მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 39.5 პროცენტს შეადგენს, რაც ჯამში 825 129 ამომრჩეველია - ცესკო - 30 ოქტომბერი 2021

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 39.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 825 129 ამომრჩეველია. მათივე ცნობით, თბილისში საარჩევნო უბნებზე 387 771 ამომრჩეველი მივიდა, რაც 38,7%-ს შეადგენს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო- პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ამომრჩევლებს მოუწოდა, იაქტიურონ და არჩევნების დასრულებამდე დარჩენილი დრო გამოიყენონ.

კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს, იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე ორი საათი დარჩა“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დღეს, 2 ოქტომბრის მსგავსად, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

ამომრჩევლები ხმას სპეციალური აპარატის გამოყენებით აძლევენ, აპარატის საშუალებით შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. ასევე აღვნიშნავთ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში – Google drive-ის პლატფორმაზე. ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადასაღებადაც. ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკო- და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკო-ში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360-გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკო- Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ცესკო-ში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 97 საჩივარი, მათ შორის 40 დამკვირვებლების, ხოლო 57 საარჩევნო სუბიექტების მიერ არის წარდგენილი. მათივე ცნობით, უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი. კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში.

შეგახსენებთ, განცხადება/საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში ის განუხილველი დარჩება. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკო-ში გასაჩივრების შემთხვევაში, განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

ასევე კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელიც ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობის მოწმობას. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და ამ შემთხვევაშიც საქმე ეხება გვარის შეცვლას. სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, ეს ფაქტი მოხდა ორი წლის წინ. შესაბამისად, ამომრჩეველთა სიაში შეტანილია შეცვლილი მონაცემი და ის ხმის მიცემას მხოლოდ ერთხელ შეძლებდა.

რაც შეეხება ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბანზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა შეჩერებული იყო კენჭისყრა, აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება, საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ასევე გლდანის საარჩევნო ოლქის ორ საარჩევნო უბანზე გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რამაც კენჭისყრის შეფერხება გამოიწვია. მათ შორის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები დაფიქსირდა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლებამოსილ პირებს, დაიცვან კანონი, მისცენ შესაძლებლობა საარჩევნო კომისიებსა და ამომრჩევლებს, მშვიდ ვითარებაში წარიმართოს კენჭისყრა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბურთალოს 68- საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმზე წინასწარ მოაწერეს ხელი კომისიის თავმჯდომარემ და მოადგილემ. კომისიას გადაეცა ახალი შემაჯამებელი ოქმი, ნაწილობრივ შედგენილი ოქმი კი განადგურდა“, – აცხადებენ ცესკოში.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია