მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„დღეს ჩვენი გადარჩენის გზა მხოლოდ აცრაზე გადის!“ - 22 დეკემბერი 2021

ჯანმრთელობით და სიცოცხლით გარისკვა დაუშვებელია“

ჩვენმა რესპონდენტმაკოვიდ 19“ სულ ახლახან გადაიტანა. აუცრელობის მიუხედავად, გაუმართა და ოცდამეერთე საუკუნისშავ ჭირსშედარებით მსუბუქადდაუძვრა“. ვადის გასვლისთანავე ვაქცინის გაკეთებას აპირებს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს. ჩვენ გურამ - (მისივე თხოვნით, ზუსტ ვინაობას არ ვასახელებთ) ვესაუბრეთ:

- ქვეყანაში კარგა ხანია მძვინვარე კოვიდპანდემიის მიუხედავად, აცრის გაკეთება ვერა და ვერ გადავწყვიტე. არადა, ყაზბეგზე, ინფექციურთან სიახლოვეში ვცხოვრობ და ყოველდღე ჩემი თვალით ვხედავდი, რამდენი ადამიანი მიდიოდაბოჭორიშვილშივაქცინაციაზე. მე იქვე გვერდითა პარკში დილა-საღამოს სეირნობას, ვარჯიშს ვამჯობინებდი და ვფიქრობდი, ამ გზით კორონა ვერაფრით მომერეოდა. კაცი ბჭობდა, ღმერთი (და ჩვენი მუშკეტერებიც) იცინოდაო.

- ოჯახშიც არავინ იყო აცრილი?

- როგორ არა, მეუღლემ კარგა ხანია ივაჟკაცა და აიცრა. ალბათ მასზე პროფესიით ექიმმა დაიკომაც იმოქმედა; სულ ეჩიჩინებოდა, შვილის ხათრით მაინც აიცერითო. ჩემი თვალით დავინახე, „ფაიზერზეარანაირი გართულება არ ჰქონია, მაინც ვერ გავბედე. ალბათ გეცოდინებათ, ფსიქოლოგიური ფაქტორი უფრო ხელის შემშლელია მაგ დროს. ეკლესიურად ვცხოვრობ და რაღა დასამალია, საპატრიარქოს პოზიციასაც ყოველთვის ვითვალისწინებდი. მოგეხსენებათ, დღემდე არც ეწინააღმდეგება და არც მოუწოდებს მრევლს ან ნაბიჯის გადადგმისკენ.

- პირდაპირ მოწოდებას შედეგი რამდენად ექნებოდა?

- აბა, რა გითხრათ, რომის პაპი და ირანის სულიერი ლიდერი პირდაპირ ეთერში აიცრნენ,  მათ მრევლში ამ ყველაფერს რა კონკრეტული გამოხმაურება ჰქონდა, ვერაფერს გეტყვით. ზოგადად, აცრის სავალდებულოობა ალბათ უფრო ქვეყნის საერო ხელისუფლების პრეროგატივაა და არა სასულიეროსი. მით უმეტეს, როცა ჩვენი საზოგადოების ნაწილს ისევ ანტივაქსერული განწყობები ასაზრდოებს.

- კოვიდი რა ვითარებაშიაიკიდეთ“?

- ერთ-ერთ გასამხედროებულ ორგანიზაციაში ერთკვირიანი შეკრების შემდეგ, მეორე თუ მესამე დღეს სიცივე, სხეულში მტვრევა ვიგრძენი. ცოტა თავის ტკივილიც. კლინიკაში სწრაფმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, მაგრამ პისიარ ტესტმა ჩემი ეჭვები დაადასტურა. თავიდანვე მაღალი სიცხე არ მქონია, 37-38 გრადუსის მიდამოებში მერყეობდა.

- მკურნალობა სად გააგრძელეთ?

- ექიმი ნათესავის რჩევით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადავედი. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება სახლშიც შეიძლებოდა შედარებით იზოლირებულ პირობებში, მაგრამ ბავშვის ფაქტორის გამო გადასვლა გადავწყვიტე.

- იქ რა პირობებში იყავით?

- მთლიანობაში ნორმალური პირობებია, პანდემიისას ბოქსირებულ განყოფილებას რაც შეეფერება ისე იყო. პერსონალის მომსახურება, სისუფთავე, კვება მისაღებია. რასაკვირველია, გარკვეული პერიოდით გარე სამყაროსგან იზოლირება სასიამოვნო ამბავი არ არის, იძულებული ხარ რეალობას თვალი გაუსწორო. ერთადერთი, რამაც დისკომფორტი შემიქმნა, პაციენტებზე მიმაგრებული ჟანგბადის აპარატის ხმაური იყო. ბუნებრივია, იქვე ჩემ გვერდით რთული პაციენტებიც იყვნენ, ფილტვების მეტწილად დაზიანებით, ხელოვნურ სუნთქვაზე დამოკიდებულები.

- ამან ალბათ თქვენზეც იმოქმედა...

- როგორ არა! ერთია ტელევიზორიდან მოსმენილ-წაკითხული და სხვაა საკუთარი თვალით ხილვა, ინფიცირებიდან სულ ცოტა ხანში რა რთულ მდგომარეობაში ვარდებიან პაციენტები. იქ ნამდვილი ბრძოლაა გაჩაღებული სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე და კიდევ ერთხელ რწმუნდები, რა ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა ადამიანებს. გარწმუნებთ, ასეთ შავ დღეში ჩავარდნილი არცერთი ადამიანი ანტივაქსერობას გულშიც აღარ გაივლებს, იმდენად შემზარავია აუცრელობის შედეგები.

მოკლედ, ბოქსირებულში ამ სურათის გამო, პირველი ღამე არ მიძინია. სხვადასხვა წამლები, მათ შორისნიქსარიდამალევინეს, რომ რამენაირად დამეძინა. არაფერმა მიშველა და დილისკენ სულ მცირედით წავთვლიმე. მეორე დღეს ვთხოვე, მათაც გაითვალისწინეს ჩემი მდგომარეობა და შედარებით მსუბუქი პაციენტების პალატაში გადამიყვანეს. 24 საათით უძინარმა იქ უკვე მოვახერხე დასვენება.

- მკურნალობა როგორ წარიმართა?

- გამიმართლა, სისხლის გადასხმას, გამათხელებელს კი მიკეთებდნენ, მაგრამ ზედმეტი გართულება არ მქონია. ალბათ გვერდითა პარკში ფიზიკურმა აქტივობამაც მიშველა. სხვადასხვა საჭირო მედიკამენტებიც მომცეს. ცოტა მოგვიანებით გასინჯულს ფილტვების დაზიანება არ მქონია. მხოლოდ ხველა და ცოტა სიცხე, სულ ეს იყო. რომ არ დამავიწყდეს, იქვე ბოქსირებულის დერეფანში დილა-საღამოს სეირნობას მაინც ვახერხებდი, ამისთვის ფანჯრის გამოღებაც იყო შესაძლებელი.

- იქ რამდენ ხანს მოგიწიათ ყოფნა?

- 5 თუ 6 დღის შემდეგ, როგორც მსუბუქი პაციენტი იქვე სიახლოვეს კოვიდსასტუმროში გადამიყვანეს; სადაც ასევე ნორმალური პირობები დამხვდა. დღეში სამჯერადი დიეტური კვება და .. ნომერში სიარულს ნაკლებად, მაგრამ ძალისმიერ ვარჯიშებს, აზიდვებს და მისთ. უკვე სტაბილურად ვახერხებდი. ამასობაში, კინოფილმების ნახვის ხასიათზეც დავდექი. დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ გამიყვანეს და საბოლოო კვლევები ჩამიტარეს. სისხლში რაიმე დიდი ცვლილება, ფილტვებში დაზიანება ისევ არ მქონია. ცოტა ხველა გამომყვა, ბოლო დღეებში სიცხეც საერთოდ აღარ მქონია.

თავისუფლებაზეგამოსვლისთანავე ისევ გვერდითა პარკში გეგმური სიარული დავიწყე დილა-საღამოს. გარწმუნებთ, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ფიზიკურ აქტივობაზე უკეთესი გზა არ არსებობს. აქამდე კარგ ფორმაში რომ არ ვყოფილიყავი, მართლა გამიჭირდებოდა ბევრთან შედარებით ასე მსუბუქადგამოძრომა“.

- ვაქცინაციაზე რა აზრის ხართ?

- საკუთარი ჯანმრთელობით და სიცოცხლით გარისკვა დაუშვებელია. ასევე ჩემი გამოცდილებით, კოვიდმა არ იცის ჯანმრთელი (თუნდაც მოვარჯიშე) და ავადმყოფი ადამიანი, ის შეიძლება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროსა და ვითარებაში დაემართოს. სულ ვფიქრობდი, რომ მე ვერაფრით მომერეოდა, ძალიანაც ვცდებოდი.

ასევე, ვისთანაც კონტაქტში ვიყავი აცრილებთან, ცოცხალი თავით კოვიდი არ შეხვედრიათ. გადავამოწმე, ყველას დავურეკე, არცერთ აცრილს იმ შეკრების კონტაქტებიდან პრობლემა არ შეჰქმნია. მე კი ლამის ორ კვირა გარე სამყაროსგან, ოჯახისგან სრულ იზოლაციაში გავატარე.

ამიტომ მსურს მივმართო თქვენი ჟურნალის მკითხველებს - ჩემო მეგობრებო, აუცილებლად მიდით და აიცერით! დღევანდელ კატასტროფულ ვითარებაში სხვა გამოსავალი უბრალოდ არაა. ნუ დააყენებთ რეალური საფრთხის წინაშე საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, ნათესავ-ახლობლებს... აქ უკვე საერთო პასუხისმგებლობის გამოწვევა დგას. ყველას გარწმუნებთ, შემზარავია თითქმის უიმედო პაციენტზე მიერთებული, მოგრუხუნე ჟანგბადის აპარატი. გთხოვთ, აქამდე საქმეს ნუ მიიყვანთ. მე ამჯერად გადავრჩი, მაგრამ დღეში 80-დე ადამიანი ტოვებს წუთისოფელს და ყველას პასუხისმგებლობაა ამ უბედურებას თავი დავაღწიოთ.

ველოდები, ოჯახის ექიმი ნებართვას მომცემს თუ არა, წავალ და ავიცრები; რადგან  დღეს ჩვენი გადარჩენის გზა მხოლოდ აცრაზე გადის!

წყარო: "გზა"   

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია