მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა საფრთხე ემუქრება სინათლეს ჩვენს ფანჯრებში - 25 დეკემბერი 2021

 

ჰიბრიდულ ჩარევებს დავაბრალოთ თუ ზოგად უმეცრებას, ქვეყნისთვის შიდა ენერგეტიკული გაძლიერება სასიცოცხლოდ აუცილებელია“

ufleba.ge

90-იან წლებში, სამსახურიდან სახლში (ვაკის სტუდქალაქში) დაბრუნებისას, განათებული კორპუსი იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. ძალიან ხშირად ჩაბნელებული დერეფნები მხვდებოდა. მალე ოცდამეერთე საუკუნეც დადგა, მაგრამ სინათლე ჩვენს ფანჯრებში ვერა და ვერ ნათდებოდა.

სტუდქალაქისტერიტორია სადენებით მოდებულაბლაბუდასუზარმაზარ ქსელს წააგავდა. ვისაც საიდან შეეძლო იპარავდა ელექტროენერგიას. სხვა საშველი როცა აღარაფერი იყო, ქუჩის განათების ხაზიდანვქაჩავდით“, საღამოს 7 საათიდან დილის 8 საათამდე. მუდმივი კრიზისის გამო, ხშირად ესდენიკინისდროინდელი სვეტილნიკებიცვერ ინთებოდა.

იმის საილუსტრაციოდ, თუ სად იყავით და ახლა სად ვიმყოფებით. ენერგიის წყაროების გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობა უხერხემლო სიტყვებია. საკუთარ ტყავზე გამოგვიცდია, რა შედეგები მოაქვს ჩრდილოელ მეზობელზე ენერგო დამოკიდებულებას. ამ თვალსაზრისით, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდანაც არანაკლები სირთულეები მომდინარეობს ჩვენი საერთო ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

რეალობა და საფრთხეები

ენგურისადავარდნილისჰესების გამომუშავების ნაწილი აფხაზეთს უფასოდ მიაქვს. 90-იანებიდან მოყოლებული შეთანხმებაა, წლიური გამომუშავების 60% წამოიღოს თბილისმა, 40% აფხაზეთმა. ბოლო წლებში (განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში) აფხაზეთს 40%-ზე გაცილებით მეტი მიჰქონდა. ეს რეალობა ჩვენი სისტემისთვის კრიტიკულ პრობლემას ქმნიდა, იმპორტის გაზრდა გვიწევდა.

აღნიშნული ჰიდროსადგურების ნაწილობრივ საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობა რუსეთის მხრიდან დამატებით რისკებს ქმნის, რომ შეტევები (ფიზიკური და სხვადასხვა პროვოკაციები) განახორციელოს. აფხაზეთში ენერგო მოთხოვნის გაზრდილი მაჩვენებელიც პრობლემურია. იქნება ეს კრიპტოვალუტის წარმოება, რუსული არმიის დანაყოფების მიერ მოხმარების ზრდა თუ რუსული ბიზნეს ორგანიზაციების კომერციული საქმიანობის გააქტიურება. ამის გამო, ჰესების გამომუშავების დიდი წილი უკვე აფხაზებს მიაქვთ.  

ამას გარდა, აფხაზეთში მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურაა, განაწილება-გადაცემის სისტემები ამორტიზებულია. ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი ძალიან დაბალია და ტარიფები მცირეა. მაგალითად, მოსახლეობა 40 კაპიკს (რუსული რუბლი) იხდის კილოვატ საათში, რაც დაახლოებით 2 თეთრია; უფრო დაზუსტებით 1,8-ია თეთრია ლარზე გადაანგარიშებით. შედარებისთვის, საქართველოში ერთი კილოვატ საათი საშუალოდ 20 თეთრზე მეტი ღირს. აფხაზეთში კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის საფასური 85-კაპიკამდეა (რუბლი) კილოვატ საათზე, დაახლოებით 3,8- 3,9 თეთრი გამოდის, რაც დანარჩენ საქართველოსთან შედარებით ბევრად დაბალი ღირებულებაა.

ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ნაწილში გამრიცხველიანება ფაქტობრივად არ ხორციელდება; ფიქსირებული ტარიფით ახდევინებენ და ამოღების წილიც ძალიან მცირეა. ამასთან, ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო ტრანსპორტირების დანაკარგები ძალიან დიდია და მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხი დაბალი.

ცხინვალის მიმართულებით ოკუპანტები ყოველდღიურად .. საზღვარს აფართოებენ, რის ფარგლებშიც ჩვენი კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ხვდება. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის უკვე კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი ამ .. საზღვრის ფარგლებშია მოქცეული. ასევე, ძალიან ახლოს არიან მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელთანაც. რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის, რომ შემდგომში ესეც შეიძლება გამოიყენონ ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის.

რა ხდება დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში

ჩერნომორენერგოსპრესსამსახურის ცნობით, აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღება მიმდინარე წლის 18 დეკემბერს 0:15 საათზე დაიწყო. მანამდე, „ენგურჰესისგენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდების გარეშეენგურჰესიექვსი დღის შემდეგ შეიძლება გაჩერდეს (ჯვრის წყალსაცავში დაბალი დონის გამო). იგი ელექტროენერგიით მხოლოდ აფხაზეთს უზრუნველყოფს. მებონიას თქმით, ეს რეგიონი დღეში საშუალოდ 9,5-10 მილიონ კვტ.სთ მოიხმარს. ახლა წყალსაცავი ზღვის დონიდან 425 მეტრის სიმაღლეზე. კიდევ შვიდია-რვა მეტრია დარჩენილი და ენგურჰესი ისევ გაჩერდება.

ახლანდელი მოდინება აფხაზეთის ენერგომოხმარებას მხოლოდ 10-15%-ით დაფარავს, რა თქმა უნდა, არასახარბიელო მდგომარეობაა“, - დასძენს მებონია. ჯვრის წყალსაცავში კრიტიკული დონე აპრილის შუა რიცხვებამდე ნარჩუნდება - მხოლოდ მაშინ იწყება მთებში თოვლის დნობა.

უკვე შემოდგომის ბოლოს აფხაზეთში ელექტროენერგიის დღიურმა მოხმარებამ 1,7 მლნ. კვტ.სთ შეადგინა. მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის მაინინგია. 2022 წლის მარტამდე აკრძალვის მიუხედავად, კრიპტოფერმები უკანონო მუშობას აგრძელებენ. ნოემბრიდან რესპუბლიკაში .. გათიშვების გრაფიკი მოქმედებს, რომელიც ერთი მხრივ ქსელში მაღალი დატვირთვით, მეორე მხრივ - ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონით არის გამოწვეული. მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელზე მუდმივად ავარიები ხდება.

აფხაზეთი რუსეთიდან დენის მიწოდებას პირველად არ ითხოვს. სხვადასხვა წლებში მიწოდების ტარიფები კვტ/სთ-ზე 2,70-დან 3,60 რუბლამდე მერყეობდა. 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე მიწოდების მოცულობამ 69,4 მლნ. კვტ.სთ შეადგინა. 162 მლნ. რუბლის დავალიანებას აფხაზეთის მთავრობა საინვესტიციო პროგრამების ხარჯზე გეგმავს.

2020 წლის ნოემბერში, ენგურჰესის დაგეგმილ გათიშვასთან დაკავშირებით (სადერივაციო გვირაბის შესაკეთებლად), აფხაზეთისპრეზიდენტმარუსეთის ხელმძღვანელობას კვლავ   ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით მიმართა. 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისამდე აფხაზეთმა დაახლოებით 1 მილიარდი კვტ.სთ დახარჯა.

პრეზიდენტასლან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთის ენერგოსისტემაში ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, რესპუბლიკას მეტი პრობლემები შეექმნება. „თუ ენერგეტიკაში ინვესტიციებს არ მოვიზიდავთ - საუბარი ბევრია, ინვესტორები არ არიან, - მდგრად მუშაობას ვერ უზრუნველვყოფთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამასთან, ბჟანიას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ინვესტორი ადგილობრივი იქნება თუ უცხოელი, რადგანთითოეულ მათგანს მოგება სურს“. მისივე თქმით, რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდებაზე უარს არ ეტყვის, მაგრამ მომავალ წელს სახელმწიფო იძულებული იქნება ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფები გაზარდოს. ასევე იმედოვნებს, რომ დადებითი შედეგის მიღწევა სამუშაოსადმი პასუხისმგებლობიანი მიდგომით, სატარიფო ამოღების გაზრდით (ჩერნომორენერგოს მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის)  და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის გამოვლენით არის შესაძლებელი.

ენერგოსისტემა - როგორც აფხაზურ ელიტაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი, ანუ როგორი უნდა იყო ღატაკი და ამავდროულად ამაყი?

აფხაზი ჟურნალისტი როინ აგრბა ამბობს, რომ აფხაზურ ელიტაზე ზემოქმედების (რუსეთის მხრიდან) ერთ-ერთი ბერკეტი ენერგოსისტემაა. მისივე თქმით, ეკონომიკურად აფხაზეთი ორ შემაკავებელზე დგას - რკინიგზა და ენერგეტიკა. „სამწუხაროდ, რუსეთის ხელმძღვანელობას (ცალკეული ჩინოვნიკების სახით) სურს აფხაზურ პოლიტიკაზე ზეგავლენის ბერკეტები ჰქონდეს. სხვათა შორის, ორივე რესურსი ვალებში ჩაფლულია. ვფიქრობ, ისინი აფხაზეთსა და რუსეთს შორის სერიოზული ვაჭრობის საგანი გახდება. ბუნებრივია, ორივე ბერკეტის გამოყენებით ჩვენ ვიწრო ყულფში თავგაყოფილს გვამყოფებენ“.

სოხუმელი ეკონომისტი ახრა არისთავა როინ აგრბას შეფასებას არ იზიარებს და ამბობს, რომ  შექმნილ სიტუაციას სხვა კონტექსტში განიხილავს. მისი თქმით, აფხაზეთი რაიმე ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება. „2014 წლის ხელშეკრულებაში თანადაფინანსების ტერმინი გაჩნდა. თუკი მანამდე რუსეთი ნებისმიერ საკითხში გვეხმარებოდა, 2015 წლიდან ხელფასები, საინვესტიციო პროგრამა და კაპიტალური ინვესტიციები თანადაფინანსების ქვეშ ექცევა. ვთქვათ, პრობლემა შეიქმნა ენერგეტიკაში, მიზეზი გასაგებია - მაინინგის ლეგალიზაცია. საინვესტიციო პროგრამაში ხომ არის კაპიტალური რემონტის დაფინანსება რუსეთის მხრიდან? ახლა აფხაზურმა მხარემაც უნდა ჩადოს ფული, ამისთვის საჭიროა საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა, - სწორედ აქ იქმნება პრობლემა, როდესაც მთავრობა პოლიტიკური საკითხებზე მიჯაჭვული, ხელფეხშეკრულია“.

მისივე თქმით, სოხუმი დანახარჯებს ამცირებს და ამასთან რუსეთს მიმართავს: „ენერგეტიკის გარემონტებაში დამეხმარეო“. - მოსკოვში ამას ხედავენ:  თვითონ არ გსურთ ამაზე ხარჯი გაწიოთ, ამასთან რუსეთი ვალდებულია დაგეხმაროთ“, - ასეთი დამოკიდებულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებში აისახება“.   

არისთავას თქმით, რადგან რუსები ასი პროცენტით აბანდებენ, საკუთრებაზეც პრეტენზიას გამოთქვამენ. „ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ერთადერთი გამოსავალი - რეფორმების დაწყებაა, საჭიროა კონტრაბანდასთან, ჩრდილოვან ეკონომიკასთან  ბრძოლა, საგადასახადო ინსტრუმენტებში უნდა გავერკვეთ“. 

რომელ რეფორმებზეა საუბარი, როდესაც ფაქტობრივად უფასო ელექტროენერგიით მაინინგის ლეგალიზაცია მიმდინარეობს? ახრა არისთავა ამბობს, რომ აქ მარტივი სქემაა: „საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო კომპანიაა, და რადგან ელექტროენერგიას ძალიან დაბალ ფასად ყიდის, დოტაცია გამოდის, მოსახლეობისთვის სოციალური დახმარება ანდა დოტაცია იმავე ბიზნესისთვის. ბუნებრივია, ბიუჯეტიდან კომპენსირება, საგადასახადო ინსტრუმენტებით დანახარჯების გაზრდა არის საჭირო. მთავრობა სატარიფო ინსტრუმენტების გაჟღერებას შეეცადა. ამ სიტუაციაში არ მუშაობს, რადგან ღარიბიც და მდიდარიც გაზრდილ ტარიფს გადაიხდის. საგადასახადო ინსტრუმენტი უფრო სამართლიანია. უკიდურესად დაბალი ხელფასები რუსული სტანდარტებითაც კი სიღარიბის ნორმებს არ შეესაბამება, - ჩვენ კი რუბლის ზონაში ვიმყოფებით, -  ამიტომ სწორედ რუსული მაგალითი მომყავს, - მაშინ ღარიბები კი არა, ღატაკები გამოვდივართ. ხოლო ღატაკი მოქალაქისთვის ტარიფის გაზრდა... სხვათა შორის, ტარიფების მატება არ უზრუნველყოფს იმ ინვესტიციებს, რაც ენერგეტიკაში აუცილებელია - მინიმუმ ნახევარი მილიარდიდან ორ მილიარდამდეა საჭირო წელიწადში, ათი წლის განმავლობაში. ანუ ორი ვარიანტია: ან ატარებ რეფორმებს და ავსებ ბიუჯეტს, ან ყიდი. მეორე ვარიანტი ყველაზე მარტივ გზად მიმაჩნია, მაგრამ ცხოვრებაში მარტივი გზები არ არსებობს“.

როინ აგრბა, აფხაზი ჟურნალისტი: „საქმე ისაა, რომ ჩვენ უფრო მეტ სუვერენიტეტს ვაძლევთ, ვიდრე რუსეთი ითხოვს. აქ ამბობენ, რუსეთს არ უნდა ეწყინოსო. კი ბატონო, ჩვენ თავად ვაძლევთ.  თვითონ არ ვისწავლეთ სტრატეგიული რესურსების შენარჩუნება, რომელსაც შეუძლია აქტუალობა, სიცოცხლე შეგვინარჩუნოს. ტარიფები უნდა გაიზარდოს, მართლაც ძალიან დაბალია. მაგრამ ჩვენ ამ დონეზეც კი გადავრჩებოდით, რომ არ ყოფილიყო ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები, როდესაც მაინინგის ლეგალიზება მოახდინა და მოკლა ჩვენი ენერგეტიკა. საუბარია 600 მილიონ რუბლზე, რამაც ამოღება 30 პროცენტამდე შეამცირა - ეს რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია და მოხმარების მოცულობა  2,5 მილიონ მეგავატამდე გაზარდეს. დღეს ტარიფი რომც გავზარდოთ, ვინც იხდიდა, ისევ ის გადაიხდის - ესენი ძირითადად კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, - გიგანტური ფერმები სახელმწიფოს ელექტროენერგიას არალეგალურად წაართმევენ. ხელისუფლების მხრიდან ცუდი კონტროლის პრობლემაა. ბრძოლაც კი იყო დაანონსებული, თავად პრეზიდენტმაც მოინახულა ეს ფერმები, მაგრამ მფლობელების ვინაობაც კი არ ვიცით, თუმცა ყველამ მშვენივრად იცის, ვის ეკუთვნის“.

(რედ: აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბოლო ოპერაციისას კრიპტოვალუტის მომპოვებელი 9 აპარატი ამოიღეს და მაინინგ-მოწყობილობის ერთი სარემონტო დახურეს. უკანონო მიერთების ობიექტები გამოავლინეს სოფელ ლიხნში თემურ ძიძარიასთან, სოფელ ხიფსტაში ოსმან ჩამაგუასთან, სოხუმში ზვანბას 51-ში იგორ ბარაბაშთან, ასევე სოხუმის რაიონის სოფელ ბასლატში ეფრემ კვარჩიასთან, სადაც მიმდინარე წლის ივლისში მაინინგისთვის საჭირო 26 მოწყობილობა უკვე იყო ამოღებული. ადგილზე ადმინისტრაციული ოქმები შეადგინეს. ბოლო დროს, ჯარიმების გაზრდის შემდეგ, მაინინგ ფერმების 44 ობიექტზე საქმე სასამართლოშია გადაცემული. ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმის ოდენობა 6 მილიონ 672 ათას რუბლს შეადგენს. ამის მიუხედავად, უკანონო პროცესის ჩაწყნარება ვერ ხერხდება. აფხაზური მხარის ცნობით, ინსპექტორები დღეში 5-6 მაინინგ ფერმაში ხვდებიან).  

ახრა არისთავა კიდევ ერთ საექსპერტო შეფასებას ეყრდნობა, რომლის მიხედვით 240 ათასიანი აფხაზეთი მოიხმარს იმდენივე ელექტროენერგიას, რამდენსაც მილიონიანი სამრეწველო ქალაქი (რედ; თბილისთან შედარება არის ნაგულისხმები). მისივე შეფასებით, ეს უზარმაზარი დანაკარგები იყო: „მაინინგამდეც ასე იყო. დიახ, ვადასტურებ, რომ რუსული მხარე ამას ყურადღებას აქცევდა. ოდესღაც სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა რეზო ზანთარაიამ სიტყვა-სიტყვით თქვა: „თუკი ენერგეტიკაში დააბანდებ, გენერაციის ზრდის გარეშეც, ეკონომიკისა და მოსახლეობის ზრდის გათვალისწინებით ამჟამინდელი შესაძლებლობები შეიძლება 20 წლის განმავლობაში იყოს საკმარისი“. ანუ, სპეციალისტები ირიბად ადასტურებენ: ჩვენ უბრალოდ გადახარჯვა გვაქვს“.

რუსეთი ცდილობს აფხაზეთს ენერგორესურსებზეც უფლებები წაართვას, რის შემდეგ თბილისთან პირისპირ დარჩება

აფხაზეთის საკითხების ანალიტიკოსი ლევან გერაძე გვეუბნება, რომ ფორმალურად და არაფორმალურადაც, ქართული, აფხაზური და რუსული მხარეც კიენგურჰესისთანამშრომლებს ყველანაირად პირობებს უქმნის, საქმიანობაში შეფერხება არ ჰქონდეთ. მისივე თქმით, მხარეებს შორის ურთიერთობის პერიოდულად დაძაბვის მიუხედავად, „ენგურჰესიშეუფერხებლად მუშაობდა, არაფერზე პრობლემა არ შეჰქმნია:

ასევე, აფხაზებში ხმები დადის, რომ კრიპტოვალუტის მაინინგის გამო სადღეისოდ ენერგიის მოხმარება ძალიან გაზრდილია. არაოფიციალური წყაროებიდან ხშირად მსმენია, აღნიშნული აპარატები ჩინეთიდან ჩამოდის (საფასური სადღაც სამიდან 5 ათას დოლარამდე ჯდება) და ადგილზე ამუშავებენო; ბოლო პერიოდში აფხაზეთში პატარა ფული ვინც კი გააკეთა, ეს მაინინგის აპარატი შეიძინა და თავისთვის დაიდგაო“.     

კონფლიქტოლოგი (ყოფილი სახელმწიფო მინისტრი)  პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ  ნამახვანზეუარის თქმის შემდეგ ენერგეტიკული ვითარება დაძაბულია. თანაც, მისივე თქმით, „ენგურჰესიამორტიზებულია და გამომუშავებული ენერგიის ნახევარზე მეტი არაკონტროლირებად აფხაზეთში გადაედინება:

ეკონომიკის მინისტრმა თურნავამ განაცხადა, ნამახვან ჰესს ალბათ ჩვენ ავაშენებთო. ინვესტორი ხელს აღარ კიდებს, აღარავინ ენდობა საინვესტიციო გარემოს. შეიძლება ხელშეკრულება არასწორად იყო დადებული და მეტი ინტერესების გათვალისწინება სჭირდებოდა. ერთი ადამიანიც თუ წინააღმდეგია, საჭიროა მასთან მუშაობა; მოსახლეობას ხელი არ უნდა გადაეგრიხოს. გიგანტური ენგურჰესი საშუალო დონის ენერგიას გვაძლევს. საქართველოს ცენტრში დაცულ ადგილას დიდი, ეფექტური ჰესი გვინდა. ვიდრე ეს არ იქნება, გამოსავალს ვერ ვხედავ“.

ზაქარეიშვილის თქმით, ამის მოწინააღმდეგე საზოგადოება მოლაპარაკებისას თუ ძალიან პრინციპულები აღმოჩნდება, „ჩავთვლი, რომ რუსული პროექტია, რადგან მას არ უნდა სჭირდებოდეს ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობა“:

მადლობა ღმერთს, ნავთობი და გაზი მოსკოვისგან დამოუკიდებლად აზერბაიჯანიდან გვაქვს. მაგრამ აქაც მუდმივად ხელების მოგრეხა ხდება - გარეჯი ვისია, ანტიისლამური მომენტები, დმანისში დაძაბულობა, ვიღაც კარგად მუშაობს, რომ საქართველოს შიდა რეგიონული წარმატებული პოლიტიკა აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ისლამურ სამყაროსთან არ ჰქონდეს; რათა სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები ჩავარდეს და ქვეყანა ფეხზე ვერ დადგეს. რუსეთი ერთადერთია, ვინც ამით დაინტერესებულია“.

ექსპერტის შეფასებით, საქართველოს აქვს როგორც შიდა ჰიდრო, ასევე სამეზობლო რესურსები, რასაც ეფექტურად არ იყენებს. მისივე თქმით, ეს უკვე სხვა, „პარალელური პოლიტიკისნაწილია: „ხელისუფლებას ნამახვან ჰესი რომ არ ნდომებოდა, პროექტს არ წამოიწყებდა და არ იბრძოლებდა; მას არც გაუგდია. თურქული კომპანია თვითონ მიხვდა, ამ უგუნურ ქართველებთან მუშაობას აზრი არ აქვსო. საჭიროა პროფესიონალური ბრძოლა მათთან, ვინც საქართველოს ასე დაზიანებას და დაჩოქებას ცდილობს“.

ზაქარეიშვილის დასძენს, რომ დღევანდელი მოთხოვნებიენგურჰესისრესურსებს აღარ შეესაბამება. მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს აფხაზეთს აღნიშნულ ენერგორესურსებზეც უფლებები წაართვას, რის შემდეგ თბილისთან პირისპირ დარჩება:

კაშხალს წალენჯიხის რაიონში ჩვენ ვაკონტროლებთ, სამუშაოები ქართულ მხარესთან შეთანხმებულია. ჰესი გალის რაიონშია, აფხაზურ მხარეს დენის განაწილებას ვერ ვუკარნახებთ. თუ წყლის მიწოდებას შევუწყვეტთ, დენს არ მოგვაწვდიან; ერთმანეთზე დამოკიდებული ვართ. ჩვენში ასეთი განცდაა, რატომ ვიხდით ფულს და აფხაზებს ამდენ ენერგიას ვაძლევთო. არ მისცემ არ მოგცემს, მარტივი გეოლოგიაა, პოლიტიკა არ არის. ისეა მოწყობილი, ეფექტურად მუშაობს სწორედ აფხაზურ მხარეს არსებული ქედი, ქანები, სადაც ოდესღაც მილები და გვირაბებია გაყვანილი; იქვე ვარდნილ ჰესებიცაა. რუსეთი ცდილობს აფხაზეთს ენერგორესურსებზე უფლებები წაართვას, ამით საქართველოსთან პირისპირ დარჩება. აქ შეიძლება თბილისმა და მოსკოვმა საერთო ენა იპოვონ, არ გამოვრიცხავ. ჰესის ამ ფორმით დარჩენა კი ცოდვაა, ამხელა უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა და მინიმუმს იძლევა. როგორც საინჟინრო, ასევე პირველ რიგში პოლიტიკური რეაბილიტაციაა საჭირო; გააზრება, როგორ ვხარჯოთ მისი ენერგია. უნიკალური რესურსის მიუხედავად, ენგურჰესზე ჩამოკიდება არ შეიძლება“. 

რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია მთელი ქვეყანა ჩააბნელოს, აუცილებელია ქვეყანას დიდი მარეგულირებელი სადგური ჰქონდეს

პარლამენტარი (ენმ) რომან გოცირიძე გვეუბნება, რომ რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია მთელი ქვეყანა ჩააბნელოს, - არა იმიტომ, რომ კატასტროფულად იზრდება რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი, არამედ ენგურის ჰიდროელექტროსადგურში დენის გამომუშავება მთლიანად მათ კონტროლქვეშაა (ოკუპირებულ გალის რაიონში). მისივე თქმით, წელს, როცა ენგურის ჰესი გვირაბის რემონტის გამო გაჩერებული იყო, აფხაზეთი დენით რუსეთიდან მარაგდებოდა, - თუ დასჭირდა, რუსეთი ადვილად შეინახავს აფხაზეთსაც და იქ განლაგებულ თავის სამხედრო ბაზებსაც:

ახლა რუსეთი აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ენგურის ხარჯზე მარტივად აგვარებს. თუ დასჭირდა ჩვენზე ზეწოლა, არც ენგურის გათიშვაზე იტყვის უარს. ეს ფრენების შეწყვეტა ან ტურისტების ჩამოსვლის შეფერხება არა, ეკონომიკის პარალიზებაა. აუცილებელია ქვეყანას დიდი მარეგულირებელი სადგური ჰქონდეს. ასეთი არის ნამახვანი. ვინც ამ პროექტის პარალიზებას ახდენს ან ბრიყვი მოკეთე, ან შეგნებული მტერია. ახალი მარეგულირებელი სადგურის აშენების გარეშე შეუძლებელია ენერგეტიკის განახლებადი წყაროების განვითარება (ქარი, მზე). აუცილებელია პირველ რიგში ნამახვანისა და ნენსკრას პროექტების ბოლომდე მიყვანა, სხვა შეჩერებული პროექტების განახლება“.

გოცირიძე ამბობს, რომ ევროპისათვის რუსული გაზის ფასის  კატასტროფული ზრდის გამო, სამომავლოდ ელექტროენერგიის ფასიც გაიზრდება. მისივე თქმით, ნახშირბადების ატმოსფეროში გაფრქვევის შემცირების საერთაშორისო ვალდებულება მომავალში ელექტროენერგიის ფასს კიდევ უფრო გაზრდის:

მეზობლებზე ენერგეტიკული დამოკიდებულება როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად სერიოზული საფრთხის შემცველია. გაჩერებული ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში, საქმე გვაქვს არა მხოლოდ ენერგეტიკული, არამედ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევასთან. როცა ერთ სადგურზე (ენგურზე) მოდის ადგილობრივი რესურსებით წარმოებული ელექტროენერგიის 37 პროცენტი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ბოლო წლებში ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თბილისის მოხმარებასაც კი გადააჭარბა (კრიპტოვალუტის არალეგალურად მოპოვების გამო). იმას ნიშნავს, რომენგურჰესისელექტროენერგია, როგორც იაფი რესურსი,  სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება დანარჩენი საქართველოსთვის.

ასეთი (ნამახვანის) ტიპის სადგურის გარეშე, შეუძლებელია ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაცია. თუ საუბარია ქარის ენერგიაზე, რომელიც სუფთა ენერგიაა და გვინდა, რომ ჩვენს ქსელში იყოს ინტეგრირებული, ამის გაკეთება მძლავრი საბაზო სადგურების გარეშე შეუძლებელია. ვერც ჰოლანდია და გერმანია განავითარებდა ენერგიის ამ სახეს, ნორვეგიის ქსელში რომ არ იყოს ინტეგრირებული, სადაც ელექტროენერგიის 99 პროცენტი მხოლოდ წყლის რესურსების ბაზაზე იწარმოება“.

პარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13.5 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწია, - 2030 წლისთვის ეს რიცხვი 20 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს. მისივე თქმით, დღესავით ნათელია, რომ ჩავარდნილი პროექტების გამო, ამ დროისათვის ქვეყანა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმპორტზე, რაც ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ქვეყნიდან დიდძალი ოდენობის  უცხოური ვალუტის გადინებასაც გამოიწვევს:

საკუთარი გენერაცია დღეს  9 მილიარდ კვ. საათამდე მერყეობს. იმას ნიშნავს, რომ მოხმარება გვეზრდება, გამომუშავება არა. ნიშნავს, რომ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა გავზარდოთ იმპორტის მოცულობა, რაც, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მუდმივად მზარდი ღირებულების იქნება. თუ სასწრაფოდ არ განახლდა ნამახვანისა და ნენსკრას ჰესის მშენებლობა, 2030 წლისთვის ჩვენი დეფიციტი 11 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს. ამ დეფიციტის დასაფარავად საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტისათვის ყოველწლიურად 2 მილიარდი ლარი უნდა გადაიხადოს. ცალკე საკითხია დენის ამ მასშტაბის ტექნიკური საკითხები, რომლის უზრუნველსაყოფად სერიოზული ინვესტიციების ჩადებაა საჭირო“.

ენგურჰესიუნიკალური თანამშრომლობის მაგალითი და მექანიზმია, რომელიც საომარი მოქმედებების დროსაც კი არ შეწყვეტილა

მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი ელიკო ბენდელიანი გვიდასტურებს, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული საკითხები გამწვავებულია. მისივე ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში გათბობის ერთადერთი შესაძლებლობა დენი საკმარისად არ აქვთ და დღის მონაკვეთებში (2 საათით, შესაძლებელია მეტი დროც დასჭირდეს) შუქის გარეშე ყოფნა უწევთ:

ყველაფერზე, მათ შორის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე მოქმედებს. ხშირად გვსმენია, რომ დიდი პოლიტიკური პროცესების მიზეზი შეიძლება გახდეს (რედ; სოხუმში ბოლო არეულობაც ადასტურებს). ამიტომ პრობლემა სხვა განზომილებებს იძენს და აფხაზური საზოგადოებისთვის უმწვავეს თემად იქცევა. როგორ გაუმკლავდებიან, იქაური რეალობისთვის გადამწყვეტი იქნება“.

კითხვაზე, აქვს თუ არა თბილისს რაიმე რესურსი უკონტროლო პროცესებზე ზემოქმედებისთვის, ელიკო ბენდელიანი გვეუბნება, რომ ძალიან მწირი ან საეროდ არა. მისივე აზრით, შესაძლებელია მეტი გამოცდილების გაზიარება იგივე გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე საზოგადოებასთან მუშაობა:

ჩვენი საზოგადოებები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და მრიცხველების დადგმაზე გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. მეორე მხრიდან კეთილი ნების პირობებში, ტექნიკური დახმარებაც შესაძლებელი იქნება. კრიპტოვალუტის მაინინგთან დაკავშირებით ვერ ვხედავ გავლენის რაიმე რესურსი გვქონდეს; ეს უფრო შიდა გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული“.

ექსპერტის შეფასებით, „ენგურჰესიუნიკალური თანამშრომლობის მაგალითი და მექანიზმია, რომელიც საომარი მოქმედებების დროსაც კი არ შეწყვეტილა, რადგან სარგებელი ორმხრივია: „ვერ ვიტყვით, რომ ერთმა მაგალითმა სამშვიდობო მიმართულებით რაიმე გარღვევა მოახდინა. ლოკალური საკითხისკენ მიმართულია. წლების განმავლობაში ძალიან სწორად არ ხდებოდა თემის პოლიტიზება, განყენებულად განიხილებოდა. თანამშრომლობის ერთადერთი კარგი მაგალითია. ორივე მხარის ინტერესმა ეფექტური კომუნიკაცია შესაძლებელი გახდა. გვაჩვენებს, რომ ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, სავსებით შეიძლება ასეთი ეფექტური თანამშრომლობა დამყარდეს“.   

აფხაზები ნელ-ნელა იმაზე უნდა წამოვიყვანოთ, რომ ეს ელექტროენერგია უფასოდ აღარ წაიღონ და ამოღება დაიწყონ, ნაწილობრივ მაინც იგრძნონ პასუხისმგებლობა

ქართულმა მხარემ რა უნდა დაუპირისპიროს ოკუპირებული რეგიონების ენერგეტიკულ გამოწვევებს, ამისთვის რა რესურსი არსებობს? ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტი გიორგი მუხიგულიშვილი ამბობს, რომ აქ მთავარია სიტუაცია კარგად გაანალიზდეს, სტრატეგიული მიდგომები და გადაწყვეტილებები მოიძებნოს. მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს იგივე გამრიცხველიანება, ერთობლივი მუშაობა, რომ წილების პროცენტული დაყოფა სწორად იქნას დაცული:

თუ მოვინდომებთ, რესურსი ყველაფერში შეიძლება გამოინახოს. ენგური-ვარდნილის წარმოებიდან 40 პროცენტის მიწოდება ზუსტად მოხდეს. აფხაზები ნელ-ნელა იმაზე უნდა წამოვიყვანოთ, რომ ელექტროენერგია მთლად უფასოდ აღარ წაიღონ და ამოღება დაიწყონ, სფერო მოაწესრიგონ. მოლაპარაკების შედეგად ჩერნომორენერგო ინვესტიციების ნაწილში უნდა შემოვიდეს, რათა ნაწილობრივ მაინც იგრძნონ პასუხისმგებლობა.

ამას გარდა, ნელ-ნელა შესაძლებელია ერთობლივი მუშაობა იმაზეც, რომ დონორული დახმარების ფარგლებში ენერგოეფექტური ღონისძიებები გატარდეს. აქ ძირითადად გაერო თანამშრომლობს (ჩვენი თანხმობით), სხვა დონორული ორგანიზაციები თავს იკავებენ. ეს არის - გამრიცხველიანება, ენერგოეფექტიანი ღონისძიებები და ენერგიის გაყოფაზე იმ პირობების დაცვა, რაზეც მხარეები შეთანხმებული არიან“.

კითხვაზე, ქართული მხარე რამდენად დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, გიორგი მუხიგულიშვილი განმარტავს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ამაზე მუშაობა ახალი გეგმის ფარგლებში დაიწყო. მისივე თქმით, ეს არის ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმა, სადაც ენერგეტიკული უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა:

გარკვეული სამუშაოები ტარდება. პრობლემის მოგვარებაში არამარტო ეკონომიკის სამინისტროს, საგარეოს და სხვას დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი მუშაობაა საჭირო. თანამედროვე კონკრეტული მიდგომებია შესამუშავებელი აფხაზეთთან მიმართებაში“.

აფხაზებთან თანამშრომლობის სფეროს თუ გავაფართოებთ, კარგის მეტს არაფერს მოგვიტანს, უპირველესად ხალხი გვყავს დასაბრუნებელი 

ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტი მურმან მარგველაშვილი გვეუბნება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებაში შეთანხმების საყრდენი წერტილი უნდა შეიქმნას და  პირობების დაცვით ვიმოქმედოთ. მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ სოხუმის მხრიდან ელექტროენერგიის წაღების არანაირი ზღვარი არ არსებობდა, - ეს პირობა ახლა მაინც უნდა გამყარდეს, რომ ენგურჰესის გამომუშავების 40% აფხაზებს მიაქვთ და არცერთი კილოვატ საათით მეტი:

როგორც კი ორივე მხრიდან ეს პირობა ჩამოყალიბდება, ბევრი რამ ადვილდება. აქამდე სულ ქვემოთ, დახრილ სიბრტყეზე მოვსრიალებდით. სრულიად თავისუფლად, უფრო და უფრო მეტი მიჰქონდათ. წელს პირველად ითქვა მყარად, რომ 40-60%-ის პრინციპი ყოველთვის დაცული უნდა იყოს. აფხაზური მხარე უნდა შეეგუოს, რომ ენგურჰესიდან მოხმარება შეუზღუდავი არ არის. ეს მათგან დაფიქრებას მოითხოვს, ამის შემდეგ რა ვქნათ? პირველ მნიშვნელოვანს შემდეგი ნაბიჯები მოჰყვება“.

მარგველაშვილის განმარტებით, ზამთრისპირასენგურჰესიფაქტობრივად იცლება და აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი უკვე დაიწყო. მისივე თქმით, ფაქტობრივად მოხერხდა, რომ ჰესიდან ჩვენი წილი წამოვიღეთ, რაც ძალიან კარგია:

ამის შემდეგ აფხაზური მხარე ცალკე დაიწყებს ფიქრს, თუ რა გრძელვადიანი გამოსავალია; რადგან ეს რეალობა მათ ბიუჯეტსაც დაარტყამს. რასაკვირველია, რუსეთი ელექტროენერგიას უფასოდ არ აძლევს. ამიტომ ურთიერთსასარგებლო თემებზე განსჯა შესაძლებელი იქნება. თუ მოვილაპარაკებთ კომერციული ურთიერთობების ჩამოყალიბება შეიძლება. იმ 40%- გადახდევინება შესაძლოა ვერ მოვახერხოთ, მაგრამ ვუთხრათ, - თქვენ თუ ენგურჰესის ენერგიას დაზოგავთ, ჩვენ ბაზარზე გაგაყიდვინებთო. იქით მხარეს მთავარი პრობლემაა, რომ სფეროს დარეგულირების კომერციული მექანიზმი არ არსებობს, გადახდები არ ხორციელდება. იგივე სიტუაციაა, რაც ჩვენთან 90-იან წლებში იყო, როდესაც ელექტროენერგია გადახდის, აღრიცხვის გარეშე მოიხმარებოდა; უდიდესი ნაწილი იფლანგებოდა, რის გამოც საშინელ დეფიციტში ვიყავით.

2003-2004 წლებში, როცა გაზის შესასყიდად დამატებითი ფული გაჩნდა, მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდა. მაგრამ მთავარი მომდევნო წლებში ხდებოდა, როცა მრიცხველები გამოდიოდა და დენის განაწილება წესრიგდებოდა. ამით ქვეყანაში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება არ იზრდებოდა. ამ პერიოდის საწყისში დენი მუდმივად ქრებოდა და საშინელ დღეში ვიყავით, ბოლოს თითქმის ყველგან უკვე შუქი გვქონდა. იმის გამო მოხდა, რომ ფლანგვა აღმოიფხვრა. ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა იგივე იყო, აღრიცხვა-გადახდის მოწესრიგებით განაწილება უკვე რაციონალურად წარიმართა. აღმოჩნდა, ამისთანა საშინელი კრიზისიც არ ყოფილა. დღეს  აფხაზები არიან მსგავს მდგომარეობაში; აღრიცხვა და გადახდა არ აქვთ, თანაც აქამდე ეს ელექტროენერგია უფასოდ და შეუზღუდავად მიჰქონდათ. ამიტომ პირველი - ეს რაოდენობა მკაცრად უნდა შეიზღუდოს, რაზეც დაფიქრება მოუწევთ. მანდვე ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. ასევე, ვარდნილ ჰესების აღდგენა შეიძლება მოხდეს, გამრიცხველიანებაში დახმარება, უამრავი თემაა, სადაც შეიძლება კავშირები გავაბათ, პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზებთან თანამშრომლობის სფეროს თუ გავაფართოებთ, კარგის მეტს არაფერს მოგვიტანს, უპირველესად ხალხი გვყავს დასაბრუნებელი“. 

სოხუმში თუნდაც ბოლო საპროტესტო გამოსვლების ფონზე, აფხაზურ მხარეს რამდენად ძალუძს შეთანხმებული პირობების შესრულება? მურმან მარგველაშვილის განმარტებით, გადასახადების ამოღების მოწესრიგებაც კი მათთვის პოლიტიკურად რთული საკითხია. მისივე შეფასებით, ჩვენთანაც მოსახლეობის ნაწილს დღემდე ზედაპირულ-პოპულისტური მიდგომა აქვს, რომ მე მეკუთვნის, ამისთვის ვიბრძოდი და ..

იმის დანერგვა, რომ ელექტრობა საქონელია, უნდა იყიდო და აღრიცხო, პოლიტიკურად ადვილი საქმე არ არის. ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება სჭირდება, სავარაუდოდ სოხუმში  ადვილად ვერ იქნება. ან გარე პირობა უნდა შეიქმნას, საზოგადოებამაც დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. სწორედ აქ ჩვენი მხრიდან აუცილებელია მყარი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ასეთივე  პირობების განხორციელება“.

კითხვაზე, ჩვენი მთავრობა ამ მიმართულებით საჭირო ნაბიჯებს რამდენად დგამს, ექსპერტი გვეუბნება, რომ ყველაფერი მინიმუმ ათწლეულის წინ უნდა დაწყებულიყო. მისივე თქმით, ეფექტური ნაბიჯები არ ყოფილა, დღემდე იქით მიმართულებით ენერგია უკონტროლოდ გადიოდა, - არც რაიმე მცდელობა ჩანდა, პროცესი რაიმე კონტროლქვეშ მოქცეულიყო:

არ ვიცი ვის დავაბრალოთ, წელს მთავრობის პირველი მცდელობაა და მკაფიოდ დაისვა საკითხი - ჩვენ მიგვაქვს პროპორციით 60-40%-ზე  და დარჩება ის, რაც დარჩება. ეს პირობა ძალიან მკაცრად დასაცავია. ვინც ამაში ჩართულია, ყველანაირად უნდა მოვუწოდოთ, დავეხმაროთ და მოვითხოვოთ, განაწილების ეს პრინციპი დაცული იყოს. იქით მხარეს მოხმარების განუხრელი ზრდის გამო, ჩვენთვისენგურჰესიპრაქტიკულ მნიშვნელობას კარგავს. თუ ასე ხდება, მაშინ აღარ მოვემსახურებით. დამატებით პრობლემები აფხაზეთთანაც შეიქმნება. ამიტომ ბოლო მცდელობები უდავოდ მოსაწონი და გასაძლიერებელია“.

რეალობის გათვალისწინებით, რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? მარგველაშვილის თქმით, გამოსავალი იგივე თბოსადგურების აშენება, ენგურჰესთან დაკავშირებით ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიძლება ჰიდრომაკუმულირებელი სადგურის პროექტი, ღონისძიებების მთელი კომპლექსი უნდა გაკეთდეს: „ასევე, ჰიდროელექტროსადგურები უნდა აშენდეს. არ ვიცი ჩვენთან ისევ ჰიბრიდულ ჩარევებს დავაბრალოთ თუ ზოგად უმეცრებას, ქვეყნისთვის  საყრდენი შიდა ენერგეტიკული გაძლიერება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს გზა იმავე ენგურთან დაკავშირებითაც პოზიციებს შეგვინარჩუნებს. სხვანაირად ძალიან გაგვიჭირდება. აქ რასაკვირველია ნამახვანისა და ნენსკრას პროექტებიც იგულისხმება“. 

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პროპაგანდა ჰიბრიდული ომის ნაწილია და ეს საერთო ეროვნული თანხმობის საკითხად უნდა იქცეს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიდი იმედი აქვს, რომნამახვანჰესიაშენდება (შეიძლება თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს) იმ შემთხვევაშიც, თუ პროექტიდან ამჟამინდელი ინვესტორიენკაგავა. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლებასენკასთანმოლაპარაკებები აქვს და ინვესტორის განცხადება, რომ პროექტიდან სურს გასვლა, არ ნიშნავს არბიტრაჟის დაწყებას: „ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნამახვანი აშენდება, აშენდება სწორად და სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით“.

ამასთან, თურნავას თქმით, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომენკასთანშეთანხმებას მიაღწევენ. მისივე შეფასებით, ნამახვანჰესის არსებობა საქართველოში უმნიშვნელოვანესია და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთ-ერი ცენტრალური პროექტია.

როგორც მინისტრი აცხადებს, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პროპაგანდა ჰიბრიდული ომის ნაწილია და ეს საერთო ეროვნული თანხმობის საკითხად უნდა იქცეს. თურნავას თქმით, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას მზარდი იმპორტ დამოკიდებულება ისეთ სტრატეგიულ დარგში, როგორიც ენერგეტიკაა.

ამ პრობლემატიკაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კითხვები (განცხადების სახით) ჯერ კიდევ 8 დეკემბერს გავუგზავნეთ. რამდენიმე დაპირების მიუხედავად, უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია. ბატონებო, ნათქვამ სიტყვას შესრულება სჭირდება.

დასკვნის სახით

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება (გნებავთ დამოუკიდებლობა) კვლავაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე ენერგეტიკული საფრთხეებიც მეორე მხარესთან დიალოგს, ქმედით რეაგირებას მოითხოვს. პარალელურად, ქვეყანას დამატებითი ენერგო სიმძლავრეები, მათ შორის ჰესები სჭირდება, განუხრელად მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. „ნამახვანჰესისირგვლივ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მსგავსი სტრატეგიული პროექტების პროფესიონალურად განხორციელებას (დაინტერესებულ ადამიანებთან, ჯგუფებთან დიალოგს, მათ დარწმუნებას) გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ქართველები თავისუფლებისმოყვარე, ცივილიზაციურად ევროპული ყაიდის ერს წარმოადგენენ. მტერი ათწლეულებია ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით თბილისის სუვერენულ პოლიტიკაზე უხეშ ზემოქმედებას. სოხუმისა და ცხინვალის ენერგეტიკულ სფეროში უკონტროლო პროცესებიც აღნიშნულ მიზანს ემსახურება. ამ ფონზე, ჩვენ ყველას მეტი გონიერება და პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ემოციურ ნიადაგზე ისევ მტრის წისქვილზე წყალი არ დავასხათ; ჩვენი მდიდარი ჰიდრორესურსები, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი ენერგიის გამომუშავებაზე (რისკების მინიმუმამდე დაყვანით) უნდა მივმართოთ.

არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე. ყოვლად უპასუხისმგებლო, ურაპატრიოტული პოლიტიკით ოცდაათწლიანსიბნელესთავს ვერაფრით დავაღწევთ. დაუშვებელია სინათლე ისევ ჩაქრეს ჩვენს ფანჯრებში. ვაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი, განათ () ებული საქართველოსთვის.  

გელა მამულაშვილი

ასევე, იხილეთ ბმულები:

კვლევა საქართველოს, ჩეხეთის და სლოვაკეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ, ავტორი: გიორგი მუხიგულიშვილი   

საქართველოს ენერგეტიკის სექტორი რეფორმების ახალ ეტაპზე გადადის - weg.ge

ჰესების დადებითი და უარყოფითი მხარეები — რა უნდა გავითვალისწინოთ, ავტორი: გიორგი მუხიგულიშვილი - on.ge

მდგრადი განვითარება და ჰესები — ახალი ერა ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში, ავტორი: გიორგი მუხიგულიშვილი - on.ge

Power Trip



 

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია