს ეხება, რადგან მას შემდეგ რაც აფხაზეთმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მას აღარ სურს ეთნიკური კონფლიქტის გაგონება. თუმცა აფხაზეთში ომის გამოცდილებაზე ნებისმიერი მოგიყვებათ, გვიხსნის ჯადი. „ომი დღემდე მათი ცხოვრების ნაწილია. ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი აწმყოს და როგორ ხედავენ მომავალს“.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიტუაციამ ისეთ წერტილს მიაღწია, როდესაც უკან დაბრუნება შეუძლებელია.

„საქართველომ ხელიდან გაუშვა მულტი-ეთნიკური რესპუბლიკის შექმნის შანსი, სადაც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ერთგვარი ავტონომია ექნებოდათ. ახლა მათ ამ რესპუბლიკებთან ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ რუსეთის გზით შეუძლიათ, ეს კი დროს და ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვს“, ამბობს ჰესლი.

მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციები უახლოეს მომავალში კონფლიქტს არ ელიან, თუმცა ისინი სიფრთხილით ელიან 2014 წელს, როდესაც სოჭის ოლიმპიური თამაშები და საპრეზიდენტო არჩევნები იგეგმება. ამ დროს ტერიტორიულმა უთანხმობამ შესაძლოა კვლავ თავი იჩინოს.

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია