მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა სააკაშვილი - ნიკა მელია - 04 ოქტომბერი 2021

მიხეილ სააკაშვილი არის ბედნიერი ადამიანი, რომ აქვს პატივი იყოს იქ, სადაც ახლა არის და იცოდეს, რომ მისი თავგანწირვით და თავდადებით ბევრი რამ შეიცვლება ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ, მადლობა მას ამისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეებს მაგალითი მისცა, როგორ უნდა იბრძოლონ.

ნიკა მელიას განცხადებით, 30 ოქტომბრის არჩევნები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გარანტია იქნება.

არავინ აძალებდა მიშას ჩამოსულიყო და შესულიყო იქ, სადაც ახლა არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა მიხეილ სააკაშვილი. არაფერი ისე არ აძლიერებს პოლიტიკურ პატიმარს, როგორც ჩვენი მაგრად ყოფნა, მხნეობა და შემართება. ჩვენ ოქტომბრის ბოლოს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბოლომდე საქმის მიყვანა არის გამარჯვება, ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისიც, ქუთაისიც, ფოთიც, თელავიც და ყველა ის ქალაქი, სადაც უკვე დავამარცხეთ ივანიშვილი უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითებს არჩევნები მოვუგეთ. ამ ოცივე ქალაქში 30 ოქტომებრს გამარჯვება საწინდარი და გარანტია იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა. 30 ოქტომბერი იქნება ბრძოლის ველი. დედა, მამა, შვილი, ბიძაშვილი, კიდევ უფრო მეტნი უნდა გავიდეთ. თოეული ხმა დავიცვათ. არ გვაქვს უფლება სხვაგვარად მოქმედების. ბედნიერები ხართ, რომ პატივი გერგოთ წილად, გქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ამ ისტორიულ პროცესში, სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ეს პატივი ყველას არ ჰქონდა. ჩვენი წინაპრების ნაწილს ჰქონდა, ნაწილს-არა. მიხეილ სააკაშვილმა მოგვცა მაგალითი, როგორ ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მელიამ.

აქციაზე სიტყვით გამოვიდანაციონალური მოძრაობისწევრი ხატია დეკანოიძე, რომელმაც მანამდე ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ხატია დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და დიდი გამარჯვების მოლოდინში.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტი იყო ის, რომ მე ახლა, ამ საპყრობილეში ვიყავი, შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, თქვენი ხმა ესმოდა, შემოგითვალათ დიდი სიყვარული, ძალიან მხნედ არის, კარგად არის, რაც მთავარია, დიდი რწმენა აქვს საქართველოს გამარჯვების და რეჟიმის დამარცხების. ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რუსული რეჟიმის მიერ დევნილი, არის სირცხვილი ამ ხელისუფლების, არის სირცხვილი სახელმწიფოსი, მაგრამ ძალიან მალე ის იქნება თავისუფლებაზე, საქართველოც იქნება თავისუფალი, გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება. არ არსებობს გამარჯვება თავისუფლებისთვის ბრძოლის გარეშე, რთულია, რისკიანია ეს გზა და მიშას ეს ჰქონდა გაცნობიერებული, მაგრამ ბედნიერია, რომ თავის სამშობლოშია, თქვენი ხმა ესმის და დიდი გამარჯვების მოლოდინით არის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

არავითარ ბერკეტებზე არ იქნება საუბარი, სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მოიხადოს სასჯელი და ის მოიხდის სასჯელს, – ამის შესახებ პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება არჩევნებს, კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამმძიმე მარცხი განიცადა.

ისინი წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჩვენ 40 პროცენტიც არ გვექნებოდა და იგემეს ძალიან მძიმე მარცხი. რაც შეეხება მეორე ტურებს, ეს რეფერენდუმი ჩვენი მხრიდან არის ბოლომდე მისაყვანი. ნელ-ნელა უნდა დავამთავროთ დაწყებული საქმე დანაცმოძრაობა“ 2024 წლამდე უნდა გავაქროთ პოლიტიკური სპექტრიდან. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია