მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააკაშვილის მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, საჭიროა დაუყოვნებლივ კონსიულიუმის მოწვევა - ნიკოლოზ ყიფშიძე - 07 ნოემბერი 2021

პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე.

ნიკოლოზ ყიფშიძე კონსილუმის წევრებს სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას სთხოვს.

მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ, მაქვს ცუდი ნიუსები თქვენთვის. მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე. ეს არის ტრაგედია, რადგან ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში. ამიტომ, მე ვთხოვ პორველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ, რაც შეიძლება ჩქარა, არ ვიცი სად, გინდათ, აქ და გინდათ, სადაც იქნება, გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში. ოფთალმოლოგის და ოტოლარინგოლოგის ხაზით ყველაფერი ნორმალურად არის. პირველი მედიკოსების ჩარევა არ არის ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, ეს ვიზიტი იყო დაგეგმილი ადრე. თავის ტკივილი არაფერს ნიშნავს ამ წუთში, ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. მდგომარეობა იქნება კრიტიკული, არ მინდა, გრაფიკულად მოგიყვეთ, რა როგორ დაეცემა. ჩემი რეკომენდაცია არის, დაუყოვნებლივ კონსიულიუმის მოწვევა და საკითხის გადაწყვეტა, თუ რა უნდა ვქნათ სააკაშვილთან მიმართებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ახლა საუბარია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაზე.

ის იღებდა წამლებს, რომლებიც უზრუნვეყლოფდა მის სიცოცხლეს, გუშინდელი კადრების მერე უარი თქვა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია