მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ოპოზიციონერი ბლოგერის ბოლო „წერილი“ - 04 ნოემბერი 2021

ufleba.ge

აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჰუსეინ ბაკიხანოვი 14 ივლისს თბილისში, სასტუმროსტამბაშიგარდაცვლილი იპოვეს. დასაქმებასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე იყო მისული, დათვალიერების დროს სხვებს ჩამორჩა და სახურავიდან გადმოხტა, რასაც თვითმხილველები ჰყავს. პოლიციამ საქმე 115-თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაღძრა.

12 ივლისს, ბაკიხანოვი აზერბაიჯანელ თანამემამულეთა ჯგუფმა სცემა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართა და საექიმო შემოწმებას ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, სამედიცინო სამსახურმა უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ჰუსეინს აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა, ამიტომ ბოლო პერიოდში თბილისში ცხოვრობდა და საქართველოს ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვდა.

დაღუპულის ახლობელი ავთანდილ მამედოვი წერს, რომ ჰუსეინს მასთან კომუნიკაცია ბოლოს 14 ივლისს ჰქონდა, რა დროსაც თავდამსხმელების აზერბაიჯანის მთავრობასთან კავშირზე უამბო. მისივე თქმით, მოგვიანებით ბლოგერმა სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა. „კვირების განმავლობაში ვურეკავდი, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებდი, არც ვიცოდი, სად იმყოფებოდა“, - წერს მამედოვი.

ასევე დევნილი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ინფორმაციით, ბაკიხანოვი თავის დროზე აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკის გამო დააკავეს:ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებით. თბილისში ყოფნისას მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე“, - დაწერა აფგან მუხთარლიმფეისბუკზე“.

მისივე ინფორმაციით, წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანელი პოლიტიკური დევნილი კვდება საზღვარგარეთ:ერთი პოლიტიკური დევნილი ბელგიაში გარდაიცვალა, მისი ცხედარი მდინარეში იპოვეს, მეორე კი სტამბოლში. გარდაცვლილის გვამი ზღვაში აღმოაჩინეს. ეს კი უკვე მესამე შემთხვევაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიტიკულად განწყობილ ბლოგერებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ამ გზით სჯის“.

ბაკიხანოვს საქართველოში თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაციაუფლებები საქართველო“. ორგანიზაციის ადვოკატი, რუსუდან მჭედლიშვილი განმარტავს, რომ ჰუსეინმა ორგანიზაციას 15 ივნისს მიმართა:

შსს- მიგრაციის დეპარტამენტისგან საქართველოში თავშესაფარი ითხოვა. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ 2021 წლის 15 ივლისს მას უნდა აეღო თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რაც არ ნიშნავს, რომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა. 6 ივლისს ჰუსეინი დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ სურდა მესამე ქვეყანაში გადასვლა, კონსულტაცია გავუწიეთ. შემდგომი კომუნიკაცია გვქონდა 2021 წლის 14 ივლისს, როდესაც ის გარდაიცვალა. გვაცნობა, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, ცემის ფაქტი და სურდა სამართლებრივი კონსულტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჰუსეინ ბაკიხანოვს არ უთხოვია სამართლებრივი დახმარება, მან მხოლოდ რჩევა ითხოვა“.

კითხვაზე, რა დაემართა ბაკიხანოვს სასტუმროსტამბაში“, რუსუდან მჭედლიშვილი ამბობს:ჰუსეინი მოტივირებული ადამიანი იყო, დასაქმებაში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაც ეხმარებოდა; რატომ უნდა მოეკლა თავი, როცა მიზნები ჰქონდა, ფიქრობდა, მანამდე მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე რეაგირება მოეხდინა. წინა დღეებში ამაზე ვიდეომიმართვაც გაავრცელა. მიმართა პოლიციასაც და კონსულტაციები ჩვენთანაც ჰქონდა, თუ რა პროცედურები უნდა გაევლო. იმ დღესაც დამატებით კონსულტაციაზე მოსვლას აპირებდა, ამიტომ გაუგებარია ის, რაც მოხდა.

კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს. პროცესში დაზარალებულის წარმომადგენლად ჩართვა ვერ შევძელით, რადგან პირი გარდაცვლილია, აზერბაიჯანში ოჯახის წევრებიც ამის სურვილს არ გამოთქვამენ. ეს გვართმევს უფლებას, გამოძიებისგან უფრო დეტალური ინფორმაცია მივიღოთ. საქმეზე დაკვირვებას ვახორციელებთ. დაიკითხა ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ბაკიხანოვს სამართლებრივ კონსულტაციებს უწევდა. ოჯახის წევრების სურვილის შემთხვევაში, გავაგრძელებთ გამოძიებისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას“.

ადვოკატის განმარტებით, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისთვის სტატუსის მინიჭების პრაქტიკა საქართველოში ნაკლებადაა. მისივე თქმით, უმეტეს შემთხვევაში, ისევ და ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველზე უარია ნათქვამი ლტოლვილის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე:

მივიჩნევთ, რომ არასწორი პრაქტიკაა, რადგან კონფიდენციალურ ინფორმაციაზე აპელირება ეფექტურ დაცვაში ხელს გვიშლის. თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა, უკვე სასამართლოში გვიწევს მტკიცება, რომ ბალანსი უნდა იყოს დაცული კონკრეტული პირის ჯანმრთელობა-სიცოცხლისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მითითებულ არგუმენტებს შორის. პრაქტიკა ისეთია, რომ უსაფრთხოებიდან გარკვეული სახის ინფორმაცია თუ მოვიდა (რომ პირისთვის სტატუსის მინიჭებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ), სახელმწიფო ორგანო ამას ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს და სტატუსს არ ანიჭებს, რაც ძალიან ცუდია. ადრე იყო მთხოვნელთა დიდი რაოდენობა. აფგან მუხთარლის სკანდალური გატაცების შემდეგ ეს მონაცემი შესამჩნევად შემცირდა. ბევრმა საქართველო დატოვა, რადგან აქაურობას უსაფრთხოდ აღარ მიიჩნევდნენ; ნელ-ნელა გადადიოდნენ სხვა ქვეყნებში, რათა საკუთარი და ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველეყოთ“.

აზერბაიჯან-საქართველოდან კიდევ ერთი დევნილი დაშგინ აგალარლი ufleba.ge-სთან ამბობს, რომ თავის დროზე აფგან მუხთარლის გატაცებამ სხვა ოპოზიციონერები გადაარჩინა. მისივე თქმით, ამ მომენტისთვის ძლიერი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი საქართველოში თითქმის ღა დარჩა:

ერთ-ერთმა მათგანმა, ბლოგერ-ჟურნალისტმა ჰუსეინ ბაკიხანოვმა სასტუმროსტამბიდანთავი გადმოიგდო თუ გადმოაგდეს. ეს ამბავიც აფგანის გამოძიებიდან გავიგე. ეჭვია, ესეც ბუნებრივი სიკვდილი არ ყოფილა, ეხმარებოდნენ. პოლიცია მის დაღუპვას 10 დღე მალავდა. სამწუხაროდ, მტკიცებულება არ გვაქვს და ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, რომ ამაში ან ადგილობრივი ან აზერბაიჯანელი სპეცსამსახურები ჩარეული იყვნენ.

ასევე დააპატიმრეს ავთანდილ მამედოვი, მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ მომენტისთვისტვ ობიექტივშიმუშაობს. სწრაფადვე გაათავისუფლეს, 3 ათასი ლარის გირაო გადაიხადა. ვიცი, მის მიმართ განსაკუთრებული საფრთხე არ არსებობს.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული გზიდან გადაუხვია, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. გვესმის, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა საჭირო და მნიშვნელოვანია. მაგრამ პოლიტიკური თანამშრომლობისას ადამიანის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს, რეპრესიებს მხარს არ უნდა უჭერდნენ. ივანიშვილი პრაქტიკულად ვაჭრობს აზერბაიჯანთან, როგორც წარმატებული ბიზნესმენი. ეს ხაზი პოლიტიკაშიც გრძელდება. საქართველო პრაქტიკულად აქტიური აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტების გარეშე დარჩა“.

ჰუსეინ ბაკიხანოვის ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში (ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიის პირობებში) ადამიანის უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება სათანადოდ დაცული არ არის. ვაჟა-ფშაველასსტუმარ-მასპინძლისქვეყანაში დევნილი ჟურნალისტი ასე უპატრონოდ არ უნდა რჩებოდეს. წამებისგან გამოქცეული ელემენტარულ თანადგომა-თავშესაფარს, ლტოლვილის სტატუსს ითხოვდა, რაც თბილისმა ვერ უზრუნველყო.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია