მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა - ბადრი ჯაფარიძე - 25 ოქტომბერი 2021

უნდა ჩატარდეს ის კვლევები, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა, ვსაუბრობთ ძალიან დიდ რისკებზე, „ქართული ოცნების“ არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არ უნდა აიღოს ეს რისკი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სააკაშვილთან დაკავშირებით არ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

როგორც გავიგე, კონსილიუმის გადაწყვეტილება იყო, რომ აუცილებელია გარკვეული კვლევების ჩატარება და ამისთვის აუცილებელი აპარატურა არ არის ციხის საავადმყოფოში. შესაბამისად, კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ და არ უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თქვა, კერძო კლინიკაში არ გადავიყვანთ და ამიტომ არ გადაიყვანენ. ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ამიტომ, აუცილებელია, ის კვლევები ჩატარდეს, რომელიც კონსილიუმმა აუცილებლად ჩათვალა. ვსაუბრობთ, ძალიან დიდ რისკებზე. „ქართული ოცნებისარც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არც ერთმა არ უნდა აიღოს ეს რისკი იმის გამო, რომ თქვეს, ციხიდან არ გამოვუშვებთ სააკაშვილს. რას ჰქვია, არ გამოუშვებ? ბადრაგით ხდება პაციენტის გადაყვანა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კონსილიუმის მიერ მომზადებულ დასკვნაში საუბარი არ არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დასკვნაში საუბარია მულტიპროფილურ დაწესებულებაზე და მე-18 დაწესებულება მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

„რაც შეეხება ექიმთა კონსილიუმს, რომელშიც წარმოდგენილი არიან საზოგადოებისთვის ძალიან ავტორიტეტული ექიმები, შეიკრიბნენ ორჯერ და არსებობს ორი დასკვნა. პირველად, როდესაც რეკომენდაციები გასცეს, ეს იყო თუ არ ვცდები 13 ოქტომბერს, შესრულებულია. რეკომენდაციები ეხება გარკვეულ მედიკამენტურ მკურნალობას. ბუნებრივია, ამ დეტალებზე არ ვიმსჯელებთ. ბოლო დასკვნა არის სარეკომენდაციო ხასიათის. საუბარია შემდეგზე – თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია, ამ შეთხვევაში, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარია სამოქალაქო კლინიკაზე, ხაზგასმით ვამბობ, რაზეც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის, ზოგიერთი ოპონენტი, არ ყოფილა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, შეესაბამება თუ არა კონკრეტულად იმ განსაზღვრულ სტანდარტებს დაწესებულება, რაც დადგენილია მულტიფუნქციური კლინიკისთვის, რატი ბრეგაძემ აღნიშნა:

„გუშინ ვიმყოფებოდით პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუკი გახდება საჭირო პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, ის გადაყვანილი იქნება ამ დაწესებულებაში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კლინიკას, შეგიძლიათ გაესაუბროთ შესაბამის სპეციალისტებს. ექიმებისგან რა ინფორმაციაც მაქვს, ამაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ეს საავადმყოფო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომა იყო. ბრეგაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში ამ ეტაპზე არის ექიმი-რეანიმატოლოგი.

„ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ნინო ლომჯარიასთან. ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში. აქ ასევე ჩართულია ნინო ლომჯარია. რაც შეეხება მის დასკვნას, მანდ ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო. ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებაზე, „ციხეში ე.წ. იმიტირებული ბუნტის შესახებ“ შეკითხვასაც უპასუხა.

„რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია. თუ დაინტერესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში და მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვასა და მისი ჯანმრთელობის სტაბილურ მდგომარეობაში, უნდა გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხი და მიაწოდოს ინფორმაცია“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია