მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სუს-ი იმუშავებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და არა ადამინების თვალთვალზე - რომან გოცირიძე - 16 სექტემბერი 2021

სუს-ი რიგგარეშე არჩევნების შემდეგ წესრიგში ჩადგება, ამ ფორმით არ იარსებებს, მცირე უწყება იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება ისეთი, რომელიც იმუშვებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე და არა ადამინების თვალთვალზე.

რომან გოცირიძე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ფაქტი სახეზეა, დანაშაული მომხდარია და ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოდგილე თუ რაღაცებს ეწეოდა, ესქართულ ოცნებასროგორ ამართლებს? უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. რომ ვთქვა, „ქართული ოცნებისესა და ეს ლიდერი არის რუსეთის დანომრილი აგენტი და მას რაღაც ზედმეტსახელი ჰქვია-თქო, ინტერნეტში სუს-ისვერბორკებისფორმა უამრავი ყრია, რომ ამოვბეჭდო და ჩავწერო მისი გვარი და ვთქვა, ეს არის კა-გე-ბე- აგენტი-თქო, ეს ხომ სერიოზული არ არის, ამ ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნება კვდება. ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია დააბრალო, რასაც ახლაქართული ოცნებააკეთებს. გრიგოლ ლილუაშვილის ყველა მოადგილე დღეს ოპოზიციაშია. სოსო გოგაშვილი წერს, სუსი უნდა დაინგრესო. იქნებ, იმან გამოიტანა? რატომ უნდა ვიმარჩიელო, ვინ გამოიტანა? როცა ფაქტი სახეზეა, დანაშაული მომხდარია და ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. პროკურატურა ვინ არის? – ბიძინა ივანიშვილის მორჩილი. უდიპლომო შალვა თადუმაძე ვინ არის? – მოსამართლე. სუსი რიგგარეშე არჩევნების შემდეგ წესრიგში ჩადგება, ამ ფორმით არ იარსებებს, იქნება მცირე უწყება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე იმუშავებს და არა ადამინების თვალთვალზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია