მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება, როგორც ფიქრობენ დაკავშირებულია ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან - ამირან გამყრელიძე - 26 ოქტომბერი 2021

ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ფიქრობენ, ეს გარკვეულწილად, დაკავშირებულია ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საქართველოში კვლევების შედეგად კორონავირუსის ახალი შტამი არ დაფიქსირებულა.

ის ცირკულირებს საკმაოდ მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეცდელტასერთ-ერთი ნაირსახეობაადელტა +“, მაგრამ ისდელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ, სხვა გენეტიკური ვარიანტია. ლუგარის ლაბორატორია მუდმივ რეჟიმში სწავლობს სხვადასხვა კლინიკიდან შერჩევითად აღებულ ნიმუშებს და ვსწავლობთ მათ გენეტიკურ ცვლილებებს. ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია, ხომ არ გამოვლინდა რომელიმე ატიპური მუტაცია, რომელიც შეიძლება, იყოს კავშირში ამ ახალ შტამებთან. ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ამასთან, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 650 პაციენტი, გარდაიცვალა 46.

stopcov.ge- მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 090 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 647, „პისიარტესტით – 12 443.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,9%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო შვიდი დღის – 8,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 698 944 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 639 564 გამოჯანმრთელდა, 9 831 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 955 943 აცრა, დღიურად აცრილია 4 927.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 186 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 975 პირი, - ნათქვამია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია